2. დამტკიცდეს ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვისა  და  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები  დანართი №3-ის შესაბამისად.

4.   დამტკიცდეს  ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.

5. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების ტიპური ფორმები დანართი №5-ის  შესაბამისა