ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების გადასახადის) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 210013000.35.127.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო |
| 2 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
| 3 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
| 4 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სახნავად |
| 5 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სათიბად |
| 6 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება საძოვრად |
| 7 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბა-მისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მიწის კატეგორიები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.02.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების გადასახადის) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2018 წლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების გადასახადის) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი ზღვრული ოდენობა განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 01/03/2013; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.127.016084).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის ზღვრული ოდენობა
მუხლი 1🔗.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 2🔗.
რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %, ხოლო საქმიანობისათვის სპორტის დარგში გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,001 %-ს.
მუხლი 3🔗.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 4🔗.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა
1
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო
73
2
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
19
3
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
15
4
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სახნავად
73
5
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სათიბად
19
6
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება საძოვრად
15
7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბა-მისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
მუხლი 5🔗.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:
ა) ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 1,5;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,0.
მუხლი 6🔗.
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადია:
ა) ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე – 0.36 ლარი;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 0.24 ლარი.
მუხლი 7🔗.
მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.