„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №106 |
|
2018 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციების, ლოგისტიკური მარაგებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვა;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) J-1 − პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას; შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტებს; საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში, უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებს და ოპერატიული გეგმების აღსრულების პროცესში ზედამხედველობს ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსებას;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) J-4 – ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციებისა და ლოგისტიკური მარაგების დაგეგმვას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი გეგმების შემუშავებას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გეგმების მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას;“;
გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ეროვნული გვარდია:
ო.ა) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში;
ო.ბ) გენერალური შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას; მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ო.გ) უზრუნველყოფს სხვადასხვა ცერემონიისა და სარიტუალო ღონისძიების ჩატარებას;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №106. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.10.003.020421.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №106, 01.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.020421 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4086149/