„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №06

2014 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჰაერო  ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №142 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge 20/08/2013, 310150000.54.066.016044) „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–4 მუხლის:

ა) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები სააგენტოს წარედგინება დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით.“.

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5 და მე–6 პუნქტები:

„5. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებასა და შესაბამის თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ უგზავნის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს, განმცხადებლის, მისი დამფუძნებლების, მმართველი პირებისა და განმცხადებელთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების რეპუტაციის, სანდოობისა და საიმედოობის შესწავლისა და შემოწმების მიზნით.

6. ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო იღებს ამ წესის მე–7 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას.“

2. მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე–4 მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიღებული უარყოფითი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში."

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის  1 იანვრიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.01.2014.
როდის იქნა მიღებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 14.01.2014. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №06. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.54.066.016067.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.01.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №06, 14.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2194951/