შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15527-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/15527-16

ამონაწერი სხდომის ოქმიდან

2018 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი: ანა დარჩაშვილი

 შ.პ.ს „ქართულსაინვესტიციო ჯგუფ ოცდამეერთის“ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება.

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 ამდენად, შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ოცდამეერთის“ მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და ვინაიდან, კრედიტორებს არ წარმოუდგენიათ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ოცდამეერთის“ გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ. აღსრულების ეროვნულ ბიურო.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 26-ე, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 ადგილზე თათბირით დაადგინა:

1. შპს ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთის“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ოცდამეერთის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთის“ მეურვეს შეუწყდეს უფლებამოსილება.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი