ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2018
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.07.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების
დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2018 წლის 27 თებერვალი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №13 დადგენილება
.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატი
1.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი (შემდგომ – აპარატი) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფას, მოსამსახურეთა საქმიანობის ხელშეწყობას, საკრებულოს კავშირურთიერთობების ორგანიზებას საზოგადოებასთან და დაწესებულებებთან.
2.
აპარატს აქვს ბეჭედი, შტამპი და საკუთარი ბლანკი.
3.
აპარატის საქმიანობა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
მუხლი 3🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა)
ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების ჩატარება.
ბ)
ორგანიზება გაუწიოს სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, მათ რეგისტრაციას;
გ)
უზრუნველყოს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომების ოქმების წარმოება, ღია კენჭისყრისას ხმების დათვლა;
დ)
ორგანიზება გაუწიოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე)
ორგანიზება გაუწიოს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;
ვ)
მოამზადოს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტები; მოახდინოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადებები საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;
ზ)
უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, მათ აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დადგენილი წესით გამოქვეყნება;
თ)
განახორციელოს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაცია;
ი)
უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან საკრებულოს მუშაობის ორგანიზება;
კ)
უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ლ)
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
მ)
უზრუნველყოს საკრებულოში და საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება;
ნ)
ორგანიზება გაუწიოს სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობების დამყარებას, უზრუნველყოს საკრებულოს მიერ ოფიციალურ დელეგაციების მიღება და გამგზავრება;
ო)
ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებაში;
პ)
წარმოადგინოს და დაიცვას თვითმმართველი ერთეულის და საკრებულოს ინტერესები სასამართლოში;
ჟ)
უზრუნველყოს საკრებულოში ერთიანი საქმისწარმოება და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვა;
რ)
უზრუნველყოს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით; საარქივო მასალების ანოტირება და არქივის წარმოება;
ს)
გააფორმოს და აღრიცხოს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებები და გადასცეს შემსრულებლებს; აკონტროლოს კორესპონდენციის განსახილველად გამზადება და მოძრაობა, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვა;
ტ)
უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება;
უ)
გააფორმოს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებლო, საპენსიო და სხვა დოკუმენტები;
ფ)
უზრუნველყოს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, შენახვა, რაციონალური გამოყენება მოვლა და დაცვა;
ქ)
შეასრულოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებები.
თავი II
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 4🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
აპარატის საჯარო მოსამსახურეები არიან:
ა)
აპარატის მოხელე, რომელიც დანიშნულია აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ)
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – რომელსაც აპარატში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
მუხლი 5🔗.
აპარატის საჯარო მოხელეები
1.
აპარატის მოხელეები:
ა)
პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი;
ბ)
მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის განყოფილების უფროსი;
გ)
მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე:
გ.ა)
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ.ბ)
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ.გ)
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
დ)
მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე:
დ.ა)
პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
დ.ბ)
მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
დ.გ)
მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
2.
აპარატის მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობით.
3.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარესა და დასაქმებულს შორის.
4.
აპარატის მოსამსახურეთა სხვა უფლებები, გარანტიები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და აპარატის შინაგანაწესით.
5.
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
6.
აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საკრებულო.
თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - აპარატის უფროსი
1.
აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი (შემდეგში – აპარატის უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
აპარატის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3.
აპარატის უფროსი:
ა)
წარმართავს აპარატის საქმიანობას და პასუხისმგებელია აპარატისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
უნაწილებს ფუნქციებს აპარატის მოხელეებს;
გ)
აკონტროლებს აპარატის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას;
დ)
საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე)
განსაზღვრავს აპარატის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ)
საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ)
ადგენს და საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
თ)
საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ოფიციალურ შეტყობინებებს; გასცემს ინფორმაციას (ამონაწერი დოკუმენტიდან, დოკუმენტის ასლი, ცნობა და ა.შ.) საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტების საფუძველზე;
ი)
ახორციელებს კონტროლს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების პროცესზე;
კ)
უფლებამოსილია საკრებულოს სახელით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
ლ)
კოორდინაციას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას (კოდიფიცირებას) და სამართლებრივი აქტების რეესტრის წარმოებას;
მ)
უზრუნველყოფს საკრებულოს ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ნ)
საკრებულოს თავმჯდომარეს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ო)
ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
პ)
ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4.
აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
თავი IV
აპარატის სტრუქტურა
მუხლი 7🔗.
აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს, თავმჯდომარის წარდგინებით.
მუხლი 8🔗.
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეული
1.
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება;
ბ)
იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება.
2.
აპარატის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოსამსახურეებისგან;
3.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 9🔗.
საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება
საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება:
ა)
ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ბ)
ორგანიზაციას უწევს სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
გ)
ორგანიზებას უწევს თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;
დ)
ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
ე)
ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ვ)
ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ)
ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;
თ)
ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, უზრუნველყოფს მათ დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე; მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას;
ი)
ორგანიზაციას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
კ)
ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას;
ლ)
უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
მ)
უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას;
ნ)
ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას;
ო)
უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას;
პ)
ახორციელებს საკრებულოსა და აპარატის უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მერიისთვის წარსადგენად;
ჟ)
ახდენს საკრებულოს ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;
რ)
უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას;
ს)
უზრუნველყოფს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირებას;
ტ)
უზრუნველყოფს საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელისთვის ინფორმაციების მოძიებას;
უ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗.
იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება
იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება.
ა)
ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
ბ)
მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში;
გ)
ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში;
დ)
ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ე)
წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;
ვ)
ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შეთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ზ)
აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;
თ)
უზრუნველყოფს საკრებულოში ერთიან საქმისწარმოებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;
ი)
უზრუნველყოფს საკრებულოში შექმნილი და საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის უფროსის სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“ და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მეშვეობით და შემსრულებლებისთვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;
კ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების ~დაცვას;
ლ)
უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბეჭდებისა და შტამპების სათანადო გამოყენებას;
მ)
უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
ნ)
უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;
ო)
ახდენს ინიციირებისა და პეტიციის წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
პ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗.
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
1.
აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი (შემდეგში – განყოფილების უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
განყოფილების უფროსი:
ა)
ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და აპარატის უფროსს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ)
განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე)
აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენებისა და მივლინების შესახებ, წახალისებისა ან/და დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე;
ვ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ზ)
განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
თ)
აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის;
ი)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4.
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის წინადადების საფუძველზე მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
თავი V
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 12🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 13🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები
აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14🔗.
დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1.
საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.
2.
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ.
3.
აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.