📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016357
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 408 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2018 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 19 თებერვალი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №38 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  შესახებ, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი(www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016329). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას. მუხლი 2🔗 საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა არ აღემატება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და შეადგენს თვეში 395 ლარს. მუხლი 3🔗 საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. 1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. 2. მხედველობაში ასევე მიიღება თვის განმავლობაში მათ მიერ წარმოდგენილი, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე საწვავისა და სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 1 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს). მუხლი 4🔗 საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა. 1. მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად,   საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას.