„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №94 |
|
2024 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) (შემდეგში – ნატო) და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადება და ქვედანაყოფების შეფასება;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება, გადამზადება და შეფასება;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ახორციელებს თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფას, ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამხედრო დოქტრინებით უზრუნველყოფას.“. 3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება/გადამზადება და შეფასება, ასევე გადასროლისწინა პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა;“. 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ.ვ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ვ.ვ) უზრუნველყოფს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების/გადამზადების და შეფასების პროცესის მონიტორინგს;“; ბ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.დ) უზრუნველყოფს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადებას/გადამზადებას და შეფასებას;“. 5. მე-5 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. სარდლობის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სარდლობის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სარდლობის სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|