⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2019)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
ძალის დაკარგვა 22.02.2019
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.142.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 423 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2018 მიღება
22.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
ქ. ნინოწმინდა 0,23
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №13 2018 წლის 28 თებერვალი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი  ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის  შესახებ“  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 თებერვლის №2  დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/02/2017, 200140030.35.142.016146). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ქ. ნინოწმინდის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“ ) დიფერენცირებულია ქ. ნინოწმინდის საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:                                    CN = IMG X ITL X C  X K,  სადაც: ა) CN – არის კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)   IMG  – არის ქ. ნინოწმინდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ)    ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ნინოწმინდის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ტერიტორია IMG ITL C K CN ( ლარი) ქ. ნინოწმინდა 0,23 1,0 0,24 20 1,10 3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,33 ლარს; 4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის   დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,28 ლარს; 5.  ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის დასახლებათა       შორის     არეალებში     გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის    დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,55 ლარს.