ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.144.016324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2018
matsne.gov.ge 1,370 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საქმის დასახელება
თანამ დებობა სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.03.2018 თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.01.2018 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 09.06.2023 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა ოქმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა- ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.09.2019 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ     ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №9 2018 წლის 23 თებერვალი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  დანართი 1-ის შესაბამისად; 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად; 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად; 4. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა  დანართი 4-ის შესაბამისად; 5. მითითების ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად; 6. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით გასატარებელი ღონისძიებების შემოწმების აქტის ფორმა დანართი 6-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №110 დადგენილება ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ნიმუშის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება 1. ქარელის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით). 2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების  უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება ქარელის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებში. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსება და წარმოება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი, ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების, ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა, ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულნი (მათი არსებობის შემთხვევაში). 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს, წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში და, შემდგომი რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 4-ის) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში. 3.გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის                                                                              ო ქ მ ი                                             Nაა 000000   ----------- --------------- -------------------                                                            „ ----“   „ -----------------“ 20         წ.      -----  ------ სთ. (ოქმის შედგენის ადგილი)                                                                                             (ოქმის შედგენის თარიღი და დრო) 1. ქარელის მუნიციპალიტეტის   მერიის     -------------------------------------------------------------------------------------    სამსახურის      ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენლის თანამდებობა,  სახელი, გვარი) 2. დარღვევის ჩადენის ადგილი:  ------------------------------------------------------------------------------------------------- 3. მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ  (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხოვრებელი ადგილის მისამართი):  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 4. ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო და არსი): ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5  ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის (მუხლი, ნაწილი, პუნქტი):  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 6  მოწმის (თუ არის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის  მისამართი, პირადი N                    6.1  --------------------------------------------------------------- /------------------------------/  ( ხელმოწერა) 6.2   --------------------------------------------------------------   /---------------------------------/   ( ხელმოწერა) 7. დაზარალებულის (თუ არის)  სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი N  7.1  ---------------------------------------------------------------  /------------------------------/ (ხელმოწერა) 7.2  -------------------------------------------------------------- /---------------------------------/  (ხელმოწერა) 8  სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:  ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. საქმის გადასაწაყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის შესახებ მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. 10. შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 11. სამართალდამრღვევი   ---------------------------------------------------------------------------------------------------------                                                          (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)  --------------------------------------------------                                        /-------------------/ 12. მოწმეთა ხელმოწერები: -------------------------------------------                               /---------------------------/ --------------------------------------------                        / ----------------------------/ 13. დაზარალებულის ხელმოწერა ---------------------------------   /--------------------    ---------------------/ 14.ოქმის შემდგენელი: ----------------------------------------------------------------                                   / ---------------------/          ბ.ა. (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი) დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ის რეგისტრაციის N  დანართი №3 ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის  № ოქმის გამცემი ოქმის მიმღები შედგენილი ოქმები დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები თანამ დებობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდე ბობა სახელი გვარი ხელ მოწე რა ოქმის N თანამ დებობა სახელი გვარი ხელმოწერა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის N ოქმის N თანამ დებობა სახელი გვარი ხელმოწერა დანართი №4 გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი № . –––––––––––                                                                 20 ---         წლის ,,––––“ ,,–––––––––– “ № საქმის დასახელება რაოდებობა სამართალდარღვევის ოქმის N 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს: ოქმის გაცემაზე და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------------------------------------------------------------------------------- ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე  პასუხისმგებელი პირი:-------------------------------------------------------------------------------------------- ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს: ოქმის გაცემაზე და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------------------------------------------------------------------------------- ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე  პასუხისმგებელი პირი:-------------------------------------------------------------------------------------------- დანართი №5 მ ი თ ი თ ე ბ ა მ ი თ ი თ ე ბ ა №  შედგენის თარიღი     ---------------------------------- ________________________________________________________________________ მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)  __________________________________________________________________________ (დამრღვევის დასახელება, მისამართი) ___________________________________________________________________________ (ობიექტის დასახელება, მისამართი) მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები: საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვერება _________________ ლარით. დარღვევის გამოსწორების ვადა ________________________________________ დღე. მითითება ჩაიბარა: __________________________________________________________________        (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) მითითება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. _________________________________________________________________________________ (ზუსტად მიეთითოს  თვალსაჩინო ადგილი) _________________________      (განთავსების თარიღი) . დანართი №6 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით გასატარებელი ღონისძიებების შემოწმების აქტი ქ. ქარელი                                                                                  თარიღი ( რიცხვი, თვე, წელი ) ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად)      ----------------------------------------------------------------------------------- თანამდებობა, სახელი და გვარი -------------------------------------------------------------------------------- დამსწრე პირების-------------------------------------------------------------------------------------- სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი თანდასწრებით, ვადასტურებთ, რომ გავატარეთ ------------------------------------------------------------მითითებით გასატარებელი ღონისძიებების შემოწმება----------------------------------------------------------------------------- ობიექტის სრული დასახელება, მისამართი---------------------------------------------------------- პასუხისმგებელი პირი-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი შემოწმების შედეგად დადგინდა----------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტი შედგენილია სამ ეგზემპლარად, სამივეს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა აქტი სწორია, რაზედაც ხელს ვაწერთ: სახელი და გვარი სრულად    -------------------        ხელმოწერა                                    სახელი და გვარი სრულად  -------------------       ხელმოწერა