,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.168.016391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2023 წლის 27 ივლისი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250040.35.168.016106) დანართში შევიდეს ცვლილება,  დაემატოს 161 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16​1. საკრებულოს თანამდებობის პირების შვებულებით სარგებლობისა და მივლინების წესი

1. საკრებულოს თანამდებობის პირებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე.

2. საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას, დამსწრე წევრთა უმრავლესობით, იღებს საკრებულო.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი.

4. საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილეებისა და საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნის  შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულების საკითხს განიხილავს ფრაქციის სხდომა, რის შემდეგაც ფრაქციის სხდომის ოქმის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2023.
როდის იქნა მიღებული „,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.07.2023. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.168.016391.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №24, 27.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.168.016391 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5877564/