კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2018 წლის 16 თებერვალი ქ. კასპი |
|
1. ქალაქ კასპში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ კასპის ზონირების საფუძველზე შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქალაქ კასპის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 25-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ კასპში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.846 ლარს. 4. კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.705 ლარს. 5. კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 65 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,833 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
შუალედური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 1: ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, 26 მაისის ქუჩა, პაატას ქუჩა, თამარ მეფის, გიორგი მაზნიაშვილის, სამთავისის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, ლესელიძის, ერეკლეს, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, კოტეტიშვილის, ნინოშვილის, მცხეთის, ერთაწმინდის, ყაზბეგის, შარიფაშვილის, წერეთლის, ფიროსმანის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წულუკიძის, ბახტრიონის, ვახუშტის, გელათის, 9 ძმის, დადიანის, კოჯრის, მშვიდობის, ბახტაძის, კოლხეთის, ცაგარელის, 9 აპრილის, იას, გოგებაშვილის, ბარნოვის, ასათიანის, ორბელიანის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ქვათახევის მოწამეთა, ფალიაშვილის, ლაშქარაშვილის, კრწანისის, ხოკრიშვილის, სარაჯიშვილის, ტოლსტოის, გამარჯვების, ფარნავაზის, სამებენ ქუჩები, გიორგი სააკაძის ქუჩა, ერეკლეს ქუჩის გადაკვეთიდან ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა გორის ქუჩის გადაკვეთიდან ე/წ რუქამდე, არსენა მარაბდელის ქუჩა, ქვათახევის ქუჩა, კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე.
პერიფერიული ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 0,7: ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, კახეთის, აჭარის, თბილისის, ქართლის, ბორჯომის, მარაბდის, ვარძიის, თევდორეს, მაჩაბლის, კონსტიტუციის, მირიან მეფის, კელაპტრიშვილის, სანაპიროს, 300 არაგველის, გიორგი სააკაძის ქუჩის დასაწყისიდან ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთამდე, გიორგი სააკაძის ქუჩა ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ბოლომდე, გრიშაშვილის, თავისუფლების გორგასლის ქუჩები, სოფ. ვარჯაანი, სოფ. მიქელწყარო, ხეთაგუროვი, შატბერაშვილი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 16.02.2018. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.149.016359.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.02.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №6, 16.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.149.016359 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4066836/