„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2018 წლის 19 თებერვალი ქ. ბოლნისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად.
2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორცილებასთან (საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს ფრაქციებში, კომისიების მუშაობაში მონაწილობის მიღება და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები) დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 580 ლარს.
3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:
ა) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა, ფორმა №1-ის შესაბამისად;
ბ) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა, ფორმა №2-ის შესაბამისად;
გ) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ფრაქციების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 180 ლარის ოდენობისა, ფორმა №3-ის შესაბამისად.
დ) საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს ფრაქციის წევრი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 180 ლარის ოდენობისა, ფორმა №4-ის შესაბამისად.
4. ამ დადგენილების მესამე მუხლის „ა“, „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვისას, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი აწარმოებს ოქმს(მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობის ასახვა).
5. საკრებულოს აპარატი, საკრებულოს წევრის მიერ განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა საკრებულოს ფრაქციების სხდომებში ფაქტობრივი დასწრების მონაცემების და საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების(ფორმა №1; №2; №3, №4) საფუძველზე, კალენდარული თვის დასრულებიდან არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა, წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ფორმა №5 -ის შესაბამისად.
6. საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს ფორმა №5-ს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
7. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდება ყოველთვიურად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.02.2018. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.158.016414.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №11, 19.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.158.016414 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4067730/