„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016568
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება
№21

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1.    მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „ორფოლო“ (სამხრეთი);“.

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია;".

2.     მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის  წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „ორფოლო“ (სამხრეთი):

ზ.ა) ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, საწვრთნელი პოლიგონებით, სასროლეთებით  და ტექნიკური საშუალებებით;

ზ.ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;

ზ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;“.

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია:

თ.ა) უზრუნველყოფს სერჟანტთა, საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადებას;

თ.ბ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს  და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;

თ.გ) ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;

თ.დ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„71. სარდლობის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სარდლობის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სარდლობის სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

მუხლი 2🔗

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 15 მარტიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 25 მარტიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.03.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.22.026.016568.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №21, 06.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016568 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4080938/