"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №86 |
|
2018 წლის 7 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 060208)
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 50-100 (ორმოცდაათი-ასი) ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის გათვალისწინებით; მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება ყოველთვიურად 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით, საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით; აღდგომის დღესასწაულზე და ხსოვნის დღეს მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (სასაფლაოებთან მისასვლელად). საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის – ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება; სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები) მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლების და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
1. დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა) სამედიცინო დაწესებულებიდან;
გ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა);
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ზ) სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვა (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის).
2. საზღვრისპირა სოფ. ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (50%).
· წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) შპს ,,მუნიციპალური ტრანსპორტის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უმწეო კატეგორიის (65001-ზე ნაკლები) სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.
· დახმარების მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლების და ტექნიკური მუშაკების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
· წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) შპს ,, მუნიციპალური ტრანსპორტის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
|