ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1445
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019528
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1445

2015 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების, გეოლოგიური კვლევისა და ტოპოგრაფიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები 2015 წლის განმავლობაში განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იუსტიციის სახლმა კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ი. ღარიბაშვილი