ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-82
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016476
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-82
2018 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესი “.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2–221 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ექსპორტისთვის განკუთვნილი ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ექსპორტისთვის განკუთვნილი ყურძნის ტკბილი და ყურძნის წვენი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ექსპორტისთვის განკუთვნილი ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის სერტიფიცირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სერტიფიცირება – პროცედურა, რომლითაც ხორციელდება ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საექსპორტოდ განკუთვნილი ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ხარისხობრივი მაჩვენებლების, თვისებრივი მახასიათებლების მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) პროდუქცია – ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი, ყურძნის ტკბილი და ყურძნის წვენი;
გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი (შემდგომში – ალკოჰოლიანი სასმელი) – ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი;
დ) ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი (შემდგომში – სპირტიანი სასმელი) – ბრენდი, ჭაჭის არაყი, მაგარი სასმელი;
ე) ყურძნისეული წარმოშობის სპირტი (შემდგომში – სპირტი) – ღვინის, ლექის, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს გამოხდით მიღებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტი;
ვ) შესაბამისობის სერტიფიკატი (სერტიფიკატი) – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები და თვისებრივი მახასიათებლები შეესაბამება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მარეგულირებელ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ზ) განმცხადებელი – შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების მიზნით განაცხადის წარმდგენი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
თ) ლოტის ნომერი – 11 სიმბოლოსგან შემდგარი უნიკალური ნომერი, რომელიც იძლევა ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას;
ი) ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსხმის პირობები – ალკოჰოლიანი სასმელების ჩამოსხმის პროცესის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა ცვლილებამაც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების და თვისებრივი მახასიათებლების შეცვლა;
კ) ინსპექტირება – პროცედურა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო, სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი ნიმუშის ლოტთან მიმართებაში შესაბამისობის დასადგენად;
ლ) ღვინის კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი), რომლის სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება ღვინის, სპირტიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილის და ყურძნის წვენის წარმოებას ან/და რეალიზაციას;
მ) ყურძნის ტკბილი – ყურძნის დაწურვით მიღებული თხევადი პროდუქტი;
ნ) ყურძნის წვენი – ყურძნის ტკბილისგან ან კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისგან მიღებული თხევადი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალო მოხმარებისთვის და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3🔗.
ღვინის კომპანიის რეგისტრაცია
1. სერტიფიკატის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია მის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე (დანართი №1).
2. რეგისტრირებული ღვინის კომპანიების რეესტრი ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.
3. რეგისტრირებულ ღვინის კომპანიებს სააგენტოს მიერ ენიჭება უნიკალური ოთხნიშნა კოდი.
მუხლი 4🔗.
სერტიფიცირების ეტაპები
სერტიფიცირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა;
ბ) განმცხადებლის მიერ ნიმუშის აღება;
გ) ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა;
დ) ნიმუშის ორგანოლეპტიკური შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) სერტიფიცირების მომენტისთვის ღვინის კომპანიაში არსებული პროდუქციის ნაშთების არსებობის დადასტურება;
ვ) ინსპექტირება, სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ზ) სერტიფიკატის გაცემის (ან მის გაცემაზე უარის თქმის) შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
თ) სერტიფიკატის რეგისტრაცია და გაცემა.
მუხლი 5🔗.
სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
1. სერტიფიკატის მიღების მიზნით განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ (დანართი №2);
ბ) ინფორმაცია განაცხადის წარდგენის დროისათვის ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის წვენის ან/და ყურძნის ტკბილის რაოდენობისა და წარმოშობის შესახებ (დანართი №3);
გ) ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის წვენისა ან/და ყურძნის ტკბილის შესყიდვის (ან/და უსასყიდლოდ გადაცემის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ის საკუთრებაში მიღებულია სხვა პირისაგან;
დ) ალკოჰოლიანი სასმელის/სპირტის შემთხვევაში, იმ ეტიკეტის ნიმუში/ასლი, რომელიც დატანილი იქნება სერტიფიცირებულ ლოტში განთავსებულ დაფასოებულ ტარაზე.
2. პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში განმცხადებელი სააგენტოს დამატებით წარუდგენს ინვოისს, რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნეს ტვირთის წონა, აგრეთვე მიმწოდებლის, მიმღებისა და პროდუქციის შესაბამის ენაზე შესრულებული ზუსტი დასახელება.
3. განმცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობაზე.
4. განმცხადებლის მიერ სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოსათვის არასრული ან/და შეუსაბამო მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, სერტიფიცირების პროცედურების დაწყებაზე ან/და სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
მუხლი 6🔗.
ლოტის ნომერი
1. საქართველოში წარმოებულ, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ სარეალიზაციოდ განკუთვნილ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილზე, ასევე საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილ იმპორტირებულ ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე სავალდებულოა დატანილ იქნეს ლოტის ნომერი.
2. ლოტის ნომერი შეიძლება დატანილ იქნეს როგორც ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის წვენის და ყურძნის ტკბილის ეტიკეტზე, ისე უშუალოდ სამომხმარებლო ტარაზე.
3. საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე დატანილი ლოტის ნომერი შედგება 11 სიმბოლოსაგან (გამოსახული ციფრებით ან/და ლათინური ასოებით), რომლის წინ კეთდება აღნიშვნა L (ლოტი). ლოტის ნომრის პირველი ოთხი სიმბოლო წარმოადგენს სააგენტოს მიერ ღვინის კომპანიისთვის მინიჭებულ უნიკალურ ოთხნიშნა კოდს, ხოლო შემდგომი შვიდი სიმბოლოთი კოდირებულია ჩამოსხმის პირობები და თარიღი.
4. ლოტის მონაცემები (მათ შორის პროდუქციის სახეობა, დასახელება, რაოდენობა, მახასიათებლები) ინახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
5. სერტიფიკატი გაიცემა მთლიან ლოტზე ან ლოტის ნაწილზე.
6. ლოტის ნაწილზე სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში იმავე ლოტის დარჩენილი ნაწილის სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოცდის და ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება სავალდებულო არ არის 12 თვის განმავლობაში.
მუხლი 7🔗.
განმცხადებლის მიერ ნიმუშის აღება
1. სერტიფიცირების მიზნებისთვის ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს განმცხადებელი, რომელიც პასუხისმგებელია ნიმუშის აღების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე.
2. ნიმუში შესაძლოა აღებულ იქნეს:
ა) სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის შემდეგ;
ბ) ღვინის შემთხვევაში, როგორც სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმამდე, ასევე სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის შემდეგ.
3. სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმული ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებული ალკოჰოლიანი სასმელის და სპირტის სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება ერთი ლოტიდან აღებულ ნიმუშზე.
4. სატრანსპორტო ან სტაციონარული ჭურჭლიდან ნიმუში აიღება ყველა ფენიდან, თანაბარი პორციებითა და შემდგომი გაერთიანებით.
5. ღვინის, ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად თითოეული ლოტის 0,75 ლიტრი ან მეტი ტევადობის 5 ბოთლი, განაცხადთან და ნიმუშის აღების აქტთან (დანართი №4) ერთად წარედგინება აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას (შემდგომში – ლაბორატორია). იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,75 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში, მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 3,75 ლიტრზე ნაკლები.
6. სპირტიანი სასმელისა და სპირტის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მისაღებად თითოეული ლოტის 0,5 ლიტრი ან მეტი ტევადობის 3 ბოთლი, ხოლო სავალდებულო დეგუსტაციას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – 5 ბოთლი, განაცხადთან და ნიმუშის აღების აქტთან ერთად წარედგინება ლაბორატორიას. იმ შემთხვევაში, თუ სითხე ჩამოსხმულია 0,5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის მქონე ჭურჭელში მისი ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 1,5 ლიტრზე, ხოლო სავალდებულო დეგუსტაციას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – 2,5 ლიტრზე ნაკლები.
მუხლი 8🔗.
ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა (ანალიტიკური ექსპრეტიზა)
1. ლაბორატორიული გამოცდის (ანალიტიკური ექსპრეტიზის) ჩატარების შემდეგ ფორმდება ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, რომელსაც ლაბორატორია გადასცემს სააგენტოს.
2. ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით სააგენტოს, გამოცდის ოქმთან ერთად, გადაეცემა განმცხადებლის მიერ ლაბორატორიაში წარდგენილი ნიმუშის 2 ბოთლი.
3. ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
დ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ე) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ვ) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, თავისუფალი, მგ/ლ;
ზ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
თ) ფარდობითი სიმკვრივე, d2020 ;
ი) მალვიდინის დიგლუკოზიდის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ (წითელი ღვინის შემთხვევაში);
კ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
ლ) სპილენძის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
მ) ნახშირბადის დიოქსიდის ჭარბი წნევა 200 C ტემპერატურაზე, ბარი; (ცქრიალა, მსუბუქად ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების შემთხვევაში).
4. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
გ) აქროლადი ნაერთების შემცველობა, გ/100მლ უწყლო სპირტში;
დ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
ე) მეთილის სპირტი მოცულობითი წილი, %.
5. ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
ბ) აქროლადი ნაერთების შემცველობა, გ/100მლ უწყლო სპირტში;
გ) რკინის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ;
დ) მეთილის სპირტი მოცულობითი წილი, %.
6. ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების კვლევას:
ა) ფარდობითი სიმკვრივე;
ბ) ეთილის სპირტის მოცულობითი წილი, %;
გ) შაქრების მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
დ) უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაცია, გ/ლ;
ე) ტიტრული მჟავების მასური კონცენტრაცია ღვინომჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
ვ) გოგირდის დიოქსიდის მასური კონცენტრაცია, საერთო, მგ/ლ;
ზ) აქროლადი მჟავების მასური კონცენტრაცია ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, გ/ლ;
თ) ლიმონმჟავას მასური კონცენტრაცია, გ/ლ.
7. განმცხადებლის მოთხოვნით, საგამოცდო ლაბორატორია ანალიტიკურ ექსპერტიზას ახორციელებს აგრეთვე იმ მაჩვენებლებზეც, რომლებიც მითითებული არ არის ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებში.
8. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები აისახება ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის ლაბორატორიული გამოცდის ოქმში.
9. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები დამოწმებული უნდა იყოს ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
10. ალკოჰოლიანი სასმელის ან/და სპირტის ნიმუში ლაბორატორიაში ინახება მისი წარდგენიდან 18 თვის განმავლობაში.
მუხლი 9🔗.
ორგანოლეპტიკური შემოწმება (დეგუსტაცია)
1. ორგანოლეპტიკური შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, რომლის წევრთა შემადგენლობას მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრი (დეგუსტატორი) შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოცდა.
3. დეგუსტაცია ტარდება მხოლოდ ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ანალიტიკური ექსპრეტიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში.
4. ღვინის კომპანიას უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცესისგან დამოუკიდებლად მიმართოს სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელის დეგუსტაციის ჩატარების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგებს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.
5. დეგუსტაცია ტარდება იმ სიხშირით, რაც უზრუნველყოფს სერტიფიცირების პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას.
6. დეგუსტაციის დღეებს, მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე, განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
7. დეგუსტატორთა ერთი და იმავე ჯგუფისათვის სადეგუსტაციო ნიმუშების მაქსიმალური დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ერთეულს.
8. დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებს 5 დეგუსტატორი.
9. დეგუსტაციის დაწყებამდე მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ნიმუშებს ანიჭებს კოდს და უზრუნველყოფს მონაცემთა (ღვინის კომპანიის დასახელება, ალკოჰოლიანი სასმელის სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი, ლოტის ნომერი) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეყვანას.
10. დეგუსტატორები ნიმუშს სინჯავენ სადეგუსტაციო დარბაზში განთავსებულ სპეციალურ კაბინებში.
11. დეგუსტაციის დაწყებამდე დეგუსტატორებს ურიგდებათ სადეგუსტაციო ფურცლები, რომლებშიც მოცემულია სადეგუსტაციოდ წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების შემდეგი მონაცემები: კოდი, სახეობა, კატეგორია, ტიპი, ფერი, დასახელება, მოსავლის წელი.
12. დეგუსტაციაზე ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ღვინო, სპირტიანი სასმელი.
13. დეგუსტაციაზე ღვინის ნიმუშის წარდგენა, როგორც წესი, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ფერის მიხედვით: თეთრი, ქარვისფერი, ვარდისფერი, წითელი;
ბ) შაქრიანობის მიხედვით: მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი;
გ) დამზადების მეთოდის მიხედვით: ცქრიალა, შემაგრებული, არომატიზებული და სხვ.
14. დეგუსტატორი ნიმუშს ამოწმებს შემდეგი პარამეტრებით:
ა) ტიპურობა;
ბ) აშკარად გამოხატული ზადი ან/და აშკარად გამოხატული დაავადება.
15. ამ წესის მიზნებისთვის ღვინის დაავადება/ზადია: დაჟანგვა, მქროლავი მჟავიანობა, გოგირდწყალბადი ან/და მერკაპტანი, გოგირდოვანი ანჰიდრიდი (SO2), ეთილაცეტატი, ბრეტანომიცესი, თაგვის გემონაკრავი, რძემჟავა ტონი, ობის (შმორის) ტონი, არატიპური სიძველე (დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შემთხვევაში), აშკარა გარეშე სუნი ან/და გემო.
16. თითოეული დეგუსტატორი ავსებს სადეგუსტაციო ფურცელს, სადაც შემოწმების შედეგებს აღნიშნავს „შეესაბამება“ ან „არ შეესაბამება“.
17. იმ შემთხვევაში, თუ დეგუსტატორი ნიმუშის შემოწმების შედეგს აღნიშნავს „შეესაბამება“, ის ნიმუშს აფასებს 5-ქულიანი სისტემით. თუ შემოწმების შედეგი აღინიშნება „არ შეესაბამება“, დეგუსტატორი ამ მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული პარამეტრებიდან უთითებს შეფასების მიზეზს.
18. სადეგუსტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით.
19. ნიმუშის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი დეგუსტაციის ჩატარების მოთხოვნა. სერტიფიცირების მიზნებისთვის ერთსა და იმავე ლოტიდან აღებული ნიმუშის დეგუსტაციაზე გატანა დასაშვებია არაუმეტეს ორჯერ.
20. დეგუსტაციის საბოლოო შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით და ეცნობება განმცხადებელს.
21. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ნიმუშის მიღება და რეგისტრაციაში გატარება;
ბ) ნიმუშისათვის კოდის მინიჭება და დეგუსტაციისათვის მომზადება;
გ) ნიმუშის მწარმოებელი ღვინის კომპანიის თაობაზე ანონიმურობის დაცვა;
დ) დეგუსტაციაში მონაწილე დეგუსტატორთა ვინაობისა და მათი შეფასებების ანონიმურობის დაცვა;
ე) სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის წევრების მოწვევა როტაციის პრინციპის დაცვით.
22. სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე სადეგუსტაციო ნიმუშებს არ აძლევს შეფასებას.
23. დეგუსტატორი ვალდებულია:
ა) შეტყობინების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მუშაობაში;
ბ) გამოუცხადებლობის მიზეზის არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს დეგუსტაციის წინა დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს;
გ) ვალდებულია დაიცვას დეგუსტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
24. დეგუსტატორის საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას.
მუხლი 10🔗.
სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება
1. ლაბორატორიული გამოცდისა და ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
2. იმ ალკოჰოლიან სასმელზე, რომლის ნიმუშები აღებული იყო სამომხმარებლო ტარაში დაფასოებამდე და რომელმაც ლაბორატორიულ გამოცდასთან ერთად წარმატებით გაიარა დეგუსტაცია, სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი წესების დაცვით:
ა) განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს უკვე სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის 2 ბოთლს, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა იყოს 1 ლიტრზე ნაკლები;
ბ) სამომხამრებლო ტარაში დაფასოებულ ნიმუშში სააგენტოს მიერ განისაზღვრება ფარდობითი სიმკვრივე მეათიათასედი სიზუსტით და ხორციელდება მისი შედარება სამომხმარებლო ტარაში დაფასოებამდე აღებული ნიმუშის ფარდობით სიმკვრივესთან;
გ) თუ ნიმუშების ფარდობით სიმკვრივეებს შორის ცდომილება არ აღემატება 0,0006-ს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით;
დ) თუ ნიმუშების ფარდობით სიმკვრივეებს შორის ცდომილება 0,0006-ს აღემატება, სერტიფიკატის მიღების მიზნით, განმცხადებელი ვალდებულია სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ ლოტზე ხელახლა გაიროს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპები.
3. სააგენტო სერტიფიკატის გაცემის თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
მუხლი 11🔗.
სერტიფიკატის გაცემა, რეგისტრაცია, გაუქმება
1. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს გადაეცემა შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც წინასწარ რეგისტრირდება სააგენტოში.
2. სააგენტო, განმცხადებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გასცემს შემდეგი სახის შესაბამისობის სერტიფიკატს:
ა) შესაბამისობის სერტიფიკატი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე (დანართი №5);
ბ) VI 1 ფორმის სერტიფიკატი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ექსპორტისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე (დანართი №6).
3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე ნებადართულია სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.
4. სააგენტო აწარმოებს ელექტრონული ფორმით გაცემული სერტიფიკატების რეგისტრაციას და პასუხისმგებელია მისი მონაცემების კონფიდენციალურობაზე.
5. შესაძლებელია ერთი სერტიფიკატი გაიცეს რამდენიმე სახეობისა და დასახელების ალკოჰოლიან სასმელზე და სპირტზე. ჩამონათვალის მოცულობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერები შეიძლება გაგრძელდეს სერტიფიკატის მეორე გვერდზე.
6. სერტიფიკატში მონაცემები ივსება ელექტრონულად და იბეჭდება ტოპოგრაფიული წესით დაბეჭდილ ისეთ ფერად ბლოკპერფექტული ფონის, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და სააგენტოს სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტში ცვლილების შეტანის მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება.
7. სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია შეიცავს საიდენტიფიკაციო შტრიხკოდს. სააგენტო აწარმოებს ელექტრონული ფორმით გაცემული სერტიფიკეტების რეგისტრაციას და პასუხისმგებელია მისი მონაცემების კონფიდენციალობის დაცვაზე.
8. სერტიფიკატის გაფორმება და ბეჭდვა ხდება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი სამი – შავ-თეთრი.
9. სერტიფიკატის ყოველი ეგზემპლარი დასტურდება სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით და მოწმდება სააგენტოს ბეჭდით, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს სრული დასახელება.
10. სერტიფიკატის ერთი ფერადი და ორი შავ-თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი შავ-თეთრი ეგზემპლარი განმცხადებლის განაცხადსა და სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ინახება სააგენტოში, სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
11. სერტიფიკატის ფერადი ეგზემპლარი წარმოადგენს დოკუმენტის ორიგინალს.
12. VI 1 ფორმის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, სერტიფიკატის მე-10 გრაფა ივსება სააგენტოს მიერ, ხოლო მე-11 გრაფა (ანალიტიკური ექსპერტიზის შედეგები) – აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ. მითითებული გრაფები დამოწმებული უნდა იყოს სააგენტოსა და ლაბორატორიის ბეჭდებით და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა ხელმოწერებით.
13. ლაბორატორიული გამოცდის შედეგები დამოწმებული უნდა იყოს ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
14. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს 18 თვეს მისი გაცემის დღიდან.
15. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს სერტიფიკატის მფლობელის განაცხადი.
16. ინფორმაცია სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.
17. სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში, განმცხადებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სააგენტო გასცემს დუბლიკატს, ხოლო დაზიანების ან სხვა ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო შეუცვლის დაზიანებულ/ხარვეზიან სერტიფიკატს ახლით.
მუხლი 12🔗.
შესაბამისობის დეკლარაცია
1. საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელისა) სამომხმარებლო ბაზარზე განსათავსებლად სავალდებულოა, აკრედიტებული ლაბორატორიის გამოცდის საფუძველზე ღვინის კომპანიის მიერ შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია (დანართი №7).
2. შესაბამისობის დეკლარაცია ადასტურებს საქართველოში წარმოებულ და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 13🔗.
საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება
საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირებასაქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირებასაქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება
1. იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირებისას ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო არაა.
3. იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება ხორციელდება იმავე წესით, რაც დადგენილია საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირებისათვის. ამ შემთხვევაში განმცხადებელი არის იმპორტიორი, რომელიც ვალდებულია მის მიერ იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელისათვის აიღოს შესაბამისობის სერტიფიკატი წინამდებარე წესის შესაბამისად.
4. იმპორტირებულ პროდუქტზე არ ვრცელდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. აუცილებელია, რომ იმპორტირებულ პროდუქტზე დატანილი ლოტის ნომერი პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდეს.
მუხლი 14🔗.
ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილზე VI 1 სერტიფიკატის გაცემა
1. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენზე სააგენტო გასცემს VI1 სერტიფიკატს.
2. ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის სერტიფიცირებისთვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვა-შეტყობინების წესების დაცვა.
3. ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენის სერტიფიცირება ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი ეტაპებით.
4. სერტიფიცირების მიზნებითვის ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენის დეგუსტაცია სავალდებულო არაა.
მუხლი 15🔗.
ინსპექტირება
1. ინსპექტირების მიზანია სასერტიფიკაციოდ წარმოდგენილი ნიმუშების კუთვნილების (შესაბამისობა) დადგენა სასერტიფიკაციო ლოტთან.
2. ინსპექტირება ხორციელდება ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილის და ყურძნის წვენის სერტიფიცირების ნებისმიერ ეტაპზე ან/და სერტიფიცირების შემდეგ.
3. ინსპექტირება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. ინსპექტირების განხორციელებისას, სააგენტოს წარმომადგენელი ახდენს ლოტის იდენტიფიცირებას და ღვინის კომპანიაში არსებული თითოეული ლოტიდან იღებს ნიმუშებს. ერთი ნიმუში აიღება ოთხი ბოთლის ოდენობით. ნიმუშები უნდა მოთავსდეს ერთუჯრიან მუყაოს ყუთში, რაც ზედა და ქვედა მხრიდან ილუქება ერთჯერადი სპეციალურნომრიანი წებოვანი ლენტით. მუყაოს ყუთზე კეთდება წარწერა ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის ტკბილის ან/და ყურძნის წვენის დასახელების და ლოტის მითითებით.
5. ნიმუშის აღებისას ფორმდება საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი (დანართი №8), რომელსაც ხელს აწერს ნიმუშის აღების პროცესში მონაწილე პირები. საინსპექციო ნიმუშის აღების აქტი ფორმდება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოს, ხოლო მეორე გადაეცემა ღვინის კომპანიას ან მის წარმომადგენელს.
6. ნიმუშის ერთი ბოთლი რჩება ღვინის კომპანიას, ხოლო სამი ბოთლი − სააგენტოს.
7. სააგენტო ნიმუშში განსაზღვრავს ფარდობით სიმკვრივეს მეათიათასედი სიზუსტით და ადარებს სერტიფიცირების მიზნებისთვის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს. თუ ამ ორი ნიმუშის ფარდობით სიმკვრივეს შორის ცდომილება აღემატება 0,0006-ს, არ დასტურდება ნიმუშების ერთი და იმავე ლოტისადმი კუთვნილება და სააგენტო არ გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს.
8. სააგენტოს უფლება აქვს უზრუნველყოს ინსპექტირებისას აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პარამეტრებზეც.