2. იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100001 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.20 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 3 სულით.
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს 15 ლარით. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზ