„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.169.016410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2018 წლის 29 ივნისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის  №13  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014.,  სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016149) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა), საკრებულოს მიერ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.

2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161.  საკრებულოს თანამდებობის  პირების  შვებულებით სარგებლობისა და საკრებულოს წევრების მივლინების წესი

1. საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე.

2. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შესაძლებელია გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მიერ შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც უახლოეს სხდომაზე უნდა ეცნობოს საკრებულოს.

5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისa და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულების საკითხს განიხილავს ფრაქციის სხდომა, რის შემდეგაც ფრაქციის სხდომის ოქმის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს საკრებულოს თავმჯდომარე და უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.

6. საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .

7. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,   მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება საკრებულოს წევრებზე,  რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი