ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.03.2018 ძალადაკარგული 21.01.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010040000.35.150.016140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2018 წლის 5 მარტი

სოფ. წეროვანი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით  (დანართი №1).

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურების წესის დამტიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის  №4 დადგენილება (matsne.gov.ge,   27/01/2015,  190040000.35.150.016078).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი




დანართი №1

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის  პირებისა)  საკრებულოს წევრის   საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მიღებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და პირობებს.

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ნორმა

საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების და კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების  ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით  ყოველთვიურად.

მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის   ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი თანხა გაიცეს საკრებულოს განკარგულების საფუძველზე.

2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის  პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.

3. საკრებულოს წევრის, საკრებულოს რიგით სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან სატაბელო ფურცლით.

4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს სხდომაზე და  კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.  სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს  3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.

მუხლი 4.  საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს ყოველთვიურად, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურების წესის დამტიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის  №4 დადგენილება (matsne.gov.ge,   27/01/2015,  190040000.35.150.016078).

მუხლი 3🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი

დანართი №1
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის  პირებისა)  საკრებულოს წევრის   საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მიღებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და პირობებს.

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ნორმა
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების და კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების  ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით  ყოველთვიურად.

მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და კომისიების სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის   ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი თანხა გაიცეს საკრებულოს განკარგულების საფუძველზე.

2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის  პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.

3. საკრებულოს წევრის, საკრებულოს რიგით სხდომებსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან სატაბელო ფურცლით.

4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს სხდომაზე და  კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.  სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს  3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.

მუხლი 4.  საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს ყოველთვიურად, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.01.2022.
როდის იქნა მიღებული „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“?
„ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“ მიღებულია 05.03.2018. მიმღები ორგანო — ახალგორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010040000.35.150.016140.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.01.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.“, №6, 05.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010040000.35.150.016140 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4090969/