„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №90 |
|
2018 წლის 2 ნოემბერი ქ. ზუგდიდი |
„მუხლი 10. ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 08)
1. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 50-100 (ორმოცდაათი-ასი) ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის გათვალისწინებით. მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება ყოველთვიურად 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით. აღდგომის დღესასწაულზე და ხსოვნის დღეს მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (სასაფლაოებთან მისასვლელად). საზღვრისპირა ხურჩის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (50%).
ა) დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ა.გ) პერიტონეალური დიალეზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა);
ა.დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ა.ზ) სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვა (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის);
ბ) საზღვრისპირა ხურჩის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსებისათვის (50%) შპს „ზუგდიდის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა” უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვა.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უმწეო კატეგორიის (65001-ზე ნაკლები) სტუდენტების, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლების და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტირებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უმწეო კატეგორიის (65001-ზე ნაკლები) სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ა.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლების. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტირებული სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსებისათვის შპს „ზუგდიდის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა” უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვა.“.
|