1. უძრავი ქონების მყიდველის პასუხისმგებლობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები, აგრეთვე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადაო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

3. პრივატიზებული ქონების დოკუმენტაციის კანონიერების შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი