სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №245442695. იურიდიული მისამართი: ქ.ბათუმი მელიქიშვილის ქ. №102 ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს საერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ.ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ, 2018 წლის 24 მარტს 16:30 საათზე.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:
1. სს ,,საზღვაო ჰოსპიტალის“ დამოუკიდებელი აუდიტორის 2017 წლის დასკვნის წარდგენა.
2. სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ 2018 წლის განვითარების სტრატეგიული გეგმა, მომხსენებელი გრიგოლ ჭყონია.
3. ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თამუნა დევაძის 2017 წლის საანგარიშო მოხსენება.
სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები;
4. წესდებაში განსახორციელბელი ცვლილებების შესახებ.
5. დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ დირექტორატში.
დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება 2018 წლის 15 მარტამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, 2018 წლის 02 მარტის მდგომარეობით.
სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ დირექტორი მინდია სურმანიძე