ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2017 წლის 28 დეკემბერი ქ.ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესი
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060302);
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060303) - მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, პირველი-მეორე შვილის შეძენა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ტყუპის შეძენა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060304) - შშმ (მკვეთრად გამოხატული), ონკოლოგიური დაავადების მქონე, სმენა და მხედველობა დაქვეითებული პირების, ასევე შშმ და ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების ერთჯერადი დახმარება და შინ მოვლის ქვეპროგრამა.
დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060305);
ე) ხანდაზმულთა (100 და მეტი წლის), მარტოხელა მოხუცების შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060306);
ვ) სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (პროგრამის კოდი 060309)- 2018 წელს ხანძრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა;
ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამის კოდი 060310);
თ)სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით (შეშით) და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060311);
ი) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსება (პროგრამის კოდი 060308) -ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის მედიკამენტებით მოსარგებლე პაციენტების და უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანადაფინანსება, აღდგომის დღესასწაულზე და ხსოვნის დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა. საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის - ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინასება. სოციალურად დაუცველი სტუდენტების მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
კ) სოციალური საცხოვრისის ეზოს კეთილმოწყობა, მიმდინარე რემონტის, ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა (პროგრამის კოდი 0606);
ლ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე, მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსება, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების დახმარება, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის (მედიკამენტების) პაციენტთა უზრუნველყოფა. საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის - ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება, უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება ყოველთვიური ხასიათისაა და გაიცემა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 060301);
ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 060307);
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების შეშით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 060311);
დ)უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (პროგრამის კოდი 0605);
ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში შუამდგომლობის გაწევა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან;
ვ)პირველი ხარისხის სამერქნე ხე-ტყის მოჭრის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის გაწევა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან.
2. კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 500 (ხუთასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. აღნიშნული თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც;
გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;
დ) ააიპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;
ე) ყოველთვიურად პენსიაზე დანამატის სახით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ააიპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე);
ვ) აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა (შვილის სრულწლოვნებამდე) წელიწადში ერთხელ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ომის ვეტერანებზე დახმარება გაიცემა ვეტერანთა კავშირის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე, ხოლო ომის ვეტერანთან გათანაბრებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის დასაფინანსებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილისა და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), სადაც მითითებულია მომვლელის საჭიროება;
ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ)მარტოხელა დევნილის მომვლელის საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება მომვლელსა და ვეტერანს შორის;
თ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე-200 (ორასი) ლარი, 5 შვილზე-300 (სამასი) ლარი, 6 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი და ა.შ.
დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვების მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
3. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით:
დახმარების მისაღებად მეურვემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მეურვის საბანკო ანგარიში ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) ერთჯერადი დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:
დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
5. პირველი-მეორე შვილის შეძენისას (სოციალურად დაუცველი ოჯახები-სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) - ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (კალენდარული წლის განმავლობაში).
დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის(დედის ან მამის )პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
6. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შემაკავებელი ან დამცავი ორდერი;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
შშმ, სმენა და მხედველობადაქვეითებულთა დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-100/ა);
ე)ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ვ) მეურვის არსებობის შემთხვევაში მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
ონკოლოგიურმა ავადმყოფმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა IV-100/ა);
დ)საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციარისა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის შინმოვლის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმული, მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); (მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 001-ზე დაბალი);
დ) მომვლელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მომვლელის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ)ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
დახმარების მისაღებად ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
2. მარტოხელა მოხუცების შინ მოვლა.
ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი; ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი.
3. სოციალურად დაუცველი (65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი უმწეო ბენეფიციარის ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
1. დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ)ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა) სამედიცინო დაწესებულებიდან;
გ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა);
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ზ) სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვა (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის).
2. საზღვრისპირა ს. ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (50%). წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) შ.პ.ს. ,, მუნიციპალური ტრანსპორტის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უმწეო კატეგორიის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში;
დ)სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის და მეწყერის გარდა) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);
ე) გეოლოგიური დასკვნა (მეწყერის შემთხვევაში);
ვ) ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში (ხანძრის და მეწყერის გარდა);
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა და ზრუნვის სისტემიდან გასული პირებისთვის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ)ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერი;
თ)სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარისთვის სისტემაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
(შენიშვნა: „დ“ და „ე“ პუნქტებით წარმოსადგენ დოკუმენტებში ფიქსირდებოდეს ერთი და იგივე საცხოვრებელი მისამართი).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) მემკვიდრის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) მემკვიდრის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
თ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა პენსიონერი, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), ონკოლოგიური ავადმყოფები) დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)დევნილის მოწმობის ასლი;
ე) სხვა არსებული დოკუმენტები;
ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
1. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 28 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართიეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილებ(ა)(ებ)ში) იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).თავი I
სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები