1.   ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;

გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;

ე) სახიფათო   ნარჩენები –  ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს;

ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;

ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;

ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება –
დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;

ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;

მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება;

ნ) მომხმარებელი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;

ო) ოპერატორი – მუნიციპალიტეტის    დაგვა-დასუფთავების და       ნარჩენების      მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირი;

პ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა- ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;

ჟ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა;

რ) მოსაკრებელი –
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;

ს) მოსაკრებლის გადამხდელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს;

ტ) აბონენტი –
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად შესაბამის სამსახურშ