აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №248-ს
სარეგისტრაციო კოდი 040090000.30.060.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,974 სიტყვა · ~30 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (17)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება (შემდგომში
ქონება) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება:
მუხლი 2
პრივატიზება
ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ან/და მათი გაერთიანებების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონმდებლობით დადგენილი წესით
მუხლი 2
ხელისუფლების ორგანო
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
მუხლი 2
საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული დაწესებულება/ორგანიზაცია
მუხლი 2
საკუთრება, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული განმარტებების მიხედვით
მუხლი 2
სარგებლობაში პირველადი გადაცემა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის
მუხლი 2
მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მუხლი 2
სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მუხლი 2
მინისტრი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მუხლი 2
წილები და აქციები
შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები
მუხლი 2
მართვის უფლებით გადაცემა
წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური პირისათვის, იურიდიული პირისათვის, პირთა გაერთიანების ან/და სხვა სუბიექტისათვის
მუხლი 2
მესამე პირი
ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების ხელშეწყობას
მუხლი 2
უძრავი ქონება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები
მუხლი 2
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
მუხლი 2
განაცხადი
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
საპრივატიზებო შემოსულობა
ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში
მუხლი 2
საპრივატიზებო საფასური
ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.12.2015 მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.04.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.11.2022 მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 08.12.2014 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 94% 13.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავ­შირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე; დ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული განათლებისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის პროგრამით გათვალისწინებულ შეძენილ ან/და შექმნილ ქონებაზე; ე) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობებში წარმოებულ ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის განკარგვაზე; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების რეალიზაციაზე; თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული პროგრამების (ქვეპროგრამების) ფარგლებში შეძენილ ქონებაზე, რომელიც პროგრამის (ქვეპროგრამის) შესაბამისად ექვემდებარება ფიზიკური პირების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემას. მუხლი 2🔗. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება (შემდგომში – ქონება) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით; ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ა.გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ბ) ქონების განკარგვა − ქონების სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განადგურება, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ან/და მათი გაერთიანებების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ)  ხელისუფლების ორგანო – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ე) საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული დაწესებულება/ორგანიზაცია; ვ) საკუთრება, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი – მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული განმარტებების მიხედვით; ზ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის;  თ) მთავრობა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ი) სამინისტრო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;  კ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;  ლ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები; მ) მართვის უფლებით გადაცემა – წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური პირისათვის, იურიდიული პირისათვის, პირთა გაერთიანების ან/და სხვა სუბიექტისათვის; ნ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების ხელშეწყობას; ო) უძრავი ქონება – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები; პ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ჟ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას; რ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; ს) საწყისი საპრივატიზებო თანხა − ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; ტ) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხა, რომლითაც ხდება ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უ) საპრივატიზებო შემოსულობა – ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში; ფ) საპრივატიზებო საფასური – ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ქ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; ღ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხისაგან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 12 თებერვლის კანონი N01-ს - ვებგვერდი, 15.02.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N22-ს - ვებგვერდი, 20.12.2021 წ. მუხლი 3🔗. ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა 1. ქონების პრივატიზების ეფექტურად წარმართვისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო: ა) კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას; ბ) ახორციელებს ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონის და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. ქონების განკარგვას/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემას (ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), ამ კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სამინისტრო. 3. ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოს, სხვა სუბიექტის ან ხელისუფლების ორგანოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი. 4. სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. მისი გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტით. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ამ კანონით დადგენილი წესით ქონებას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს: ა) საქართველოს სახელმწიფოს; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს; გ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას; დ) ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად. 6. უძრავი ქონების, წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვისას ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ქონების დასახელებას, საპრივატიზებო საფასურს და საპრივატიზებო პირობებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მთავრობა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რაც სამინისტროს მიმართვასთან ერთად წარმოადგენს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს. მუხლი 4🔗. ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება  პრივატიზებას არ ექვემდებარება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ქონება. მუხლი 5🔗. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები 1. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ფორმებია: ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; დ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. 2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს სამინისტრო. 3. ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას. მუხლი 6🔗. ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის /სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ 1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ მაინც და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ქონების განმკარგავი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი ორგანო. მუხლი 7🔗. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. სამინისტრო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს. 2. სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. 5. სამინისტროში დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას. 6. სამინისტროს დოკუმენტი, ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს სამინისტროს ვებგვერდის (www.amof.gov.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით. მუხლი 8🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობა 1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს. 2. ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ან საჯარო აუქციონის ფორმით. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი/მართვის უფლებით გადამცემი/სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 4. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას/სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ან/და აუქციონში გამარჯვებული ქონების საპრივატიზებო/ სარგებლობაში გადაცემის საფასურს წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. 5. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებაზე არ განახორციელა ხელმოწერა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები. 8. თუ სამინისტრომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. 9. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გაიცა, საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა შესახებ. მუხლი 9🔗. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან, სამინისტროსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თავი II უძრავი ქონების პრივატიზება მუხლი 10🔗. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი  1. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური (გარდა სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. 2. მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების პირობ(ებ)ით აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად. 3. შეძენილ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით. 4. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 45 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 5. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი შეესაბამება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს. 7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა. მუხლი 11🔗. უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები 1. სამინისტრო ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით, ხოლო მთავრობა – ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, უფლებამოსილია ქონების შემძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა. 2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 45 დღის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე. 4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. 5. ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავი სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. მუხლი 12🔗. უძრავი ქონების პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი  1. უძრავი ქონების პრივატიზებისას (გარდა ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია. 2. უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 4. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადგენილ ვადაში და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული პრივატიზების შემთხვევებზე). 5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 სამუშაო დღეში ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. 6. სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება. 7. ქონების პრივატიზებისას, თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. მუხლი 13🔗. უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა 1. უძრავი ქონების მყიდველის პასუხისმგებლობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები, აგრეთვე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადაო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. 3. პრივატიზებული ქონების დოკუმენტაციის კანონიერების შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით   1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). 2. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა, საპრივატიზებო საფასურის და შესაბამისი პირობების დადგენა ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტით. 3. უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ: ა) არსებობს ინვესტიციის განხორციელების პირობათა სიმრავლე; ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია. 4. უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით. 5. როგორც წესი, დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს სამინისტრო და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე. 6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით სამინისტრო, უძრავი ქონების პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით. 7. სამინისტრო, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და მთავრობა წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს მთავრობა. 8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსებინოს თანხა უძრავი ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ პუნქტში აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება უძრავი ქონების ღირებულებას, აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის ვადა, ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-11 მუხლით. 9. მთავრობა უფლებამოსილია უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება იმ უძრავი ქონების მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს. 11. მთავრობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. მუხლი 15🔗. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის პრივატიზების წესი 1. საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად ან შენობა-ნაგებობიდან მომდინარე მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის  დემონტაჟის მიზნით პრივატიზება, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მიწის ნაკვეთი რჩება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. 2. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის დემონტაჟის მიზნით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის  საფუძველზე, ამ კანონით  დადგენილი წესის შესაბამისად. 3. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დას­კ­ვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. თავი III აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზება მუხლი 16🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – დამფუძნებლის თანხმობით. 2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით – მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით. 3. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო ან/და მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის ამ კანონით დადგენილი წესით განკარგვა. 4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. 5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულება იდება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირსა და მყიდველს შორის. 6. მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. მუხლი 17🔗. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა 1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მთავრობის სამართლებრივი აქტით. მუხლი 18🔗. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება 1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. მთავრობა უფლებამოსილია მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. 2. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. 3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას განმკარგავ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. 5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიციირებას. 6. მოძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა ხორციელდება ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად. 7. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 9. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას − საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის დღიდან 30 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. თავი IV ქონებით სარგებლობა მუხლი 19🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები 1. ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე. 2. ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს ხელისუფლების ორგანოებს და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. 3. უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს  ქონების სარგებლობაში მიმღებმა. 4. აკრძალულია ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 20🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოსათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების/შესრულებული სამუშაოს  გადაცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას საკუთრებაში გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ან/და მიიღოს შესრულებული სამუშაოები, ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციას ქონების მიმღების მიერ. მუხლი 21🔗. ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი 1. ხელისუფლების ორგანო სამინისტროს მიმართავს წერილობით ქონების პირველად სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მიმართვაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 2. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ, ქონების მიმღები ხელისუფლების ორგანო უფლებამოსილია ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს ხელისუფლების სხვა ორგანოს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ხელისუფლების ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მის ბალანსზე ირიცხება. 3. ხელისუფლების ორგანო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ ორგანოს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული აქვს ამ კანონით დადგენილი წესით. მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა), აგრეთვე გადაცემის სხვა პირობები (ასეთების არსებობის შემთხვევაში). 5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – დამფუძნებლის თანხმობით. 6. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგა­ნო, მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო, აფხა­ზე­თის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგი­ლობ­რი­ვი თვით­მმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­ულ­მა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სა­მო­ქა­ლ­ა­ქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორ­მე­ბით, ვა­დით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ. 7. ამ მუხლის საფუძველზე ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლების გამცემი პირი ბალანსიდან იხსნის გადაცემულ ქონებას, ხოლო სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ბალანსზე აჰყავს აღნიშნული ქონება. 8. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება სამინისტროსა/მოსარგებლესა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზედაც უძრავი ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული. მუხლი 22🔗. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი 1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს უძრავ ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ხელისუფლების ორგანო, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ უძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო დადგენილი წესით. 2. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო უსასყიდლოდ სარგებლობაში მიმღები პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა. 4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ (მათ შორის უსასყიდლო სერვიტუტის უფლებით), აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა ამ მუხლის მე-5–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავ ნივთზე სასყიდლით, აუქციონის გარეშე სერვიტუტის უფლების დადგენა ხორციელდება სამინისტროს სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი, ქონების გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე ხორციელდება სამინისტროს სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 7. სამინისტრო იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც კანონმდებლობით აკრძალულია, აუქციონის წესით სარგებლობაში გადასცემს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ ხელისუფლების ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და სახელმწიფოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი. 8. იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც კანონმდებლობით აკრძალულია, მთავრობა აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადასცემს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. მუხლი 23🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი 1. ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ქონების სარგებლობაში გადაცემის განსხვავებული საფასური. 2. ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება სარგებლობაში გადამცემის საბანკო ანგარიშზე. 3. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური, გარდა მე-22 მუხლის მე-5– მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განისაზღვრება მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამინისტროსა და მოსარგებლეს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი წესით გადაცემისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე მუხლი 24🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს. 2. სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ბაზაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. მუხლი 25🔗. წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო. მუხლი 26🔗. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები 1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: ა) წილებისა და აქციების პრივატიზება; ბ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა. 2. წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით. მუხლი 27🔗. წილებისა და აქციების პრივატიზება 1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო. 2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით. 3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები. მუხლი 28🔗. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა 1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან, მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირდაპირი გადაცემის ფორმით. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო. მუხლი 29🔗. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი 1. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს მთავრობა. 2. მართვის უფლებით გადაცემული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების,  მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ. მუხლი 30🔗. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება 1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აქციისა და წილის საწყისი საფასური განსაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წილებისა და აქციების საწყის საპრივატიზებო საფასურზე ნაკლებ ფასად. 3. წილებისა და აქციების განკარგვისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. 4. წილებისა და აქციების განკარგვისას სამინისტროსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. განმკარგავი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას მყიდველს საკუთრების/მართვის უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ და მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების/მართვის უფლების გადაცემის ინიციირებას. 6. წილების და აქციების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად. 7. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული წილებისა და აქციების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევებზე). 8. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით წილებისა და აქციების განკარგვისას − საპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 30 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. 9. თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 10. წილებისა და აქციების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს. თავი VI გარდამავალი დებულებანი მუხლი 31🔗. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სამინისტრომ წარუდგინოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცოს: ა) მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები; დ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები; ე) სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი; ვ) აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცება; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცება. თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცება. 2. სამინისტრომ უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცება. მუხლი 32🔗. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება იმ ქონების მყიდველების, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის თაობაზე, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ. მუხლი 33🔗. უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების შეწყვეტა და ქონების სარგებლობაში გადაცემა სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად. მუხლი 34🔗. თხოვების ხელშეკრულების შეწყვეტა და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის თხოვების ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული მოძრავი ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად და შეწყდეს შესაბამისი თხოვების ხელშეკრულებები. მუხლი 34🔗​1. დელეგირება მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინოს  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 12 თებერვლის კანონი N01-ს - ვებგვერდი, 15.02.2021 წ. თავი VII დასკვნითი დებულება მუხლი 35🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია 21 თებერვალი 2018 წ. ქ. თბილისი N248-ს