ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.142.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2018 წლის 28 თებერვალი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე შექმნილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
2. სამსახური თავის საქმიანობში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის დასახლების აღნიშვნით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
5.სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის შემადგენლობა
სამსახური შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) სამსახურის მოხელეები.
2.სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილება.
მუხლი 3🔗.
ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;
დ) წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს;
ვ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;
ზ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება- მოვალეობებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების, მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ან უნებართვო დემონტაჟს;
დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი და/ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
ზ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელ სამუშაოებზე კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობის მთელ პერიოდში;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასა და ზედამხედველობას, ასევე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ი) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;
ლ) მიწათსარგებლობის წესების დაცვას კომპენტენციის ფარგლებში;
მ) პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
ნ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას;
ო) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
პ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობას;
ჟ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;
რ) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადების ინიციირებას;
ს) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების ანალიზს და მათ გადასაწყვეტად წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას;
უ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგს მშენებლობის მთელ პერიოდში;
ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების კონტროლსა და მონიტორინგს;
ქ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
ღ) სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;
ყ) მიწათსარგებლობის საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
შ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
ჩ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
მუხლი 6🔗.
ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის ზედამხედველობის და რეაგირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ან უნებართვო დემონტაჟს;
დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი და/ ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
ზ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელ სამუშაოებზე კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობის მთელ პერიოდში;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასა და ზედამხედველობას, ასევე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ი) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;
ლ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე;
მ) მიწათსარგებლობის საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ო) პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
პ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა- გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
ჟ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობას;
რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;
ს) მიწათსარგებლობის წესების დაცვას კომპენტენციის ფარგლებში;
ტ) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადების ინიციირებას;
უ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების ანალიზს და მათ გადასაწყვეტად წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ფ) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას;
ქ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგს მშენებლობის მთელ პერიოდში;
ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ნებისმიერი ობიექტების მშენებლობის კონტროლსა და მონიტორინგს;
ყ) სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;
შ)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
დებულების ძალაში შესვლა
1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.