მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-78 |
|
2019 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი |
„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 07/12/2017 N1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული – მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესი.
|
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ღვინის კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებას, შენახვასა და რეალიზაციას.
3. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ღვინის კომპანიაზე, რომლის მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.
ა) დეკალიტრი (დალ) – ყურძნის ტკბილის, ყურძნის წვენის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, ღვინის, სპირტიანი სასმელის, დისტილატების და ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელის აღრიცხვისათვის დადგენილი საზომი ერთეული, რომელიც უდრის 10 ლიტრს;
ბ) პროდუქცია – ყურძნის ტკბილი, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, ღვინო, ღვინისა და ჭაჭის დისტილატები, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი და სპირტიანი სასმელი.
2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
2. ინფორმაცია რთველის შესახებ ასახული უნდა იქნეს „რთველის ჟურნალი“ დანართი №2-ში.
3. ყურძნის გადამუშავების სეზონზე, ღვინის კომპანიაში მიღებული ყურძნის აღრიცხვა ხდება „ყურძნის მიღების ჟურნალი“ დანართი №3-ის შესაბამისად.
4. მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა ხორციელდება:
ა) ღვინის - დეკალიტრებში, 20 0C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით;
ბ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის - დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და კილოგრამებში;
გ) დისტილატების, სპირტის და სპირტიანი სასმელის - დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და აბსოლუტურ ალკოჰოლში გამოსახულ დეკალიტრებში.
5. ღვინის აღრიცხვა ხდება „ღვინის ბრუნვის აღრიცხვის ჟურნალი“ დანართი №4-ის შესაბამისად.
6. ღვინის დავარგებაზე ჩაყენებისას ფორმდება „ღვინის დავარგებაზე ჩაყენების აქტი“ დანართი № 5-ის შესაბამისად.
7. ღვინის კომპანიაში ღვინის კუპაჟის ან ეგალიზაციის ჩატარება ფორმდება „ღვინის კუპაჟის აქტი“ დანართი №6-ის შესაბამისად.
8. პროდუქციის სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმის აღრიცხვა ხდება „ჩამოსხმის აქტი“ დანართი №7-ის შესაბამისად. (ნებადართულია ჩამოსხმის აქტის ფორმის ცვლილება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ისე, რომ აქტი სრულად მოიცავდეს დანართში მითითებულ ინფორმაციას).
9. მზა პროდუქციის ბრუნვის აღრიცხვა (მზა ნაწარმის საწყობში) ხდება „მზა ნაწარმის საწყობში პროდუქციის მოძრაობის ჟურნალი“ დანართი № 8-ის შესაბამისად.
10. ღვინის ან ჭაჭის გამოხდის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს „გამოხდის აქტი“ დანართი №9-ის შესაბამისად.
11. დისტილატების დავარგებაზე ჩაყენებისას ივსება „ღვინის (ჭაჭის) დისტილატის დავარგებაზე ჩაყენების აქტი“ დანართი №10-ის შესაბამისად.
12. ბრენდის და ჭაჭის არყის კუპაჟირებისას ივსება „სპირტიანი სასმელების კუპაჟის აქტი“ დანართი №11-ის შესაბამისად.
13. დისტილატების, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და სპირტიანი სასმელის ბრუნვის აღრიცხვა ხდება ცალ-ცალკე „დისტილატების, ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელის ბრუნვისა და ნაშთების რეგისტრაციის ჟურნალი“ დანართი №12-ის შესაბამისად.
14. ალკოჰოლიანი სასმელების დასამუშავებელი დამხმარე მასალების ბრუნვის აღრიცხვა ხდება „დამხმარე მასალების (საფუარი, საფუარის საკვები, ფერმენტი, ბენტონიტი, ჟელატინი და სხვა დასამუშავებელი მასალები) ბრუნვის ჟურნალი“ დანართი №13-ის შესაბამისად.
15. კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ბრუნვის აღრიცხვა ხორციელდება „კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ბრუნვა“ დანართი №14-ის შესაბამისად.
16. დასაშვებია ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წარმოება როგორც ელექტრონული, ასევე ღვინის კომპანიის მიერ შემუშავებული განსხვავებული ფორმითაც იმ პირობით, რომ წინამდებარე წესით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად იქნება ასახული.
17. ამ მუხლში მოყვანილი ინფორმაცია, რომელიც ასახულია სხვადასხვა ტექნოლოგიურ ჟურნალებსა და აქტებში, დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერებით ლაბორატორიულ ჟურნალებში.
18. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისას სავალდებულოა მიკვლევადობის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ა) ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის მოძრაობის შესახებ, „ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის მოძრაობის შესახებ“ დანართი №15-ის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი ივლისისა;
ბ) ვენახის შესახებ „შეტყობინება ვენახის შესახებ“ დანართი №16-ის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 10 იანვრისა;
გ) ყურძნის გადამუშავების შესახებ, „შეტყობინება -- წლის სეზონზე ყურძნის გადამუშავების შესახებ“ დანართი №17-ის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი დეკემბრისა. დასაშვებია ღვინისა და ლექის (ქარვისფერი ღვინის შემთხვევაში – ღვინის, ჭაჭისა და ლექის) ჯამური რაოდენობის მითითება. ამ შემთხვევაში შეტყობინებაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი;
დ) ღვინის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ, პირველი იანვრის მდგომარეობით, არაუგვიანეს ყოველი წლის 10 იანვრისა, „შეტყობინება ღვინის კომპანიაში ღვინის ბრუნვის შესახებ“ დანართი №18-ის შესაბამისად;
ე) ღვინის დისტილატის, ჭაჭის დისტილატისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ, ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, არაუგვიანეს 10 იანვრისა უნდა განხორციელდეს „შეტყობინება ღვინის დისტილატის, ჭაჭის დისტილატის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ“ დანართი №19-ის შესაბამისად;
ვ) ბრენდის, ჭაჭის არყისა და მაგარი სასმელის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ, ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, არაუგვიანეს 10 იანვრისა, „შეტყობინება ბრენდის, ჭაჭის არყის და მაგარი სასმელის ბრუნვის და ნაშთების შესახებ“ დანართი №20-ის შესაბამისად.