საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებებისა და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №98
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.020413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 522 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 84% 13.10.2022 ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 24.04.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვისა და შენახვის, ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 31.08.2020 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 31.05.2018 ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 07.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებებისა და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №98 2018 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებების (რომელთა ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნას და განკარგვას არ არეგულირებს „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება) ჩამოწერის, აღრიცხვიდან მოხსნისა და განკარგვის შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ დადგენილებით განსაზღვრულ წესს დაექვემდებაროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული იმ მატერიალური საშუალებების ჩამოწერა, აღრიცხვიდან მოხსნა და განკარგვა, რომლის ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნასა და განკარგვას არ არეგულირებს „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის  №197  ბრძანებულება. მუხლი 2🔗 საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის  №197  ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების“ მე-2 თავით დადგენილი წესით ჩამოწერასა და აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარება: ა) ამავე ბრძანებულების 39-ე პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებები, თუ  შეუძლებელია მათი ფასის მითითება ტექნიკური მდგომარეობის აქტში; ბ) მატერიალური საშუალებები, რომლის ვარგისიანობის ვადა უცნობია და ფაქტობრივად გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მივიდა ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მატერიალურ საშუალებებზე, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ტექნიკური მდგომარეობის აქტში მათი ფასის მითითება; გ) საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუ ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება და ვარგისიანობის ვადის დადგენა. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე,  მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ტექნიკური მდგომარეობის აქტში მათი ფასის მითითება; დ) მატერიალური  საშუალებები, რომლებიც ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ვადაზე ადრე გამოვიდა მწყობრიდან/დაზიანდა, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ტექნიკური მდგომარეობის აქტში მათი ფასის მითითება. მუხლი 3🔗 საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის  №197  ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების“ მე-3 თავით დადგენილი წესით ჩამოწერასა და აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარება: ა) ამავე ბრძანებულების 39-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებები, თუ კომპლექტაციის მთლიანობა დარღვეულია, მიუხედავად იმისა,  შესაძლებელია თუ არა  საინსპექტორო მოწმობაში  ფასის ან/და ზარალის ოდენობის მითითება; ბ) ამავე ბრძანებულების 63-ე პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებები, თუ  შეუძლებელია მათი ფასის ან/და ზარალის ოდენობის მითითება საინსპექტორო მოწმობაში; გ) მატერიალური საშუალებები, რომლებიც დაიკარგა, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა საინსპექტორო მოწმობაში ფასის ან/და ზარალის ოდენობის მითითება. მუხლი 4🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებების ჩამოწერაზე, აღრიცხვიდან მოხსნაზე, მატერიალური საშუალებების ვარგისი ნაწილების გამოცალკევებაზე, აგრეთვე ჩამოწერილ და აღრიცხვიდან მოხსნილ მატერიალურ საშუალებებზე, აგრეთვე მათი დაშლის შემდეგ მიღებული ქონების შემდგომ გამოყენებასა და განკარგვაზე ვრცელდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის  №197  ბრძანებულებით დადგენილი წესი. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი