შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3740-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/3740-17

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2017 წლის 13 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი: შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხანა“ (ს/კ 242573746)

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია

წარმომადგენელი - თამარ მუმლაძე

მოთხოვნა – შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ გაკოტრება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,

გამოარკვია:

 2017 წლის 8 დეკემბერს შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილოებით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს, მას უძრავ-მოძრავ ქონება და დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს, ასევე სხვა საწარმოში. შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის’’ უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი – 5169,24 ლარი. კომპანიის არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ ,,აწარმოე საქართველოში’’ თანხით – 125 125,00 ლარი. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშებზე და სალაროში თანხა არ ერიცხება, ამასთან კომპანიის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხანა’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც ითხოვს შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის’’ გაკოტრებას.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია , რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო :

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე,ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

 საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და ცნობა საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი აქვს სს ლიბერთი ბანკში, თუმცა თანხა ანგარიშზე არ ერიცხება. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო დავალიანება) 5169,24 ლარის ოდენობით (იხ. შედარების აქტი და სასამართლოს გადაწყვეტილება) და არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება 125 125,00 ლარის ოდენობით (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება).

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16,მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხანას“ (ს/კ 242573746) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე გენადი მაკარიძე