,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2018 წლის 15 თებერვალი ქ. ზუგდიდი |
ა) მე-3 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.“
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 06 02 04)
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სმენა და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით, მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფების, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის კურსს ან საჭიროებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ა) შშმ, სმენა და მხედველობადაქვეითებულთა დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მეურვემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული)სმენა და მხედველობადაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ) მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
ა.ე) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ა.ვ) მეურვის არსებობის შემთხვევაში მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
ბ) ონკოლოგიურმა ავადმყოფმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა);
ბ.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციარისა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის შინმოვლის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) მარტოხელა პირები და ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმული, მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდება. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); (მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 001-ზე დაბალი);
დ) მომვლელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მომვლელის ან ავადმყოფის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-ქვეპუნქტის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.“
გ) მე-11 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.“
დ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 03 11)
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, ზამთრისთვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (40 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა დედები, მარტოხელა პენსიონრები და ა.შ.) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას 100-1000 (ასი-ერთი ათასი) ლარის ფარგლებში (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიფიარების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მე-13 მუხლის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.“
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-ქვეპუნქტის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.“.
|