„წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2018 წლის 5 მარტი ქ. წალკა |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო
1. წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში შემოსულ ყველა სახის წერილობით მომართვას შეისწავლის წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური. აღნიშნული სამსახური ვალდებულია განიხილოს საკითხი და შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს საქმის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება რეკომენდაციები და კონსულტაციები გაუწიონ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო, სამედიცინო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებსაც სამუშაოდან ანაზღაურების გარეშე მათივე თანხმობით მოიწვევს წალკის მუნიციპალიტეტის მერი.
3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საბოლოო დასკვნას და ამ დასკვნის საფუძველზე მოზადებულ განკარგულების პროექტს მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, ან იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქუჩებზე, ხეივნებზე, შესახვევებზე, ჩიხებზე, მრავალბინიან სახლებზე, სადარბაზოებზე და ბინებზე პირველად მისამართის მინიჭება, ან კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია, მაშინ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, საკითხის შესწავლასა და პროექტის მომზადებას, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადასაგზავნად უზრუნველყოფს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.“
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შენობა-ნაგებობისათვის ნუმერაციის მინიჭების დროს, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შსაბამისი სამსახური, ნუმერაციის უწყვეტობის დაცვის მიზნით, ითვალისწინებს შენობა-ნაგებობებს შორის არსებულ მიწის ნაკვეთებს და მათთვის შესაბამისი ნომრის გათვალისწინებით, ახდენს არსებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციას.“
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განცხადებას წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში მერს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსათვის წარსადგენად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.03.2018. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.155.016274.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №17, 05.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4089988/