1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (ტექსტში შემდგომ –
წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს თვითმმართველი თემის – შუახევის მუნიციპალიტეტის (ტექსტში შემდგომ –
მუნიციპალიტეტი) დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.
2. შუახევის მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება- ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;
ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.
3. მუნიციპალიტეტი დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს:
ა) მუნიციპალური შესყიდვის საშუალებით;
ბ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;
დ) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.
4. მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერია.
5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების სფეროში უფლებამოსილებები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს იურიდიულ პირებს.
6. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
8. მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, ასევე ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესე