1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (ტექსტში შემდგომ –
წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტი სუფთა და ჯანსაღი გარემო შექმნის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიზნით უფლებამოსილია: ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალურ მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლებას და თანამედროვე სისტემების დანერგვითა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანით.
3. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესებ