1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების პერიოდულობასა და სხდომის ჩატარების დროს.
დ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
ზ) კომისიის მიერ განხილულ საკითხებზე ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომელიც წარედგინება საკრებულოს ბიუროს.
თ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის და აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ლ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
მ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ნ) კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისის წევრთა მოთხოვნის საფუძველზე უფლებამოსილია ცალკეული საკითხების განსახილველად მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ან სპეციალისტები და ასევე მუნიციპალიტეტში არსებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
ნ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრ