„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №73

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, EC რეგულაციის №2042/2003 მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  

1.  ბრძანების მე-4 და 41მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 4. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 31 მარტიდან, ხოლო 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

მუხლი 41. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-10 მუხლის 41 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2016 წლის 31 მარტიდან, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებისთანავე“.

2. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს“.

3. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა

1. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების მოწმობებში (შემდგომ - მოწმობა) ოსტატობები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) A კატეგორია;

ბ) B1 კატეგორია;

გ) B2 კატეგორია;

დ) C კატეგორია.

2. A და B1 კატეგორიები იყოფა ქვეკატეგორიებად თვითმფრინავების, შვეულმფრენების და ძრავების კომბინაციების შესაბამისად:

ა) A1 და B1.1 – აირტურბინიანძრავიანი თვითმფრინავი;

ბ) A2 და B1.2 – შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავი;

გ) A3 და B1.3 – აირტურბინიანძრავიანი შვეულმფრენი;

დ) A4 და B1.4 – შიგაწვისძრავიანი შვეულმფრენი.

3. მოწმობის გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი და საფრენად ვარგისობისადმი წაყენებული მოთხოვნები

ბ.ა) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და ნორმატიული დებულებები, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება და სერტიფიცირების პროცესი; სხ-ის ტექნიკური მომსახურების მეთოდები და პროცედურები;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ზოგადი ცნობები საჰაერო ხომალდზე

ბ.ბ) მათემატიკის საფუძვლები; საზომი ერთეულები; ფიზიკისა და ქიმიის ის ძირითადი პრინციპები და თეორიული საფუძვლები, რაც სხ-ის ტექნიკურ მომსახურებას ეხება;

საჰაერო ხომალდების დაპროექტება

ბ.გ) მასალების მახასიათებლები და, სხ-ის დაპროექტებისას, მათი გამოყენება; აგებულების დაპროექტების პრინციპები და სხ-ის სისტემების მოქმედება; აწყობის ხერხები; ძალური დანადგარები და მათთან დაკავშირებული სისტემები; კვების მექანიკური, ჰიდრავლიკური, ელექტრული, ელექტრონული წყაროები; სხ-ის სახელსაწყო აღჭურვილობა და ინდიკაციის სისტემები; სხ-ის სამართი, სანაოსნო და კავშირის სისტემები;

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება

ბ.დ) სამუშაოები, რომელთა შესრულებაც საჭიროა საფრენად ვარგისობის შესანარჩუნებლად, სხ-ის აგებულების, მისი შემადგენელი ნაწილებისა და სისტემების კაპიტალური და მიმდინარე რემონტის, შემოწმების, შეცვლის, სახეცვალების, ხარვეზების აღმოფხვრის ხერხებისა და პროცედურების ჩათვლით, ტმ-ის სახელმძღვანელოებით და საფრენად ვარგისობის სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდიკის შესაბამისად;

ადამიანის შესაძლებლობები

ბ.ე) ადამიანის შესაძლებლობები ტექნიკური მომსახურების სპეციალისტთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683).

გ) გამოცდილება;

გ.ა) მოწმობის კანდიდატს მოეთხოვება:

გ.ა.ა) A კატეგორიისათვის,  B1.2  და  B1.4 ქვეკატეგორიებისათვის - არანაკლებ სამი წლის პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების გამოცდილება;

გ.ა.ბ) B2 კატეგორიისათვის,  B1.1  და  B1.3 ქვეკატეგორიებისათვის - არანაკლებ ხუთი წლის პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების გამოცდილება;

შენიშვნა: პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების გამოცდილება ნიშნავს, რომ კანდიდატი  ჩართული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროცესში.

გ.ა.გ) C კატეგორიისათვის - არანაკლებ სამი წლის B1 და B2 კატეგორიის პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების გამოცდილება შესაბამის საჰაერო ხომალდზე.

დ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს საავიაციო ტექნიკური სასწავლო დაწესებულების დამთავრების (პირველადი საავიაციო-ტექნიკური განათლების) საბუთი (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 7192);

ე) უნარი – კანდიდატმა გამოავლინა მინიჭებული უფლებებით გათვალისწინებული დანიშნულების შესრულების შესაძლებლობა.

4. მოწმობის მფლობელის უფლებები:

ა) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას A კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) უმნიშვნელო გეგმურ ოპერატიულ ტექნიკურ მომსახურებაზე და მარტივი დეფექტების აღმოფხვრაზე, რომელსაც მოწმობის მფლობელი პირადად ასრულებს  ტექნიკური მომსახურების საწარმოში.

შენიშვნა: ოპერატიული (საბაზო) ტექნიკური მომსახურება - ნიშნავს ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც სრულდება გაფრენამდე, იმის დასადგენად, რომ სხ არის მზად ფრენის შესასრულებლად. ის მოიცავს: გაუმართაობის პოვნას; დეფექტის/გაუმართაობის აღმოფხვრას; კომპონენტების გამოცვლას გარეშე  მოწყობილობის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში (კომპონენტებში იგულისხმება სხ-ის ძალური დანადგარებიც და პროპელერებიც); გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას და/ან შემოწმებას, რომელიც მოიცავს ვიზუალურ ინსპექციებს აშკარა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის/შეუსაბამობების აღმოსაჩენად, მაგრამ არ საჭიროებს ფართო სიღრმისეულ ინსპექტირებას. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს სხ-ის შიდა სტრუქტურის, სისტემების და ძალური დანადგარის დათვალიერებას, რომელიც არის ხილვადი სწრაფად გახსნადი პანელების/ლუკების ქვეშ; უმნიშვნელო რემონტებს და დაყვანით სამუშაოებს, რომლებიც არ ითვალისწინებს დიდ დაშლით სამუშაოებს;

პერიოდული (საბაზო) ტექნიკური მომსახურება - ნიშნავს ნებისმიერ სხვა ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც არ შედის ოპერატიულ (სახაზო) ტექნიკურ მომსახურებაში.

ბ) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას B1 კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) უმნიშვნელო  ტექნიკურ მომსახურებაზე და შეასრულოს სამუშაოები სხ-ის სტრუქტურაზე, ძალურ დანადგარზე, მექანიკურ და ელექტრულ სისტემებზე. მის უფლებამოსილებაში შედის აგრეთვე სხ-ის რადიოელექტრონული (ავიონიკის) სისტემების იმ აგრეგატების შეცვლაც, რომლების შემოწმებაც ხდება მარტივი ტესტებით. B1 კატეგორიის ოსტატობა ავტომატურად მოიცავს A კატეგორიის ოსტატობასაც.  

შენიშვნა: სხ-ის ელექტრული სისტემა მოიცავს სხ-ის ელექტრო დენის წყაროს და ელექტრო დენის  გადაცემის სისტემებს სხ-ის მოწყობილებებთან/კომპონენტებთან და შესაბამის შემაერთებლებს;

სხ–ის რადიოელექტრონული (ავიონიკის) სისტემები მოიცავს სხ-ის იმ სისტემებს, რომლებიც ამუშავებს, ინახავს, გადასცემს და აჩვენებს დისპლეებზე ან ინსტრუმენტებზე ანალოგ და ციფრულ მონაცემებს და შედგება სისტემების კომპონენტების, გადაცემის სპეციალური ქსელის და შემაერთებლებისაგან. მაგალითად: ფრენის ავტომატური სისტემა,  კომუნიკაციის სისტემა, რადიოლოკაციის სისტემა, ნავიგაციის სიტემა, სხ-ის ინსტრუმენტების სისტემა, საინფორმაციო სისტემა, ტექნიკური მომსახურების კომპიუტერი, ფრენის დროს მგზავრების გართობის სისტემა.  

მარტივი ტესტი - ტესტი, რომელიც აღწერილია ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციებში და აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: სხ-ის სისტემის გამართულობა მტკიცდება სხ-ის მართვის სისტემების, მოწყობილობების, ჩამრთველების, ცენტრალური ტექნიკური კომპიუტერის ან გარეშე შესამოწმებელი მოწყობილობის (რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ სწავლებას) გამოყენებით; ტესტის რეზულტატი გამოხატულია ზუსტი ინდიკაციით ან პარამეტრით (მაგალითად: მუშაობს - არ მუშაობს, ჩართულია - არ არის ჩართული და ა.შ); ტესტი არ უნდა მოიცავდეს ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში აღწერილ 10-ზე მეტ მოქმედებას (მასში არ შედის მოქმედებები სხ-ის ტესტისათვის მომზადებისა და ტესტის შემდეგ პირვანდელ კონფიგურაციაში დასაბრუნებლად). მართვის ორგანოს ან ჩამრთველის მოქმედებაში მოყვანა და რეზულტატის წაკითხვა/აღქმა ითვლება ერთ მოქმედებად.

გაუმართაობის პოვნა - ნიშნავს ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციებში აღწერილ იმ პროცედურებებს და მოქმედებებს, რომელიც აუცილებელია დეფექტის ან გაუმართაობის მიზეზის აღმოსაჩენად.

გ) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას B2 კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების (Certificate of release to service) უმნიშვნელო  სერტიფიკატი რადიოელექტრონული (ავიონიკის) სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე. B2 კატეგორიის ოსტატობა არ მოიცავს A კატეგორიის ოსტატობას.

შენიშვნა: B1 და B2 კატეგორიის ოსტატობის მფლობელ ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს უფლება არა აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) უმნიშვნელო  პერიოდულ (საბაზო) ტექნიკურ მომსახურებაზე მძიმე საჰაერო ხომალდებისათვის.  

დ) ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, რომელიც ფლობს მოწმობას C კატეგორიის ოსტატობით, უფლება აქვს გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (Certificate of release to service) უმნიშვნელო  პერიოდულ (საბაზო) ტექნიკურ მომსახურებაზე.

 ე) ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია (ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შეზღუდვის გათვალისწინებით) დაადასტუროს მთლიანად სხ-ის ან მისი ნაწილების საექსპლუატაციო ვარგისობა, ძალური დანადგარის, დამხმარე აგრეგატის, ხელსაწყოს და/ან აღჭურვილობის ერთეულების სანქცირებული რემონტის, სახეცვლილების ან დამონტაჟების შემდეგ გასცეს მათი ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატში (Certificate of release to service) უმნიშვნელო  ექსპლუატაციის ნებართვა დათვალიერების, ოპერატიული და/ან პერიოდული მომსახურების შემდეგ.

ვ) მოწმობის მფლობელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სხ-ებზე ან მის ნაწილებზე და იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლებიც მოწმობაში მითითებულია ოსტატობის აღნიშვნის სახით, იმ პირობით, რომ:

ვ.ა) მოწმობის მფლობელი ფლობს ინფორმაციას იმ კონკრეტული სხ-ის ტექნიკურ მომსახურებასა და საფრენად ვარგისობაზე, რომლის ტმ-საც აწერს ხელს, ან იმ პლანერის, ძალური დანადგარის, სახომალდე სისტემის ან მისი ნაწილის თაობაზე, რომლის საექსპლუატაციო ვარგისობასაც იგი ადასტურებს;

ვ.ბ) უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში, სხ-ის ან მისი ნაწილის დათვალიერებას, მომსახურებას ან ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებდა არანაკლებ 6 თვის მანძილზე.

5. საჰაერო ხომალდის ტიპზე ტექნიკური მომსახურების სპეციალისტმა კატეგორიის ოსტატობების მიხედვით უნდა გაიაროს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები სააგენტოს მიერ აღიარებულ ან სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში:

ა) A კატეგორიის ოსტატობის მისაღებად, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტმა უნდა გაიაროს საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპზე მინიმუმ II დონის თეორიული ტრენინგი სასწავლო დაწესებულებაში და პრაქტიკული ტრენინგი ტექნიკური მომსახურების საწარმოში ან სასწავლო დაწესებულებაში;

ბ) B1 და B2 კატეგორიის ოსტატობის მისაღებად, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტმა უნდა გაიაროს საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპზე მინიმუმ III დონის თეორიული ტრენინგი სასწავლო დაწესებულებაში და პრაქტიკული ტრენინგი ტექნიკური მომსახურების საწარმოში ან სასწავლო დაწესებულებაში;

გ) C კატეგორიის ოსტატობის მისაღებად, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტმა უნდა გაიაროს საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპზე მინიმუმ III დონის თეორიული ტრენინგი სასწავლო დაწესებულებაში.

შენიშვნა: დონე I: სხ-ის პლანერის, სისტემების და ძალური დანადგარის მოკლე აღწერილობა, როგორც მოცემულია სხ ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში. დონე II: სხ პლანერის, სისტემების და ძალური დანადგარის ძირითადი მიმოხილვა, მისი კომპონენტების ადგილმდებარეობა და დანიშნულება, გეგმური ტექნიკური მომსახურება და მარტივი გაუმართაოების აღმოფხვრა.  დონე III: სხ პლანერის, სისტემების და ძალური დანადგარის დეტალური აღწერილობა, მუშაობის პრინციპები, კომპონენტების დანიშნულება და გამოცვლა, გაუმართაობის პოვნა და აღმოფხვრა ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციების შესაბამისად.

3. 34-ე მუხლის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) II თანრიგი – 80 ტ ≤Gას ≤ 100 ტ;“.

4. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ №12 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 „დანართი №12

მოწმობის პუნქტების შევსების მაგალითები

XII. ოსტატობის აღნიშვნა

1) თვითმფრინავი ბოინგ-737; მეთაური (II პილოტი, ნაოსანი, ბორტინჟინერი, ბორტრადისტი, ბორტოპერატორი)

Pilot-in-Command (Co – Pilot, Flight Navigator, Flight Engineer / Mechanic, Radio-Operator, Flight-Operator : Boeing – 737 Aeroplane.

