თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
ძალის დაკარგვა 02.05.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.04.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2018 წლის 19 თებერვალი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის №9 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 26/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016207).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1.თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ –
სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით, |საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებითб სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითб ხოლო მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) კულტურის, განათლების, სპორტისб ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება და ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა მერიის კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა შემეცნებით ღონისძიებებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაცია და მართვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია და მართვა;
ე) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების აღრიცხვა, დაცვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია;
ვ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების მიზნით;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროს მიკუთვნებული სამსახურების ხელმძღვანელები, სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
გ) საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევასთან დაკავშირებით.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) უფლებამოსილების განხორციელებისას დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები;
ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები.