საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,068 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 02.08.2016 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 21.03.2019 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.01.2019 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.02.2022 მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №77 2018 წლის 28 თებერვალი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი:   010.250.040.35.130.004.011) . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი დანართი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს  საჩხერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საკრებულ   ოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული – საკრებულოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარატი წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, დოკუმენტების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საკრებულოსა და საკრებულოს  თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები 1.  აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და  თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) კოორდინაცია გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადებას; გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს  თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; დ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში; ე) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა; ვ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; თ) უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო დოკუმენტაციის მიღება- აღრიცხვა; ი) უზრუნველყოს საკრებულოს  საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაზე ზედამხედვედლობა; კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე; კ) უზრუნველყოს კანონით დადგენილ ვადაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მასალების მოძიება და პასუხის გაცემა ადრესატისათვის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აღნიშნულის თაობაზე წლიური ანგარიშის მომზადება, სათანადო ორგანოებში გაგზავნა და გამოქვეყნება; ლ) მოამზადოს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტები; მ) ზედამხედველობა გაუწიოს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების, შეჩერების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ. ნ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება. მუხლი 4🔗. აპარატის ელექტრონული საქმისწარმოება 1. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად. თავი II აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 5🔗. აპარატის უფროსი 1.აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება და ზედამხედველობას უწევს აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების პროექტებს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს  წარუდგენს წინადადებებს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; დ) პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი აპარატის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, კარიერულ განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების ინიციირებაზე. ითანხმებს ან/და თავად განსაზღვრავს აპარატის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს  აპარატის საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აპარატის ეფექტიანი მუშაობისათვის; ვ) ითანხმებს და პასუხისმგებელია აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშებზე, საკრებულოს თავმჯდომარის სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე და საქმისწარმოების მასალებზე; ზ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;       თ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ი) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს; კ) ზედამხედველობას ახორციელებს  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. თავი III აპარატის საშტატო ნუსხა მუხლი 6🔗. აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცება, მასში ცვლილებების შეტანა აპარატის საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 7🔗. აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეები აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეებია: პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი და მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტები,  რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და  სამუშაო აღწერილობების შესაბამისად. თავი IV აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციები მუხლი 8🔗. აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები 1. მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი კორესპონდენციებზე მუშაობის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას დოკუმენტბრუნვის მართვის საინფორმაციო სისტემაში (eDocument); გ) გაფორმებას და აღრიცხვას მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადის დაცვას; დ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ)  საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; თ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ი) საქმისწარმოებაში  შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; კ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ლ) საკრებულოში არსებული დოკუმენტაციის ყოველწლიურ ინვენტარიზაციას და მათ ელექტრონულ დაარქივებას; მ) სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა შინაარსის აქტების და საქმისწარმოების მასალების უშუალო მომზადებას და მათ შინაარსზე პასუხიმგებლობას; ნ) საარქივო დოკუმენტაციის შენახვასა და დაცვას; ო) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას. 2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კორესპონდენციებზე მუშაობისა და  ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უზრუნველყოფს: ა)  კანონმდებლობით განსაზღვრული საქმისწარმოების პროცედურების და დოკუმენტბრუნვის სტანდარტების დაცვას; ბ) საკრებულოს  თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას და კონტროლს; გ) საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას; დ) აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენების შესახებ წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი; ე) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარების მიზნით: მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე წინადადებების წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარისადმი; ვ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ზ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; თ) საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; ი) საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კ) საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეებზე კლასის მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; ლ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას; მ) კონტროლს საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ნ) საკონკურსო კომისიისათვის კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; ო)  ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას. 3. მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი იურიდიულ  საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებზე; ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს სამართლებრივი პროექტების მომზადებაში; გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; დ) ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; საკრებულოს აპარატის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, საქმისწარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მითითებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების  ან/და დამატების შეტანის შესახებ; ე) იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს; ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ზ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას; თ) საკრებულოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგიტრაციას, ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ელექტრონული ვერსიების მომზადებას და მის გადაგზავნას „საკანონმდებლო მაცნეში“ ვებგვერდზე განსათავსებლად. 4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამართლებრივ აქტებზე მუშაობის  საკითხებში უზრუნველყოფს : ა)  საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადებას; ბ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების პროექტების, ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების ელექტრონული ფორმით მომზადებას და მათ ტექნიკურ უზრუნველყოფას; გ)  პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; დ) საკრებულოს კომისიების  სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ და კვარტალურ სამუშაო გეგმის პროექტებს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; ე) სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ვ) სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას; ზ) საკრებულოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას, ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ელექტრონული ვერსიების მომზადებას და მის გადაგზავნას „საკანონმდებლო მაცნეში“ ვებგვერდზე განსათავსებლად; თ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას; ი)ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; კ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას. 5. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო მართვის საკითხებში უზრუნველყოფს: ა)  საკრებულოს,  საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ მომზადებას; ბ)  სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას; გ)  საკრებულოს წევრების კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარების გაწევას; დ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ე)  საკრებულოს და ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას. 6. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საინფორმაციო ანალიტიკური და კომუნიკაციებით უზრუნველყოფის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საინფორმაციო კამპანიის ჩატარების ორგანიზებას, ამზადებს ყოველდღიურ პრეს დაიჯესტს, მასალებს გამოსაქვეყნებლად; ბ) საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ექსპლუატაციას და ფუნქციონირებას; გ) საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესაბამისი აპარატურით აღჭურვას და მათ გამართულ მუშაობას; დ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და საკრებულოს სოციალური ქსელის ადმინისტრირებას; ე) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებგვერდებსა  და ინტერნეტსაიტებზე; ვ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და საკრებულოს სოციალური ქსელისთვის ინფორმაციების მოძიებას; ზ) საკრებულოს საქმიანობის გაშუქების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირებას საკრებულოში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ; თ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან. 7. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას; ბ) მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად იხილავს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას; გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შეიმუშავებს და შესაბამის თანამდებობის პირებს რეაგირებისათვის უგზავნის რეკომენდაციებს; დ) ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირებას. 8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს თანამდებობის პირების, აპარატის მოსამსახურეების სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ბ) საკრებულოს თანამდებობის პირების, აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ–ტექნიკურ მომარაგებას; გ) საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას; დ) საკრებულოსა და აპარატის უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღმასრულებელი ორგანოსთვის წარსადგენად; ე) საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესაბამისი აპარატურით აღჭურვას და მათ გამართულ მუშაობას. 9. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; ბ) საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; გ) უზრუნველყოფს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. თავი V აპარატის  საჯარო მოსამსახურეები მუხლი 9🔗. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ატარებს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილი  საკონკურსო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. მუხლი 10🔗. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი 1. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას, თანამდებობათა რანგირებას და საშტატო ნუსხას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო. 2. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შრომის შინაგანაწესს, აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.