2) თვითმფრინავი ბოინგ-737; მეთაური-შეგირდი (ბორტგამყოლი-შეგირდი)

PICUS (Flight Attendant – Trainee): Boeing – 737 Aeroplane.

3) დაშვებულია სფწ-ით საფრენად (კომერციული პილოტისათვის)

Rated for IFR flights.

4) თბური აეროსტატის პილოტი – Pilot of Hot Air Balloon.

5) თვითმფრინავი ბოინგ-737; პილოტ-ინსტრუქტორი (უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი)

Pilot – Instructor (Chief Pilot – Instructor) : Boeing – 737 Aeroplane.

XIII. განსაკუთრებული აღნიშვნები

1) თვითმფრინავი ბოინგ-737; იკაოს I კატეგორიის მინიმუმი, აფრენა 200 მ

Boeing – 737 Aeroplane: Approved weather minimum Category I, ICAO, Take-off: 200 m.

2) შვეულმფრენი მი-8; ამინდის მინიმუმი: დღისით – 150x2, ღამით – 450 x5

MI – 8 Helicopter: Approved weather minimum: Daytime – 150x2; Night – 450x5.

3) დაშვებულია საერთაშორისო ფრენებზე

 Rated for International Flights Operation

4) შვეულმფრენი მი-8; 2000 მ-მდე შემაღლების დასაფრენი მოედნების ჰაერიდან ამორჩევა

MI – 8 Helicopter: Landing at his Discretion on fieldsup to 2000 m.

5) სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვა ინგლისურ ენაზე

English Language Radio – Telephony Operation.

6) შვეულმფრენი მი-8; სატყეო და დასახლებული პუნქტების ხანძართან ბრძოლა

MI – 8 Helicopter: Rated to execute fire fighting operations in forest and populated areas.

7) თვითმფრინავი ბოინგ-737; ძრავების ამუშავება და მოსინჯვა

Engine Running: Boeing – 737 Aeroplane.

8) საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვება

Aircraft Pre-flight and Post flight Checks.

9) საავიაციო ინგლისურის ცოდნის მე-4 დონე

English Language Proficiency – Level- 4.

10) დაშვებულია ბოინგ-737-ის ბუქსირებაზე

 Permitted for towing Aircraft Boeing – 737.

11) დაშვებულია სპეცავტოტრანსპორტის მიდგომა-გასვლის სახელმძღვანელოდ

 Permitted for Aircraft service trucks control at the plane.

12) შვეულმფრენი მი-8; საძებნ-სამაშველო სამუშაოები

MI-8 halicopter: Rated for Search and Rescue Operations.

13) შვეულმფრენი მი-8; ვიზუალური ფრენა უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე

MI-8 helicopter: Rated fir visual flights at Low Atitudes

თბური აეროსტატის ტექნიკური მომსახურება – Hot Air Balloon maintenance.

14) შვეულმფრენი მი-8; სატყეო და დასახლებული პუნქტების ხანძართან ბრძოლა

 Mi-8 helicopter: Rated to execute fire fighting operations in forest and populated areas.

15) თვითმფრინავი ბოინგ-737; დაშვებულია მარცხენა და მარჯვენა სავარძლიდან საფრენად

Qualifued to flu as Boeing – 737 from right or left hand seat.

16) შვეულმფრენი მი-8 მტვ; დაშვებულია საკიდელზე ტვირთით (სამონტაჟო სამუშაოზე) საფრენად

MI – 8 MTV Helicopter: Rotorcraft external – land operations ( Construction aerial work).

17) შვეულმფრენი მი-2; დაშვებულია სქს-ზე (საავტომობილო გზების პატრულირებაზე)

MI – 2 Helicopter: Rated for Agricultural Aerial Work (Motor Ways Patrolling Operation).

18) თვითმფრინავი სრჯ-200; ტექნიკური მომსახურების ოპერატიული და პერიოდული სახეობები

Airframe and Power Plant Line and Base maintenance : CRJ Aeroplane.

19) შვეულმფრენი მი-8; ტექნიკური მომსახურების ყველა სახეობა

All kind of maintenance: MI – 8 Helicopter.

20) საფრენი აპარატისა და ძრავების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

Airframe and Power plant Engineer.

21) თვითმფრინავი ილ-76; ავიონიკის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

Avionic maintenance Engineer: IL – 76 Aeroplane.

22) ლოცმანი – Pilot- Navigator.

23) საჰაერო ხომალდის მიწისზედა მომსახურება

Aircraft ground service.

24) Approved for Operations within B – RNAV airspase.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
მუხლი 3
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც შეეხება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედების საკითხს, გავრცელდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.  

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია