შპს „იმედი სვანეთის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32598-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32598-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და გაკოტრების მმართველის

დანიშვნის შესახებ

(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)

2018 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე

 

განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

 

მოვალე – შპს „იმედი სვანეთი“

წარმომადგენელი – გიორგი ზედგინიძე

 

მეურვე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

 

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით განიხილა შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ გ აკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და გაკოტრების მმართველად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი. ამავე კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს გაკოტრებას. წარმოდგენილი განცხადების შინაარსისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

ამასთან, კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სასამართლოს დასახელებულ კანდიდატურას დაეთანხმნენ მხარეებიც.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში–აღსრულების ეროვნული ბიურო).

3. განჩინება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge და სასამართლოს დაფაზე.

5. განჩინება შეიძლება გსაჩივრდეს კერძო საჩივრით მისი გამოცხადებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                          მაია სვიანაძე