ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.03.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი გადასახდელი პერიოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები გალერეები, არქივები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები |
| 4 | მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები |
| 5 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არდაერიცხება) |
| 6 | სასტუმროები |
| 7 | საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები |
| 9 | სასურსათო საქონლის მაღაზიები, სუპერმარკეტები |
| 10 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები,ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები,ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარულიცენტრები |
| 11 | აგრარული ბაზრები (სამუშაო ფართი), ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 12 | შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის: შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები |
| 13 | საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა, პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) |
| 14 | ავტოგასამართი, ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები |
| 15 | სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენებისმართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის,
ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული
ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2018 წლის 2 მარტი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის
“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-5 და 121 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის
“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების საფუძველზე,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
მუხლი 2🔗
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
2. იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100001 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.20 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 3 სულით.
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს 15 ლარით. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
მუხლი 3🔗
1. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები დანართი №3-ის შესაბამისად.
4. დამტკიცდეს ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
5. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების ტიპური ფორმები დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №39 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 19/06/2015, ს/კ: 200130000.35.124.016155).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე
დანართი №1
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონებისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების საფუძველზე და განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების (შემდგომში –
გაერთიანების) მეშვეობით გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს, რომელიც ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
5. ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება ახდენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიული პირებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას და მოსაკრებლის გაანგარიშებას ამ წესის მიხედვით.
6. მოსაკრებლის გადაუხდელობისას, გადახდის ვადების დარღვევისას დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდგომ – მესაკუთრე/ მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მოსაკრებელის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, მოთხოვნის შემთხვევაში, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).
6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება.
7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
8. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
9. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართზე ან მათ ნაწილზე, ღია ტერიტორიების ფართზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და შესაბამისად არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი). ასევე, არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით.
5. უფლებამოსილი პირის (გაერთიანების) მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. უფლებამოსილი პირის (გაერთიანების) მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.
2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ჩგდ-ს ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗.
წარმოშობილი დავები
1. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებასა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიული პირებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
დანართი №2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (ტექსტში შემდგომ –
წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტი სუფთა და ჯანსაღი გარემო შექმნის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიზნით უფლებამოსილია: ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალურ მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლებას და თანამედროვე სისტემების დანერგვითა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანით.
3. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესები.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;
ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;
გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;
ე) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს;
ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;
ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;
ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება –
დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;
ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;
მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება;
ნ) მომხმარებელი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;
ო) ოპერატორი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირი;
პ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა- ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;
ჟ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა;
რ) მოსაკრებელი –
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;
ს) მოსაკრებლის გადამხდელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს;
ტ) აბონენტი –
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად შესაბამის სამსახურში.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი
1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, საბოლოო ადგილზე განთავსებას.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ხიდებს, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებსა და ფერდობებს.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.
4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
5. ნებისმიერი მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია.
6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.
მუხლი 4🔗.
მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე,/მოსარგებლე ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება, საყოფაცხოვრებო ნაჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია შესაბამის სამსახურში დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.
2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში.
3. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, მოსახლეობის გარდა, უფლებამოსილია არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტს.
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე/ მოსარგებლე ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე/ მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
5. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗.
ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი სათავსები.
2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.
4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ მათი საქმიანობისთვის საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების შეძენა, რომელთა განთავსების ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს ოპერატორთან.
5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.
6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მიწა, ქვები, ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის, ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.
8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.
10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.
11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.
12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს.
13. ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სანქციებს.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი
1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.
2. სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა დადგენილ ვადებში.
3. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად.
მუხლი 7🔗.
ტექნოლოგიები მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული).
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ მიერ
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ახორციელებს ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება“.
2. ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიის ფარგლებში.
მუხლი 9🔗.
გარდამავალი დებულებანი
ამ წესით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებები არ მოქმედებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არის დანერგილი ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.
დანართი 3
ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენზე განისაზღვროს 15 ლარით.
2. ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისადა ინდივიდუალურ მეწარმეთათვის გაიანგარიშება ფორმულით
მ = გ X რ, სადაც:
- მ –
ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი);
- გ –
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);
- რ –
ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
№
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები
ზომის ერთეული
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
განაკვეთი 1მ3 ნარჩენზე 15 ლარი
1
2
3
4
5
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები გალერეები, არქივები
საერთო ფართის 1მ2
0,04
0,05
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1მ2
0,4
0,5
3
კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,331
0,41
4
მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები
მომსამხურების ერთეული
0,128
0,16
5
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არდაერიცხება)
ერთ მოსწავლეზე,
აღსაზრდელზე
0,10
0,125
6
სასტუმროები
მომსამხურების
ერთეულზე
2,0
2,5
7
საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები
ერთეული, ერთი საწოლი
1,16
1,45
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები
საერთო ფართის 1მ2
0,16
0,2
9
სასურსათო საქონლის მაღაზიები, სუპერმარკეტები
სამუშაო ფართის 1მ2
0,76
0,95
10
სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები,ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები,ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარულიცენტრები
სამუშაო ფართის 1მ2
0,65
0,81
11
აგრარული ბაზრები (სამუშაო ფართი), ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
საერთო ფართის 1მ2
0,4
0,5
12
შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის: შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები
საერთო ფართის 1მ2
0,21
0,26
13
საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა, პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
ღია ფართის 1მ2
0,02
0,025
14
ავტოგასამართი, ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1მ2
0,08
0,1
15
სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები
ღია საერთო ფართის 1მ2
დახურული საერთო
ფართის 1მ2
0,008
0,04
0,01
0,05
16
სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, შავი და ფერადი ლითონების მიმღები პუნქტები
ღია საერთო ფართის 1მ2
დახურული საერთო
ფართის 1მ2
0.02
0,14
0.025
0,175
17
აბანოები, საუნები და საცურაო აუზები
ღია საერთო ფართის 1მ2
0.18
0.225
18
სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები
ღია საერთო ფართის 1მ2
0.55
0.69
19
სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების
მწარმოებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
ღია საერთო ფართის 1მ2
0,25
0,31
20
პიცერიები,სასადილოები, გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა. კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,4
0,5
21
რესტორნები
საერთო ფართის 1მ2
0,7
0,87
22
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის
საერთო ფართის 1მ2
0.4
0,5
23
საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე)
სამუშაო ფართის 1მ2
0,26
0,32
24
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის 1მ2
0,36
0,45
25
ავტოსადგომები და საავტომობილო სადგურები
ღია ფართის 1მ2
დახურული ფართის 1მ2
0,008
0,08
0,01
0,1
26
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, კარიერები
საერთო ფართის 1მ2
0,008
0,01
27
სამხედრო ნაწილები და პენიტენციალური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი ადგილი
0,6
0,75
28
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის 1მ2
0,008
0,01
29
სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა- ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა (საწყობები)
საერთო ფართის 1მ2
0,04
0,05
დანართი №4
ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
ბაღდათის მუნიციპალიტეტი „ - - “ - - - - - - - -20 წ.
ჩვენ, ერთი მხრივ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის სახელით ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების დირექტორის ---------------- ------------------------ სახით, შემდგომში „გაერთიანება”, ხოლო, მეორე მხრივ,
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
/ობიექტის დასახელება/საიდენტ.კოდის №/მისი მესაკუთრე/მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი//გვარი, სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი/
შემდგომში „აბონენტად” წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
აბონენტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
მუხლი 2🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას გაერთიანება ახორციელებს შესაბამისი სამსახურის ან პირის მეშვეობით.
2. გაერთიანებამ აბონენტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოახდინოს
-------------------------------------------------------------------------------------------------------
/მიეთითოს, რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/
3. აბონენტი ვალდებულია გაერთიანებას წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში არსებული იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიის ფართის ან მათი ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).
4. აბონენტი ვალდებულია წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ სათავსში.
5. აბონენტი ვალდებულია გაერთიანებასთან შეთანხმებით თავად შეიძინოს სპეციალური სათავსები და გამოყოს მისი განთავსების ადგილი.
6. აბონენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც გაერთიანებიდან, ისე მომსახურე პირისგან.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე გაერთიანებას მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
8. აბონენტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გაერთიანებას მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება.
მუხლი 3🔗. ანგარიშსწორების პირობები
1. აბონენტი ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანაზე შეადგენს ----------- ლარს.
2. აბონენტისთვის ყოველთვიური დაგროვების ნორმის ერთეული დადგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N ---დადგენილებით და განისაზღვრება ----------------------
/ზომის ერთეული/
3. აბონენტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ....................... ლარით. იგი არის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ნამრავლი.
4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ ხაზინის ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ.
მუხლი 4🔗. ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და გაერთიანება უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
2. ობიექტი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ განხორციელებულ ი ნსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა.
3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს.
მუხლი 5🔗. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
2.ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. ფორსმაჟორი
1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
2. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
მუხლი 7🔗. სხვა პირობები
1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
3. ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი 8🔗. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.
2. ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით.
3. თუ წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ავტომატურად ჩაითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით.
4. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება.
მუხლი 9🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის,
დასუფთავებისა და მუნიციპალური
სერვისების გაერთიანება
ს/კ 425052523
მისამართი: ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. № 16
სახაზინო კოდი 300243189
გაერთიანების დირექტორი
----------------------------------------------
აბონენტი №
ს/კ---------------------------------------
მისამართი: ------------------------------------------------------------------
პასუხისმგებელი პირი:----------------------------------------------------
----------------------------------------
დანართი №5
დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა
ქ ვ ი თ ა რ ი №
აბონენტის №
სახელი, გვარი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
თარიღი: - - - - - - - - - -
გადასახდელი პერიოდი
გადსახდელი თვეში ერთ სულზე
სულთა რაოდენობა
თანხა
გადასახდელი თვეში
წინა დავალიანება: - - - - - - -
გადახდილი თანხა: - - - - - - -
სულ გადასახადი: - - - - - ----
სახაზინო კოდი 300243189
(მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისთვის)
მიმდინარე გადასახადის - - - - - - - - - - - - - - – მდე
გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე
გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები
დამატებითი ცნობებისათვის მიმართეთ ა(ა)იპ –
ბაღდათის
კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური
სერვისების გაერთიანებას მისამართზე:
ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №16
ქ ვ ი თ ა რ ი №
აბონენტის №
ს/კ: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
თარიღი: - - - - - - - - - -
გადასახდელი პერიოდი
ზომის ერთეული
განაკვეთი ზომის 1 ერთეულზე
თანხა გადასახადი თვეში
წინა დავალიანება: - - - - - -
გადახდილი თანხა: - - - - - -
სულ გადასახადი: - - - - - ----
სახაზინო კოდი 300243189
(მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისთვის)
მიმდინარე გადასახადის - - - - - - - - - - - - - - – მდე
გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე
გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები
დამატებითი ცნობებისათვის მიმართეთ ა(ა)იპ –
ბაღდათის
კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური
სერვისების გაერთიანებას მისამართზე:
ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №16.