წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2015 წლის 7 დეკემბერი ქ. წალკა |
|
1. ბინა მრავალბინიან სახლში-მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსოების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციის გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც განსაზღვრულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
5. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს საქმის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება რეკომენდაციები და კონსულტაციები გაუწიონ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო, სამედიცინო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებსაც სამუშაოდან ანაზღაურების გარეშე მათივე თანხმობით მოიწვევს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საბოლოო დასკვნას და ამ დასკვნის საფუძველზე მოზადებულ განკარგულების პროექტს მუნიციპალიტეტის გამგებელი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
2. განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ უნდა დაერთოს:
ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;
ბ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
3. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტის დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასრულებამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტის დამატების შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 10-ა, 10-ბ და ა.შ.).
4. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის, შესახვევის, ჩიხის კენტი და ლუწი ნომრების ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე, საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი.
5. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელი.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, ან იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქუჩებზე, ხეივნებზე, შესახვევებზე, ჩიხებზე, მრავალბინიან სახლებზე, სადარბაზოებზე და ბინებზე პირველად მისამართის მინიჭება, ან კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია, მაშინ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, საკითხის შესწავლასა და პროექტის მომზადებას, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადასაგზავნად უზრუნველყოფს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
7. შენობა-ნაგებობისათვის ნუმერაციის მინიჭების დროს, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შსაბამისი სამსახური, ნუმერაციის უწყვეტობის დაცვის მიზნით, ითვალისწინებს შენობა-ნაგებობებს შორის არსებულ მიწის ნაკვეთებს და მათთვის შესაბამისი ნომრის გათვალისწინებით, ახდენს არსებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციას.
2. საკრებულოს აპარატი ვალდებულია განკარგულება ნუმერაციის მინიჭების თაობაზე გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი №1 წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი