1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების საფუძველზე და განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების (შემდგომში –
გაერთიანების) მეშვეობით გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს, რომელიც ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
5. ა(ა)იპ –
ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება ახდენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიული პირებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას და მოსაკრებლის გაანგარიშებას ამ წესის მიხედვით.
6. მოსაკრებლის გადაუხდელობისას, გადახდის ვადების დარღვევისას დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომებ