1. საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად ან შენობა-ნაგებობიდან მომდინარე მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის  დემონტაჟის მიზნით პრივატიზება, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მიწის ნაკვეთი რჩება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

2. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის დემონტაჟის მიზნით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის  საფუძველზე, ამ კანონით  დადგენილი წესის შესაბამისად.

3. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
თავი III
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზე