„ტექნიკური რეგლამენტების - წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.020430
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტების - წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტების –
წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების – წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2014, 300160070.10.003.017891)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. ტექნიკური რეგლამენტის „წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული  სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის (დანართი №1) მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი/წიაღის მოსარგებლე სუბიექტები ვალდებულნი არიან, დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადებში ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ ელექტრონული ფორმით შევსებული საინფორმაციო ანგარიში წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. სტატისტიკური დაკვირვების ფორმები №1-01, 1-02, 1-03  და 1-04  (№3 – №6 დანართები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2🔗

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2018 წლის ანგარიშის ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ფორმით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში წარდგენისას, ლიცენზიის მფლობელს/წიაღის მოსარგებლეს ანგარიში ჩაეთვლება წარდგენილად. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რა ვადაშიც იგი ვალდებულია, 2018 წლის საინფორმაციო ანგარიში წიაღით სარგებლობის მდგომარეობის შესახებ წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით.
მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი №3

უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01

მონაცემები მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნახშირისა და მეტალებისა) ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ

ლიცენზიის ნომერი

რესურსი

წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით)

წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება

წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი

საანგარიშო პერიოდი

სამრეწველო ტიპი

მაჩვენებლის დასახელება

ზომის ერთეული

მაჩვენებელი

1

წიაღით სარგებლობისათვის მიწისა და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის მდგომარეობა ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის

1.1

ლიცენზიით გამოყოფილი მიწის და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის ფართობი

ჰა

1.2

სამთო (გეოლოგიურ) მინაკუთვნში მოქცეული სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, სახეობების ჩამონათვალი (კატეგორიებით) ლიცენზიის მიხედვით:

1.2.1.

A კატეგორია

1.2.2.

B კატეგორია

1.2.3.

C1 კატეგორია

1.2.4.

C2 კატეგორია

1.2.5.

A+B+C1+C2

1.2.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

1.3

სამთო (გეოლოგიურ) მინაკუთვნში მოქცეული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები (გეოლოგიური ან/და სამრეწველო) ლიცენზიის მიხედვით:

1.3.1.

A კატეგორია

1.3.2.

B კატეგორია

1.3.3.

C1 კატეგორია

1.3.4.

C2 კატეგორია

1.3.5.

A+B+C1+C2

1.3.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

2

საანგარიშო პერიოდში ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების მოცულობა:

2.1

ჭაბურღილის გაყვანა:

რაოდენობა

ცალი

სიგრძე

2.2

გვირაბების გაყვანა:

რაოდენობა

ცალი

სიგრძე

2.3

თხრილები:

რაოდენობა

ცალი

სიგრძე

2.4

ღარული სინჯები:

რაოდენობა

ცალი

სიგრძე

2.5

ტექნოლოგიური სინჯები:

რაოდენობა

წონა (მოცულობა)

2.6

საცდელი კარიერები:

რაოდენობა

ცალი

ფართობი

ჰა

სამთო მასა

2.7

გადახსნითი სამუშაოების მდგომარეობა (ღია წესით დამუშავებისას)

2.7.1.

ფუჭი ქანის მოხსნა

2.7.2.

მიმდინარე გადახსნის კოეფიციენტი

2.8

გამხსნელი და მოსამზადებელი გვირაბების გაყვანა (მიწისქვეშა წესით დამუშავებისას):

რაოდენობა

ცალი

სიგრძე

3

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საანგარიშო პერიოდში

3.1

სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის):

3.1.1.

A კატეგორია

3.1.2.

B კატეგორია

3.1.3.

C1 კატეგორია

3.1.4.

C2 კატეგორია

3.1.5.

A+B+C1+C2

3.1.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

3.2

საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის):

3.2.1.

A კატეგორია

3.2.2.

B კატეგორია

3.2.3.

C1 კატეგორია

3.2.4.

C2 კატეგორია

3.2.5.

A+B+C1+C2

3.2.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

3.3

სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის):

3.3.1.

A კატეგორია

3.3.2.

B კატეგორია

3.3.3.

C1 კატეგორია

3.3.4.

C2 კატეგორია

3.3.5.

A+B+C1+C2

3.3.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

3.4

თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის):

3.4.1.

A კატეგორია

3.4.2.

B კატეგორია

3.4.3.

C1 კატეგორია

3.4.4.

C2 კატეგორია

3.4.5.

A+B+C1+C2

3.4.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

3.5

საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის):

3.5.1.

A კატეგორია

3.5.2.

B კატეგორია

3.5.3.

C1 კატეგორია

3.5.4.

C2 კატეგორია

3.5.5.

A+B+C1+C2

3.5.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

3.6

თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის):

3.6.1.

A კატეგორია

3.6.2.

B კატეგორია

3.6.3.

C1 კატეგორია

3.6.4.

C2 კატეგორია

3.6.5.

A+B+C1+C2

3.6.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

4

ნარჩენები და მათი გადამუშავება

4.1

სანაყაროები:

რაოდენობა

ცალი

დაკავებული ფართობები სულ

ჰა

მათ შორის ცალკეული (ჩამოთვლით):

ჰა

4.1.1.

A კატეგორია

4.1.2.

B კატეგორია

4.1.3.

C1 კატეგორია

4.1.4.

C2 კატეგორია

4.1.5.

A+B+C1+C2

4.1.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

4.2

დროებით გამოუყენებელი (სამთო და მიწის მინაკუთვნის ფარგლებში დასაწყობებული) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა სახეობების მიხედვით:

4.2.1.

A კატეგორია

4.2.2.

B კატეგორია

4.2.3.

C1 კატეგორია

4.2.4.

C2 კატეგორია

4.2.5.

A+B+C1+C2

4.2.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

4.3

დროებით გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეული დაგროვილი სპეცსაწყობში, სახეობების მიხედვით:

4.3.1.

A კატეგორია

4.3.2.

B კატეგორია

4.3.3.

C1 კატეგორია

4.3.4.

C2 კატეგორია

4.3.5.

A+B+C1+C2

4.3.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

4.4

შლამ და კუდსაცავები:

რაოდენობა

ცალი

დაკავებული ფართობები სულ

ჰა

მათ შორის ცალკეული (ჩამოთვლით):

ჰა

4.4.1.

A კატეგორია

4.4.2.

B კატეგორია

4.4.3.

C1 კატეგორია

4.4.4.

C2 კატეგორია

4.4.5.

A+B+C1+C2

4.4.6.

P (პროგნოზული კატეგორია)

5

სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება

5.1

სანაყაროზე გადატანილის:

5.1.1.

საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის

5.1.2.

საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის

5.2

შლამ და კუდსაცავებში დაგროვილის:

5.2.1.

საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის

5.2.2.

საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის

5.3

სპეცსაწყობში დაგროვილის:

5.3.1.

საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის

5.3.2.

საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის

6

წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახადები

6.1

წიაღით სარგებლობის გადასახადი

ლარი

6.2

რეგულირების საფასური

ლარი

უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01-ის ,,მონაცემები მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნახშირისა და მეტალებისა) ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ’’  შევსების მითითებები

საერთო მითითებები:

ა) უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1–01 და მისი შევსების ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ;

ბ) ფორმა №1–01-ს ადგენენ სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტნიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას;

გ) ფორმა №1–01 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და სპეციალური სამთო-ტექნიკური, გეოლოგიურ-სამარკშეიდერო მომსახურების, აგრეთვე, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და გაანგარიშების შესაბამისად;

დ) ფორმაში მონაცემები აისახება სათანადო პუნქტების სტრიქონებში მაჩვენებლების დასახელების შესაბამისად. ზომის ერთეული სათანადო სტრიქონში შეირჩევა წიაღისეულის სახეობების მიხედვით, მარაგების გამოთვლისათვის მიღებულის შესაბამისად, ტ ან მ3;

ე) ფორმა №1–01 ივსება თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.

ლიცენზიის თაობაზე არსებული ველის შევსების წესი:

ა ) ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ნომერი;

ბ) რესურსი – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის სახეობა;

გ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფერო;

დ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება;

ე) წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი;

ვ) საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი;

ზ) სამრეწველო ტიპი – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო ტიპი;

პუნქტი 1-ის შევსების წესი:

ა) სტრიქონი 1.1-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი (ჰა/კვ.მ);

ბ) სტრიქონი 1.2-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიით განსაზღვრული ჯამური მარაგი. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 1.2-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები;

გ) სტრიქონი 1.3 -ში მიეთითება თანმდევი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ოდენობა კატეგორიების მიხედვით. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 1.3-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები;

პუნქტი 2-ის შევსების წესი:

სტრიქონებში 2.1–2.8 აისახება საანგარიშო პერიოდში ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების მოცულობები, რომელსაც განახორციელებენ წიაღით მოსარგებლეები მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების შესწავლისა და მისი შემდგომი მოპოვების პროცესში.

პუნქტი 3-ის შევსების წესი:

ა) სტრიქონი 3.1-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგები საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.1-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები;

ბ) სტრიქონი 3.2-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.2-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები;

გ) სტრიქონი 3.3-ში მიეთითება საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის დარჩენილი მარაგების ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.3 - ის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები;

დ) სტრიქონი 3.4 -ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.4 -ის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები;

ე) სტრიქონი 3.5-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტზე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.5-ის ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები;

ვ) სტრიქონი 3.6-ში მიეთითება საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის წიაღით სარგებლობის ობიექტზე თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის დარჩენილი მარაგების ოდენობა. სავალდებულოა მიეთითოს სტრიქონი 3.3 - ის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები;

მე-4, მე-5 პუნქტების შევსების წესი:

სტრიქონები 4.1–5.3 ივსება ლიცენზიანტების მიერ, რომელთა წიაღით სარგებლობა დაკავშირებულია სანაყაროების, სპეცსაწყობებისა და შლამ და კუდსაცავების არსებობასთან და ამ ობიექტებზე სასარგებლო წიაღისეულის დაგროვებასთან ან/და მათგან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებასთან. სტრიქონების შევსების წესი ანალოგიურია ზემოაღნიშნულისა.

მე-6 პუნქტის შევსების წესი:

ა) სტრიქონი 6.1-ში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის გადახდილი მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) სტრიქონი 6.2-ში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობა (რეგულირების საფასურის გადამხდელთათვის);

2. უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01

1

მონაცემები ნახშირისა და მეტალების ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით

სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ

1.1

საბადოს სახელი

1.2

მაღაროს ან უბნის დასახელება

2

სასარგებლო წიაღისეული (ფერადი და შავი მეტალები და ნახშირი)

2.1

გამადნების ტიპი

2.2

ცალკეული სახეობების ჩამონათვალი (კატეგორიებით)

2.3

წიაღისეულის საშუალო შემცველობა (%)

2.4

წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი

3

ბალანსური მარაგები დამტკიცებული მსკ–ს მიერ ცალკეული

სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით

ზომის ერთეული

მ3; კგ; ტ; გრ.

3.1

A

3.2

B

3.3

C1

3.4

B+C1

3.5

A+B+Cı

3.6

C2

4

მარაგები წინა წლის 1 იანვრის მდგომარეობით

ზომის ერთეული

მ3; კგ; ტ; გრ.

4.1

A+B+Cı

4.2

B+C1

4.3

C2

5

საანგარიშო პერიოდში ფაქტიურად მოპოვებული სასარგებლო

წიაღისეული ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით

ზომის ერთეული

მ3; კგ; ტ; გრ.

5.1

A

5.2

B

5.3

C1

5.4

B+C1

5.5

A+B+Cı

5.6

C2

5.7

ჯამი

6

ათვისების გეგმის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა

ზომის ერთეული

მ3; კგ; ტ; გრ.

7

მოპოვების დანაკარგები

ზომის ერთეული

მ3; კგ; ტ; გრ.

8

საანგარიშო პერიოდში მოპოვებული თანმდევი სასარებლო წიაღისეული

8.1

კატეგორიები

8.2

სახეობები

8.3

რაოდენობები

ზომის ერთეული

ტ.; მ3

9

მარაგების მდგომარეობა საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის ცალკეული

სახეობების და კატეგორიების მიხედვით

ზომის ერთეული

მ3; კგ; ტ; გრ.

9.1

A

9.2

B

9.3

C1

9.4

B+C1

9.5

A+B+Cı

9.6

C2

10

არასამრეწველო მარაგები

ზომის ერთეული

მ3; კგ; ტ; გრ.

10.1

A+B+Cı

10.2

C2

10.3

დამტკიცების წელი

10.4

ოქმის N

10.5

ოქმის თარიღი

უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01 ,,მონაცემები ნახშირისა და მეტალების ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ’’

შევსების მითითებები

პუნქტი 1-ის შევსების წესი:

ა) სტრიქონი 1.1-ში მიეთითება საბადოს ან გამოვლინების დასახელება;

ბ) სტრიქონი 1.2-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის უბანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შახტის სახელწოდება, სანაყარო ან საწყობის დასახელება;

პუნქტი 2-ის შევსების წესი:

ა) სტრიქონი 2.1-ში მიეთითება საბადოს ან გამოვლინების გამადნების ტიპი;

ბ) სტრიქონი 2.2-ში მიეთითება თითოეული გამადნების ტიპში შემავალი რესურსი ცალ-ცალკე კატეგორიების შესაბამისად;

გ) სტრიქონი 2.3-ში მიეთითება გამადნების ტიპში შემავალი რესურსის პროცენტული შემცველობა;

დ) სტრიქონი 2.4-ში მიეთითება წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი ლიცენზიის მიხედვით;

მე-3 პუნქტში მიეთითება მარაგების უწყებათაშორისი კომისიის მიერ დამტკიცებული ბალანსური მარაგები სამრეწველო კატეგორიების მიხედვით. სავალდებულოა მიეთითოს ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები;

მე-4 პუნქტში მიეთითება წინა წლის მდგომარეობით დარჩენილი მარაგები ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიების მიხედვით;

მე-5 პუნქტში მიეთითება საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის ოდენობა ცალკეული სახეობებისა და სამრეწველო კატეგორიების მიხედვით, როგორც ბალანსური, ისე არაბალანსური მარაგებიდან;

მე-6 პუნქტში მიეთითება ათვისების გეგმის მიხედვით საანგარიშო პერიოდში მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა;

მე-7 პუნქტში მიეთითება მოპოვების პროცესში დანაკარგების ოდენობა;

მე-8 პუნქტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზირებულ ფართობზე გარდა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის სახეობებისა, მოიპოვება ასევე სხვა სახეობის წიაღისეული. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეავსოს თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ფაქტობრივად მოპოვებული ოდენობა სამრეწველო კატეგორიების მიხედვით:

ა) სტრიქონი 8.1-ში მიეთითება თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო კატეგორიები;

ბ) სტრიქონი 8.2-ში მიეთითება იმ რესურსების ჩამონათვალი, რომელიც მოიპოვება ძირითად რესურსთან ერთად;

გ) სტრიქონი 8.3-ში მიეთითება თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა;

მე-9 პუნქტში მიეთითება საბადოს ან გამოვლინების მარაგების დარჩენილი ოდენობა ცალკეული სახეობებისა და კატეგორების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 იანვრისთვის;

მე-10 პუნქტში მიეთითება საბადოს ოქმით დამტკიცებული ბალანსგარე მარაგების ოდენობა კატეგორიების მიხედვით. სტრიქონებში 10.3 – 10.5 მიეთითება მარაგების უწყებათაშორისი კომისიის ოქმის მონაცემები.

დანართი №4

სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-02

მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა

მდგომარეობისა და შესწავლის შესახებ

ლიცენზიის ნომერი

რესურსი

წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით)

წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება

წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი

საანგარიშო პერიოდი

მაჩვენებლის დასახელება

ზომის ერთეული

მაჩვენებელი

1

წიაღით სარგებლობისათვის მიწისა და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის მდგომარეობა ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის

1.1

ლიცენზიით გამოყოფილი მიწის და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის ფართობი

ჰა

1.2

სიღრმე (ჭის ან ჭაბურღილის)

1.3

სანიტარიული დაცვის ზონები

1.4

დებიტი კატეგორიების მიხედვით:

ა)

A

ბ)

B

გ)

C1

დ)

C2

ე)

A+B+C1

ვ)

B+C1

ზ)

P

2

საბადოს სახეობა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში

2.1

საბადოს სახეობა:

2.1.1.

ბუნებრივი წყაროები

ცალი

2.1.2.

ჭები

ცალი

2.1.3.

ჭაბურღილები

ცალი

საექსპლუატაციო

სათვალთვალო

სარეზერვო

2.2

დებეტი გადაანგარიშების შემთხვევაში (კატეგორიების მიხედვით):

ა)

A

ბ)

B

გ)

C1

დ)

C2

ე)

A+B+C1

ვ)

B+C1

ზ)

P

სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-02-ის „მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა მდგომარეობისა და შესწავლის შესახებ“ შევსების მითითებები

საერთო მითითებები:

ა) ფორმა №1-02-ს ადგენენ სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტნიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას;

ბ) ფორმა №1-02 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული მაჩვენებლების, შესაბამისი წიაღით სარგებლობის ობიექტის შესახებ ინფორმაციისა და წიაღის შესწავლის პროცესში შესაძლო გადათვლილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად;

გ) ფორმაში მონაცემები აისახება სათანადო თავების სტრიქონებში მაჩვენებლების დასახელების შესაბამისად. ზომის ერთეული შეირჩევა წიაღისეულის სახეობის მიხედვით, მარაგების გამოთვლისათვის მიღებულია მ3/დღ.ღ და ტ/დღ.ღ.;

ლიცენზიის თაობაზე არსებული ველის შევსების წესი:

ა ) ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ნომერი;

ბ) რესურსი – ამ პუნქტში მიეთითება წყლის ტიპი ;

გ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფერო;

დ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება;

ე) წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი;

ვ) საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი;

ზ) სამრეწველო ტიპი – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო ტიპი;

პირველი პუნქტის შევსების წესი:

ა) სტრიქონი 1.1-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი (ჰა/კვ.მ);

ბ) სტრიქონი 1.2-ში მიეთითება ლიცენზირებული ობიექტის (ჭის ან ჭაბურღილის) სიღრმე;

გ) სტრიქონი 1.3-ში მიეთითება დასამტკიცებელი ან დამტკიცებული სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ ინფორმაცია;

დ) სტრიქონი 1.4-ში მიეთითება ლიცენზიით განსაზღვრული დებიტი მარაგების სამრეწველო კატეგორიების შესაბამისად. სავალდებულოა ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიების მითითება;

პუნქტი 2-ის შევსების წესი:

ა) სტრიქონი 2.1 - ში მიეთითება საბადოს სახეობა – ბუნებრივი წყაროს, ჭის, ჭაბურღილის რაოდენობა;

ბ) სტრიქონი 2.2-ში მიეთითება ექსპლუატაციაში მყოფი წყლითსარგებლობის ობიექტის ფაქტობრივი მარაგები სამრეწველო კატეგორიების მიხედვით. სავალდებულოა პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიების მითითება.

დანართი №5

უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-03

მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების რეჟიმული

ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების, მოპოვებისა და წიაღით სარგებლობისათვის

ლიცენზიის ნომერი

რესურსი

წიაღით სარგებლობის ობიექტის

დანიშნულება (გამოყენების მიხედვით)

წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება

წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი

საანგარიშო პერიოდი

ჭაბურღილი (წყარო, ჭა)

ფაქტიურად მოპოვებული პროდუქციის რაოდენობა

წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახადი (ლარი)

მ³/დღ.ღ

თვე

დებიტი (ათვისების გეგმის მიხედვით)

მიწისქვეშა წყლის ტემპერატურა

მიწისქვეშა წყლის დონე მიწის ზედაპირიდან მ

საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის მოცულობა

საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა

წიაღით სარგებლობის გადასახადი

რეგულირების საფასური

მ³/დღ.ღ ან ტ/დღ.ღ

C⁰

მ³/დღ.ღ ან ტ.

მ³/დღ.ღ ან ტ.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

ჯამი

სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-03-ის „მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების რეჟიმული ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების, მოპოვებისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ“ შევსების მითითებები

საერთო მითითებები:

ა) ფორმა №1-03-ს ადგენენ მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავების წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტინიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას;

ბ) ფორმა №1-03 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სარეჟიმო ჰიდროგეოლოგიური მონაცემების, წიაღით სარგებლობის განვითარებისას მოპოვებული წიაღისეულის რაოდენობის გაანგარიშებების და წიაღით სარგებლობის გადასახდელების გადახდის მდგომარეობის შესაბამისად;

ლიცენზიის თაობაზე არსებული ველის შევსების წესი:

ა ) ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ნომერი;

ბ) რესურსის ტიპი – ამ პუნქტში მიეთითება წყლის ტიპი ;

გ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში მიეთითება სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფერო;

დ) წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება;

ე) წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში მიეთითება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი;

ვ) საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი;

ცხრილის პირველ სვეტში მიეთითება თვეების ნუმერაცია;

ცხრილის მე-2 სვეტში მიეთითება ათვისების გეგმის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა თვეების მიხედვით;

ცხრილის მე-3 სვეტში მიეთითება ჭაბურღილის/წყაროს/ჭის წყლის ტემპერატურა;

ცხრილის მე-4 სვეტში მიეთითება ჭაბურღილის/წყაროს/ ჭის წყლის დონე ზედაპირიდან;

ცხრილის მე-5 სვეტში მიეთითება საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის მოცულობა;

ცხრილის მე-6 სვეტში მიეთითება საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა;

ცხრილის მე-7 სვეტში მიეთითება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საანგარიშო პერიოდში გადახდილი მოსაკრებლის ჯამური ოდენობა;

ცხრილის მე-8 სვეტში რეგულირების საფასურის გადამხდელი ლიცენზიის მფლობელის მიერ მიეთითება საანგარიშო პერიოდში გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობა;

დანართი №6

უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-04

მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ

N

მაჩვენებლის დასახელება

ზომის ერთეული

მაჩვენებელი

1

2

3

4

1

სამთო მინაკუთვნი

1.1

ფართობი/მოცულობა

ჰა/ მ3

2

მიწის მინაკუთვნი

ჰა

2.1

ლიცენზიით გაცემული

2.2

ფაქტობრივად დაკავებული მიწის ფართობი

3

ობიექტის მშენებლობის ვადები

წელი, თვე,რიცხვი

3.1

დაწყება/დამთავრება

4

ობიექტების ძირითადი პარამეტრები:

მ3

4.1

სიგრძე

4.2

სიგანე

4.3

სიმაღლე

4.4

კვეთი:

4.4.1

წიაღში შექმნილი სიცარიელის

მ2

4.4.2

სინათლეში

მ2

4.5

დახრის კუთხე

გრადუსი

5

შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა:

5.1

წიაღიდან ამოღებული სამთო მასა

მ3

5.2

წიაღში განთავსებული ნაგებობა

5.3

მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეები

(მშენებლობით ათვისებული სივრცე)

6

მშენებლობისას დარღვეული მიწის ფართობი

ჰა

6.1

მიწის ნაყოფიერი ფენის მოცულობა

მ3

6.2

მოხსნილი

6.3

დასაწყობებული

7

ამოღებული სამთო მასის განთავსება სანაყაროს პარამეტრები:

7.1

სიგრძე

7.2

სიგანე

7.3

სიმაღლე

7.4

მოცულობა

მ3

7.5

დაკავებული ფართობი

მ2

8

ობიექტის ექსპლუატაციის ვადები

წელი, თვე,რიცხვი

8.1

დასაწყისის/დასასრულის

9

ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის ჩატარების ვადები მათი სახეობების   მიხედვით. საპროექტო/ფაქტობრივი.

წელი, თვე,რიცხვი

10

ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის შედეგები:

შემოწმებული მოცულობა

მ3

10.1

სიგრძე

10.2

ფართობი

მ3

11

ტექნიკურად მდგრადი უბნები

მ3

11.1

ფარდობა მთლიანად მოცულობასთან

%

12

მცირედ დაზიანებული უბნები

მ3

12.1

ფარდობა მთლიან მოცულობასთან

%

13

ავარიული უბნები

მ3

13.1

ფარდობა მთლიან მოცულობასთან

%

14

ჩატარებული სარემონტო სამუშაოები

მ3

15

წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელები

ლარი

სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-04-ის მონაცემები „მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ“ შევსების მითითებები

საერთო მითითებები:

ა) ფორმა №1-04-ს ადგენენ მიწისქვეშა სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტინიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას;

ბ) ფორმა №1-04 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და შესაბამისი წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სამთო-ტექნიკური, გეოლოგიურ-სამარკშეიდერო მომსახურების, აგრეთვე, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად.