„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016136
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №49

2018 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შესახებ


მუხლი 1
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060)  დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე ,,გათავისუფლების“ გაცემას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან  შეთანხმების შემდეგ.“.

2. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) არ გადაზიდოს სახიფათო ტვირთი, თუ საჰაერო ხომალდის მეთაურს გაფრენის წინ არ მიეწოდა წერილობითი ინფორმაცია (NOTOC) იმ სახიფათო ტვირთებზე, რომლებიც უნდა იქნეს გადაზიდული საჰაერო ხომალდით.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასწავლო პოგრამებზე დადგენილი მოთხოვნები,  მოსამზადებელი და გადასამზადებელი პერსონალის კატეგორიები და მათ მიერ შესასწავლი სასწავლო კურსის შინაარსი განისაზღვრება ტი-ებით. მასწავლებელს (ინსტრუქტორს), რომელიც ახორციელებს  პერსონალის მომზადებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვების პროგრამით,  უნდა გააჩნდეს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება და  გავლილი ჰქონდეს სწავლება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით შესაბამისი ან მე-6 კატეგორის პროგრამით.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია