„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №150 |
|
2019 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19/06/2017, 10150000.54.066.016119) დამტკიცებული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. მოწმობის შეჩერება და გაუქმება 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ: ა) შეფასებისას დადგინდა, რომ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველი ვერ ასრულებს თავის არსებულ და პოტენციურ ფინანსურ ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო მიიჩნევს, რომ საფრთხე არ შეექმნება საავიაციო უსაფრთხოებას და არსებობს დამაკმაყოფილებელი საფინანსო რეორგანიზაციის განხორციელების რეალური შესაძლებლობა; ბ) ავიაგადამზიდველს შეუჩერდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი; გ) არ იქნა წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; დ) ავიაგადამზიდველს არ დაუწყია კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება მოწმობის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში; ე) ავიაგადამზიდველს შეწყვეტილი აქვს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში; ვ) ავიაგადამზიდველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებულ მოთხოვნას; ზ) ავიაგადამზიდველი მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში გაუფრთხილებლობით წარადგენს მცდარ ინფორმაციას; თ) მოითხოვს ავიაგადამზიდველი. 2. მოწმობის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 60 დღით. 3. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე ავიაგადამზიდველი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას. მოწმობის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანების გამოსწორებაში. 4. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ავიაგადამზიდველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნებისმიერ მოთხოვნას; ბ) თუ გავიდა სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადა და ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი; გ) თუ ავიაგადამზიდველი, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში განზრახ წარადგენს მცდარ ინფორმაციას; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.07.2019. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №150. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.54.066.016161.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №150, 24.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016161 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4620447/