წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2018 ძალადაკარგული 25.02.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010140030.35.104.016362
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე   მუხლის პირველი ნაწილის „ე"პუნქტის „ე.გ" ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის“
და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

მუხლი 2🔗

ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილება.

მუხლი 3🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1🔗

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“)

დგინდება  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=IMG X ITL X C X K,  სადაც:

ა)
Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის     ნორმატიული ფასი;

ბ)
IMG არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს.

გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება);

დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.

მუხლი 2🔗

პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ა)
ქ. წალენჯიხის  და  ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

IMG

ITL

C

K

Cn (ლარი)

0,37

1

0,24

100

8,88

ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) –
ამ დადგენილების  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის , „ა–

ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50 % ოდენობით (4,44 ლარი);

გ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ.წალენჯიხისა და ქ.ჯვარისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში –
ამ დადგენილების მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „ა“

ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით (4,80 ლარი);

დ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში –
ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ა“
ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 25% ოდენობით (2,22 ლარი);

ე)
ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სქურის უბანში –
ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ ა“

ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80% -ის ოდენობით (7,10 ლარი).