„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№207
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №207

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ” სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012წ. სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  ბრძანების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 27-ე მუხლის მე-3  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა.

მუხლი 4. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან“.

2.  „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის/მეთვალყურის მოწმობა

1. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის გაცემისას კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

ა) ასაკი-არანაკლებ 18 წელი;

გ) კანდიდატის მიერ პირველადი მომზადების კურსის (ძირითადი და ოსტატობის შემსწავლელი) წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა;

გ) III კლასის სამედიცინო სერტიფიკატის ფლობა;

დ) ინგლისური ენის, იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით არანაკლებ მე-4 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა;

2. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის მფლობელი მუშაობს სმ მეთვალყურე-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ.

3. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის გაცემისას, კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

ა) ასაკი – არანაკლებ 21 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „სმ მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი

 ბ.ა) სმ მეთვალყურეზე შეფარდებული წესები და დებულებები;

სმმ-ის აღჭურვილობა

 ბ.ბ) სმმ-ის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპები, გამოყენება და შეზღუდვები;

ზოგადი ცოდნა

 ბ.გ) ფრენის პრინციპები; სხ-ების, ძრავებისა და სისტემების მოქმედებისა და ექსპლუატაციის პრინციპები; სხ-ების ის მახასიათებლები, რომლებიც სმმ-ის საქმიანობას უკავშირდება;

ადამიანის შესაძლებლობები

 ბ.დ) ადამიანის შესაძლებლობები სმ მეთვალყურესთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683);

მეტეოროლოგია

ბ.ე) საავიაციო მეტეოროლოგია; მეტეოროლოგიური საბუთებისა და ინფორმაციის ცოდნა და გამოყენება; ფრენის უსაფრთხოებაზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული მოვლენების წარმოქმნა და მათი მახასიათებლები; სიმაღლის გაზომვა;

ნაოსნობა

ბ.ვ) აერნაოსნობის პრინციპები; სანაოსნო სისტემებისა და ვიზუალური საშუალებების მოქმედების პრინციპები, შეზღუდვები და სიზუსტე;

საექსპლუატაციო წესები

ბ.ზ) საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სარადიოტელეფონო კავშირისა და ფრაზეოლოგიის წესები (საშტატო, არასაშტატო და ავარიული); შესაბამისი საავიაციო საბუთებით სარგებლობა; ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკული ხერხები;

სარადიოტელეფონო კავშირი

ბ.თ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით);

გ) გამოცდილება – ფლობდეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობას; დამთავრებული ჰქონდეს სწავლება სააგენტოსთან შეთანხმებული სამუშაო ადგილის სასწავლო გეგმით (UTP).

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს III კლასის სამედიცინო სერტიფიკატს“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიირაკლი დავითაძე