⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.2019)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2018
ძალის დაკარგვა 05.03.2019
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 521 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2018 მიღება
05.03.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
IMG – მაკრომდებარეობის ინდექსი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2018 წლის 21 თებერვალი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ       საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 230 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება  მოხდეს ფორმულით CN=IMG   X ITL X C x K, სადაც CN  – არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე. IMG – არის ყაზბეგისათვის  დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია. ITL–არის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დ. სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით  (დ.სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება). C– არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ​2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით.   K –არის მიწის  ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით  დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით: № IMG – მაკრომდებარეობის ინდექსი ITL – ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი C საბაზისო განაკვეთი K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი CN=IMG   X ITL X C x K 0,2 1,0 0,24 230 11,04 მუხლი 3🔗 ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის  არეალებში გამავალ ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ. სტეფანწმინდის  სარეკრეაციო-საკურორტო  და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ. სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით , რაც შეადგენს 7,728 ლარს 1 მ​2-ზეж ბ) შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ. სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით, რაც შეადგენს  6,624  ლარს  1მ​2-ზე  მუხლი 4🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების , საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო  ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ. სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს  44,16 ლარი 1 მ​2-ზე. მუხლი 5🔗 ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით , რაც შეადგენს 6,624 ლარს 1 მ​2-ზე. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 თებერვლის   №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13.02.2017 წ.б 210070000.35.151.016212) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე