„ტექნიკური რეგლამენტების − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03 და 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 96%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №230 |
|
2019 წლის 17 მაისი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტექნიკური რეგლამენტების − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიშის) წესის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, №1-02, №1-03 და №1-04) დამტკიცების თაობაზე“.
2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტექნიკური რეგლამენტი − წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესი (დანართი №2).“.
3. დადგენილებით დამტკიცებული №2, №3, №4, №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
📎 დანართები (1)
230-danarti.doc DOC ⬇
დანართი №2
ტექნიკური რეგლამენტი
წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემის და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს მყარი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტების შემუშავებასთან და წარმოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ლიცენზიის მფლობელი წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტს (შემდგომში – პროექტი) შეიმუშავებს ამ ტექნიკური რეგლამენტით და ამ სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. ლიცენზიის მფლობელი წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმას (შემდგომში – გეგმა) შეიმუშავებს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და ამ სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
4. ლიცენზიის მფლობელი წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიურ სქემას (შემდგომში – ტექნოლოგიური სქემა) შეიმუშავებს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და ამ სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, თუ ლიცენზიით დადგენილი მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა არ აღემატება 50 000 მ3-ს/70 000ტ-ს (გარდა ლითონური სასარგებლო წიაღისეულისა).
მუხლი 2. მიზანი და ამოცანა
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია განისაზღვროს პროექტის, გეგმისა და ტექნოლოგიური სქემის შემუშავებასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა გარემოზე ზემოქმედების შერბილება და სამთო-მოპოვებითი დარგის პასუხისმგებლიან მოპოვებაზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფა.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არალითონური სასარგებლო წიაღისეული – სამთოქიმიური ნედლეული, ცეცხლგამძლე, ელექტროტექნიკური, პიეზოოპტიკური, თბო და ბგერათსაიზოლაციო, მჟავაგამძლე და ტუტემდეგი ნედლეული, საშენი მასალები, ძვირფასი, სანაკეთო და ტექნიკური ქვები და სხვა სასარგებლო წიაღისეული, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ან მადნიან, ან საწვავ ან მიწისქვეშა წყლებს;
ბ) ლითონური სასარგებლო წიაღისეული – თვითნაბადი ლითონები, შავი, ფერადი, იშვიათი, რადიოაქტიური ლითონების და იშვიათი მიწაელემენტების მადნები;
გ) წიაღით სარგებლობის ობიექტი (შემდგომში – ობიექტი) – ტერიტორია ლიცენზიით განსაზღვრული X და Y კოორდინატების ფარგლებში სადაც ხორციელდება ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;
დ) კონსერვაცია – წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან მის რომელიმე ნაწილზე წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების დროებითი ან მუდმივი შეჩერება, ისეთი აუცილებელი ღონისძიებების გატარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების განახლების შესაძლებლობას;
ე) ლიკვიდაცია – წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან მის რომელიმე ნაწილზე წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების საბოლოო შეჩერება ისეთი აუცილებელი ღონისძიებების გატარებით, რომლებიც გამორიცხავენ ლიკვიდირებულ მიწისქვეშა გვირაბებში დაშვებას, უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, შენობა-ნაგებობების და კომუნიკაციების უსაფრთხო მდგომარეობას.
მუხლი 4. მყარი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ობიექტის პროექტის შინაარსი
1. მყარი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ობიექტის პროექტი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლით განსაზღვრულ: შესავალს, მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან, მოპოვებასთან, გადამუშავებასთან, ქიმიური ნივთიერებების, ფეთქებადსაშიში მასალების და ადვილად აალებადი პროდუქტების მონიტორინგთან, რისკების მართვასთან, კონსერვაციასთან, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაციასთან/დახურვასთან, ეკონომიკურ ნაწილთან, ნარჩენების მართვასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. პროექტი შედგენილი უნდა იყოს ტექსტის სახით, შესაბამისი გრაფიკული და ცხრილური დანართ(ებ)ით.
3. პროექტის შესავალში აისახება ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ა) პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს მოკლე მიმოხილვას ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;
ბ) მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა;
გ) ობიექტის ადგილმდებარეობა;
დ) მონაცემები ობიექტის მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზ(ებ)ის, სარკინიგზო ხაზ(ებ)ის და პორტ(ებ)ის შესახებ;
ე) მონაცემები ობიექტის მიმდებარედ არსებული ელექტროგადამცემი ხაზ(ებ)ის, წყალმომარაგების სისტემ(ებ)ის და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ, მათ შორის მანძილი უახლოესი დასახლებული პუნქტიდან;
ვ) მონაცემები მოპოვების ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შესახებ;
ზ) პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების აღწერა, შესაბამისი ვადების მითითებით;
თ) მონაცემები პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული კლიმატური პირობების შესახებ;
ი) მონაცემები პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ბიომრავალფეროვნების შესახებ;
კ) მონაცემები პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
ლ) ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებული ტერიტორიის მიმდებარედ არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ.
4. პროექტში აისახება მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ა) ობიექტთან დაკავშირებული ფონური ინფორმაცია: გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, მინერალოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემები;
ბ) ობიექტთან დაკავშირებული კარტოგრაფიული მასალა (რაიონის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რუკები, წიაღით სარგებლობის ობიექტის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რუკები, ტოპოგრაფიული რუკა X და Y კოორდინატების ჩვენებით WGS-1984-ით და H-სასიმაღლო ნიშნულებით, ლიცენზირებული ობიექტის სამთო და მიწის მინაკუთვნის კონტურების ჩვენებით), ტექნიკური ნახაზები სათანადო ჭრილებით და პასპორტებით;
გ) ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი გრაფიკული და ცხრილური დანართ(ებ)ი:
გ.ა) მიწის ზედაპირის ტოპოგრაფიული რუკა/ტოპოგრაფიული გეგმა, წიაღით სარგებლობის ობიექტის საზღვრების (სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნების კონტურების) და პროექტის შედგენის მომენტისათვის არსებული მდგომარეობის დატანით;
გ.ბ) თუ ობიექტი შესწავლილია, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის კონტურები გეგმაზე და ჭრილებზე, სასარგებლო წიაღისეულის სახეობებისა და ტიპების ან მათ ნაირსახეობების მიხედვით, თუ ასეთი არსებობს. წიაღით სარგებლობის, მათ შორის, საბადოს გახსნის სქემა. გასაყვანი საძიებო ჭაბურღილების, შურფების, თხრილების და სხვა ადგილმდებარეობის და პარამეტრების ჩვენებით. წიაღით სარგებლობის განვითარების სქემა წინასწარი შესწავლის გარეშე მოპოვებითი სამუშაოების წარმოებითა და შედეგად გახსნილი წიაღის უბნების შესწავლით. აღნიშნული დოკუმენტები პროექტებში შეიტანება ლიცენზიით განსაზღვრული წიაღით სარგებლობის სახისა და დანიშნულების შესაბამისად;
გ.გ) მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების (მისასვლელი და მინაკუთვნის შიდასარგებლობის გზები, ჭაბურღილები, საკაპტაჟე ნაგებობები, თხრილები, შურფები, კარიერები, გვირაბები და სხვ.), აგრეთვე, წიაღით სარგებლობისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების და სისტემების განთავსება, მათი კონსტრუქცია და ელემენტები, გადასახსნელი ფუჭი ქანების სანაყაროების, მოპოვებული ძირითადი და დროებით გამოუყენებული სასარგებლო წიაღისეულის საწყობების და სამთო საწარმოთა სხვა ნარჩენების განთავსების ადგილმდებარეობა და კონსტრუქციული ელემენტები. კარიერების, ტრანშეების, გვირაბების და სხვა მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების მდგომარეობის ამსახველი გრაფიკული დოკუმენტები წიაღით სარგებლობის დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების მომენტისათვის. გრაფიკული მასალებიდან უნდა ჩანდეს, თუ როგორ არის განთავსებული წიაღში მიწისქვეშა ნაგებობები;
გ.დ) საწარმო ნარჩენების სანაყაროების და სასარგებლო წიაღისეულის საწყობების გრაფიკულ დოკუმენტაციაზე უნდა იყოს მათი მოხაზულობა და კონსტრუქცია (იარუსების რაოდენობა, მათი სიმაღლე, დამცავი ბერმების სიგანე, იარუსის საფეხურისა და ნაგებობების ბორტის დახრის კუთხეები);
გ.ე) ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ძირითადი პარამეტრები, მუხტების განლაგების და აფეთქების ქსელის მონტაჟის სქემა, მათი კომუტაციის თანმიმდევრობა, მონგრეული ქანის განფენის ზომები, აფეთქებისას საფრთხის შემცველი ზონების რადიუსები და საგუშაგოების ადგილმდებარეობა და სხვა;
გ.ვ) საბადოთა მიწისქვეშა დამუშავებისას ყველა ცალკეული საშახტო(მაღაროს) უბნის, ველის, მომზადების, დამუშავების, ჭერის მართვის ძირითადი პარამეტრები, გვირაბების გაყვანა-გამაგრების პასპორტები, ელექტრო და წყალმომარაგების, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის, ტრანსპორტის და წყალამოღვრის სქემები სათანადო ანგარიშებითა და შესატყვისი დანადგარებისა და აღჭურვილობის ჩვენებით;
გ.ზ) გრაფიკული მასალა შემუშავებული და წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთ მასშტაბში, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი დანიშნულების შესაბამისი მონაცემების მკვეთრი წარმოჩენა. გრაფიკულ მასალებზე უნდა იყოს მოცემული ყველა საჭირო პირობითი აღნიშვნა და განმარტება;
დ) მონაცემები საექსპლუატაციო ტერიტორიის უბნებად დაყოფის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ცნობები სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიური მარაგების და სამრეწველო მარაგების შესახებ კატეგორიების მიხედვით და, ჯამში, ცნობები დანაკარგების და ამოღების კოეფიციენტის შესახებ. ასევე ცნობები სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ გეოლოგიური ბლოკების მიხედვით და ინფორმაციას თანმდევი წიაღისეულის შესწავლილობის ხარისხის და მარაგების შესახებ;
ვ) ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოების აღწერა, მათ შორის ხე-მცენარეებისგან, შენობა-ნაგებობებისგან;
ზ) მონაცემები დამხმარე შენობა-ნაგებობების შესახებ;
თ) მონაცემები კუდსაცავების, გამოსატუტი მოედნების და სანაყაროების შესახებ.
5. პროექტში აისახება მოპოვებასთან დაკავშირებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ა) მადნის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები;
ბ) ზომა, ფორმა და სიღრმე მადნიანი სხეულის;
გ) სამთო მასის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და გეოდინამიკური პირობები;
დ) მიწისზედა და/ან მიწისქვეშა სამუშაოები;
ე) ღია კარიერული წესით მოპოვების შემთხვევაში:
ე.ა) ნაყოფიერი ფენის მოცულობა და მისი შენახვის პირობები;
ე.ბ) მონაცემები ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პარამეტრების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე.გ) კარიერის გადახსნითი სამუშაოების მოცულობა და აღწერა;
ე.დ) კარიერის სიღრმის მაჩვენებელი;
ე.ე) მონაცემები ფერდის/ბორტის და კარიერის გენერალური, დახრის კუთხის დასაბუთება/გაანგარიშების შესახებ;
ე.ვ) საფეხურების სიმაღლის მაჩვენებელი და შესაბამისი დასაბუთება/გაანგარიშება;
ე.ზ) დასამუშავებელი სამთო მასის ჯამური მასა/მოცულობა ტ/მ3 (წიაღისეული და ფუჭი ქანი, კუდები);
ე.თ) მონაცემები თანმდევი წიაღისეულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე.ი) მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირების მეთოდებისა და საშუალებების აღწერა;
ე.კ) ობიექტის დამუშავების პერიოდში წყლის გაწმენდითი სამუშაოების აღწერა;
ე.ლ) კარიერის ამოშრობის და წყალამოღვრის ტექნოლოგიების აღწერა;
ვ) მიწისქვეშა წესით მოპოვების შემთხვევაში:
ვ.ა) მიწისქვეშა სამთო საწარმოს კატეგორია;
ვ.ბ) მიწისქვეშა (შახტა, მაღარო) მოპოვების მიზნით გვირაბების გაყვანა-გამაგრების მეთოდები და გაანგარიშებები;
ვ.გ) ფეთქებადსაშიში და მომწამვლელი აირების გამოყოფის, ასევე სამთო დარტყმების და უეცარი გამოტყორცნების ალბათობა;
ვ.დ) დასამუშავებელი სამთო მასის ჯამური მასა/მოცულობა ტ/მ3 (წიაღისეული; ფუჭი ქანი და კუდები);
ვ.ე) მონაცემები თანმდევი წიაღისეულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ.ვ) მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირების მეთოდებისა და საშუალებების აღწერა;
ვ.ზ) ობიექტის დამუშავების პერიოდში წყლის გაწმენდითი სამუშაოების აღწერა;
ვ.თ) ამოშრობის და წყალამოღვრის ტექნოლოგიების აღწერა;
ვ.ი) ტერიტორიის სეისმოლოგიური ინფორმაცია.
6. პროექტში აისახება გადამუშავების მეთოდებთან დაკავშირებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ა) მადნის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, მათ შორის მარცვლის ზომა, სიმკვრივე, მაგნიტური თვისებები, ფერი, ზედაპირული დაძაბულობა, ფორიანობა;
ბ) მსხვრევის მეთოდებისა და პროცესის აღწერა;
გ) გადამამუშავებელი დანადგარის სიმძლავრე და საწარმოს დღიური მაჩვენებელი;
დ) გრავიტაციული გამდიდრება;
ე) ფლოტაცია;
ვ) დახარისხება;
ზ) მაგნიტური სეპარაცია;
თ) გამოტუტვა;
ი) ფილტრაცია;
კ) გადამუშავებისას გამოყენებული ქიმიური რეაგენტები.
7. პროექტი უნდა შეიცავდეს ქიმიური ნივთიერებების, ფეთქებადსაშიში მასალების და ადვილად აალებადი პროდუქტების მონიტორინგთან დაკავშირებულ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას:
ა) წარმოებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებების აღწერა;
ბ) სახეობების აღწერა;
გ) მონაცემები რაოდენობის შესახებ;
დ) გადაზიდვის მეთოდისა და პროცესის აღწერა;
ე) შენახვისა და გამოსატუტ მოედნამდე მიტანის უსაფრთხოების ზომების აღწერა;
ვ) მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების ზომების აღწერა;
ზ) სახიფათო ნარჩენების საწყობისა და უსაფრთხოების აღწერა;
თ) დაღვრის პრევენციის გეგმა;
ი) ფეთქებადსაშიში მასალების განთავსების, მათ შორის მუდმივი, დროებითი და მოკლევადიანი საწყობების უსაფრთხოების აღწერა;
კ) ადვილადაალებადი პროდუქტების, მათ შორის დიზელის, ბენზინისა და საწვავ-საპოხი მასალების აღწერა.
8. პროექტი უნდა მოიცავდეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სტრატეგიებს რისკების მართვისა და შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) წიაღით სარგებლობის ობიექტის ძირითადი ნაწილების (ობიექტის), მათ შორის კუდსაცავის მოედნ(ებ)ისათვის, სანაყაროსათვის და გამოტუტვის მოედნ(ებ)ისათვის;
ბ) პოტენციური მეწყრებისათვის, ღვარცოფებისათვის, ჭარბი ნალექების მოსვლის შემთხვევისათვის, მიწისძვრებისათვის, ბუნებრივი ხანძრებისათვის, გაჟონვისა და ეროზიის შემთხვებისათვის;
გ) ტოქსიკური ნივთიერებების დაღვრის შემთხვევ(ებ)ისათვის.
9. პროექტში აისახება კონსერვაციასთან დაკავშირებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ა) წიაღით სარგებლობის ობიექტის დროებითი კონსერვაციის პირობები;
ბ) ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ზომები;
გ) ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ზომები;
დ) კომუნალური სისტემების შენარჩუნება;
ე) გამოტუტვის მოედნის, კუდსაცავის, სანიაღვრე წყლების სისტემის ოპერირების რეჟიმის შესახებ.
10. პროექტში აისახება სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაციასთან/დახურვასთან დაკავშირებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ა) ტერიტორიის აღდგენის სქემა (გრაფიკული დიზაინი);
ბ) რევეგეტაციის პროცესი;
გ) ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხი;
დ) საჭიროების შემთხვევაში წყლის გამწმენდი ნაგებობა;
ე) სანიაღვრე წყლების მართვა;
ვ) ობიექტის სხვადასხვა კომპონენტის სტაბილურობა;
ზ) ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ზომები;
თ) ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ზომები.
11. პროექტი უნდა შეიცავდეს ეკონომიკურ ნაწილს, რომელშიც აისახება მოპოვებასთან დაკავშირებული სავარაუდო ფინანსური დანახარჯები და საწარმოს ეკონომიკური მაჩვენებლები.
12. პროექტს თან უნდა ახლდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეთანხმებული რეკულტივაციის პროექტი, მათ შორის ეტაპობრივი რეკულტივაციის შემთხვევაში.
13. პროექტი უნდა მოიცავდეს ნარჩენების, მათ შორის სამთო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. პროექტი უნდა ასახავდეს გარემოსდაცვითი საკითხებთან დაკავშირებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას:
ა) ფიზიკურ გარემოზე; ზედაპირულ და მიწისქვეშა წყალზე; ჰაერის ხარისხზე; ნიადაგზე; გეოლოგიურ გარემოზე (გეოსასიშროებები); ლანდშაფტზე და ხედზე; ფაუნაზე და ფლორაზე; სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების აღწერა;
ბ) პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ფაზებისთვის განსაზღვრული შემარბილებელი ღონისძიებების აღწერა.
15. პროექტს თან უნდა ახლდეს ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა (გარდა მდინარეზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოზე ან გამოვლინებაზე ლიცენზიის ფლობის, ასევე ზედაპირული აკრეფის წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევისა). აღნიშნული დასკვნა გაცემული უნდა იქნეს ლიცენზიის მფლობელის მიერ უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ.ე“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის ,,ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის ასახვა წარდგენილ პროექტში არ ათავისუფლებს პირს ამგვარი სამუშაოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის აღების ვალდებულებისგან.
მუხლი 5. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის შემუშავება, ცვლილება და განახლება
1. იმ სამთომოპოვებითი საქმიანობებისათვის, რომლებიც არ საჭიროებენ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია პროექტი შეიმუშაოს და მოპოვების საქმიანობის დაწყებამდე ინფორმაციის სახით წარადგინოს სსიპ „წიაღის ეროვნულ სააგენტოში“, რომელიც, თავის მხრივ, ამოწმებს პროექტის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, 10 კალენდარული დღის ვადაში, აცნობებს ამის თაობაზე ლიცენზიის მფლობელს.
2. იმ სამთომოპოვებით საქმიანობებზე, რომლებიც საჭიროებენ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, პროექტი უნდა შემუშავდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოპოვების პროცესში ხორციელდება ან შესაძლოა განხორციელდეს ისეთი სამუშაოები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პროექტით, ან/და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა გარემოსდაცვითი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი ზომების მიღება, პროექტში უნდა განხორცილდეს შესაბამისი ცვლილება.
4. იმ შემთხვევაში, თუ წიაღისეულის ერთი ობიექტით სარგებლობს რამდენიმე ლიცენზიის მფლობელი, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის ერთი საბადო წიაღით რამდენიმე მოსარგებლემ უნდა დაამუშაოს ისეთი პროექტით ან/და სქემით, რომელშიც ჩამოყალიბდება მომიჯნავე უბნებით სარგებლობის წესი, რათა საპროექტო გადაწყვეტამ, კანონმდებლობის და ლიცენზიის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს წიაღით რაციონალური სარგებლობისა და მისი დაცვის საფუძვლების ჩამოყალიბება.
მუხლი 6. წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმის შემუშავება და შინაარსი
1. წიაღით მოსარგებლემ, რომელიც ახორციელებს წიაღისეულის შესწავლას, წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრულ ვადებში ყოველწლიურად უნდა შეიმუშაოს წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმა და ინფორმაციის სახით წარადგინოს სსიპ „წიაღის ეროვნულ სააგენტოში“.
2. წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმა შედგენილი უნდა იყოს ტექსტის სახით და თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
3. ტექსტში ასახული უნდა იყოს:
ა) სალიცენზიო ტერიტორიის არსებული გეოდინამიკური მდგომარეობა;
ბ) გეოლოგიური შესწავლის მიმართულებების დასაბუთება;
გ) შრომისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე, ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
დ) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული (მისასვლელი გზები, მოსაწყობი მოედნები და სხვა) სამუშაოების აღწერა;
ე) ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და სოციალური პროექტების აღწერა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. გეგმა-გრაფიკი უნდა მოიცავდეს:
ა) ჭაბურღილების, თხრილების, გვირაბების და სხვა სამთო გამონამუშევრების გაყვანის კალენდარულ გეგმას;
ბ) ლაბორატორიული კვლევებისათვის ასაღები სინჯების გეგმა-გრაფიკს;
გ) ინფრასტრუქტურული სამუშაოების გეგმა -გრაფიკს;
დ) ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებების და სოციალური პროექტების გეგმა-გრაფიკს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას შესასრულებელ სამუშაოთა სახეობების მიხედვით.
მუხლი 7. წიაღის შესწავლის სამუშაოთა გეგმის შესრულების ანგარიშის შინაარსი
1. წიაღით მოსარგებლემ, რომელიც ახორციელებს წიაღის შესწავლას, წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრულ ვადებში ყოველწლიურად უნდა წარმოადგინოს წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა განვითარების გეგმის შესრულების ანგარიში სსიპ „წიაღის ეროვნულ სააგენტოში“.
2. წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა განვითარების გეგმის შესრულების ანგარიში შედგენილი უნდა იყოს ტექსტის სახით, თანდართული ანალიტიკური და გრაფიკული მასალებით.
3. ტექსტში ასახული უნდა იყოს საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ფინანსური დანახარჯების მითითებით.
4. ანალიტიკურ მასალებში მოცემული უნდა იყოს სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით.
5. გრაფიკული მასალა შედგენილი უნდა იყოს საანგარიშო პერიოდში შესრულებული წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა განვითარების გეგმით, მათ შორის ჭაბურღილების, სადაზვერვო გვირაბების, თხრილების და სხვა მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების მდგომარეობისა და მათი გაყვანის შედეგად მიღებული და ჰიდროგეოლოგიური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტებით.
მუხლი 8. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემის შემუშავება და შინაარსი
1. იმ შემთხვევაში, თუ წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავება ხორციელდება ღია კარიერული წესით, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე და ლიცენზიით დადგენილი მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა არ აღემატება 50 000 მ3-ს/70 000 ტონას (გარდა ლითონური სასარგებლო წიაღისეულისა), მოპოვების საქმიანობის დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელი შეიმუშავებს და ინფორმაციის სახით სსიპ „წიაღის ეროვნულ სააგენტოში“ წარადგენს წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების გამარტივებულ პროექტს – ტექნოლოგიურ სქემას, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემა წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შევსებული დანართი №1-ში მოცემული ცხრილის სახით.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისათვის
ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
| |წიაღით სარგებლობის ობიექტის ტექნოლოგიური სქემა | |
| | |ფორმა #__________ |
| |
|ლიცენზიის ნომერი |
| |
| |
|წიაღით მოსარგებლე სუბიექტის სახელწოდება |
| |
| |
|საიდენტიფიკაციო ნომერი |
| |
| |
|მისამართი, ტელეფონი |
| |
| |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება |
| |
| |
|წიაღით სარგებლობის სახე |
| |
|☐ახალი/☐მიმდინარე წიაღით სარგებლობა |
|(მონიშნეთ ერთ-ერთი) |
| |
| |
|წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი |
| |
| |
|საქმიანობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა |
| |
| |
|სრული რეკულტივაციის დასრულების სავარაუდო თარიღი |
| |
| |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიურ სქემა ინფორმაციის სახით წარმოადგინა: |
| |
| |
|სახელი; გვარი |
| |
| |
|თანამდებობა |
| |
| |
|ხელმოწერა |
| |
| |
|წარმოდგენის თარიღი |
| |
| |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემის შინაარსი |
| |
|ზოგადი ინფორმაცია |
| |
|1.1 ლიცენზირებულ ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების აღწერა შესაბამისი ვადების მითითებით |
| |
| |
|1.2 მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა |
| |
| |
|1.3 ლიცენზირებული ობიექტის ადგილმდებარეობა |
| |
| |
|1.4 მონაცემები ობიექტის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ, მათ შორის, მანძილი უახლოესი დასახლებული პუნქტიდან |
| |
| |
|1.5 მონაცემები მოპოვების ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შესახებ |
| |
| |
|1.6 მონაცემები ლიცენზირებული ობიექტის მიმდებარედ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ |
| |
| |
|1.7 ლიცენზირებული ობიექტის მიმდებარედ არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ |
| |
| |
|ფონური ინფორმაცია |
| |
|2.1 გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემები |
| |
| |
|კარტოგრაფიული მასალა |
| |
|3.1 რაიონის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რუკები |
| |
| |
|3.2 წიაღით სარგებლობის ობიექტის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რუკები |
| |
| |
|3.3 ტოპოგრაფიული რუკა X და Y კოორდინატების ჩვენებით WGS-1984-ით და H-სასიმაღლო ნიშნულებით, ლიცენზირებული ობიექტის კონტურების ჩვენებით |
| |
| |
|3.4 ტექნიკური ნახაზები სათანადო ჭრილებით და პასპორტებით |
| |
| |
|3.5 ცხრილური დანართ(ებ)ი |
| |
| |
|მონაცემები საექსპლუატაციო ტერიტორიის უბნებად დაყოფის შესახებ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
| |
|მონაცემები სანაყაროების შესახებ |
| |
|5.1 წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიურ სქემას თან უნდა ახლდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად|
|შეთანხმებული სანაყაროების პროექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში |
| |
| |
|მოპოვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია |
| |
| |
|6.1 ნაყოფიერი ფენის მოცულობა და მისი შენახვის პირობები; |
| |
| |
|6.2 მონაცემები ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პარამეტრების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; |
| |
| |
|6.3 კარიერის გადახსნითი სამუშაოების მოცულობა და აღწერა; |
| |
| |
|6.4 კარიერის სიღრმის მაჩვენებელი; |
| |
| |
|6.5 მონაცემები ფერდის/ბორტის და კარიერის გენერალური, დახრის კუთხის დასაბუთება/გაანგარიშების შესახებ; |
| |
| |
|6.6 საფეხურების სიმაღლის მაჩვენებელი და შესაბამისი დასაბუთება/გაანგარიშება; |
| |
| |
|6.7 დასამუშავებელი სამთო მასის ჯამური მასა/მოცულობა ტ/მ3 (წიაღისეული და ფუჭი ქანი); |
| |
| |
|6.8 მონაცემები თანმდევი წიაღისეულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; |
| |
| |
|6.9 მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირების მეთოდების და საშუალებების აღწერა |
| |
| |
|გარემოს დაცვის ღონისძიებები |
| |
| |
|7.1 ობიექტის დამუშავების პერიოდში წყლის გაწმენდითი სამუშაოების აღწერა |
| |
| |
|7.2 ნარჩენების, მათ შორის სამთო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
| |
| |
| |
|7.3 წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიურ სქემას თან უნდა ახლდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეთანხმებული რეკულტივაციის პროექტი,|
|გარდა ეტაპობრივი რეკულტივაციის შემთხვევისა. |
| |
| |
| |
დანართი N3
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა 1-01
მონაცემები ნახშირისა და მეტალების ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ
|ნახშირი და მეტალები | | | |
| | | | |
|საანგარიშო პერიოდი | | | |
| | | | |
|ლიცენზიის ნომერი | | | |
| | | | |
|წიაღის სარგებლობის დაწყების თარიღი | | | |
| | | | |
|წიაღის სარგებლობის ობიექტის (საბადოს) დასახელება | | | |
| ლიცენზიით გამოყოფილი ფართობი | კვ.მ, ჰა | | |
|მაღაროს ან უბნის ჩამონათვალი | | | |
|2 |ბალანსური მარაგები დამტკიცებული მსკ–ს მიერ ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით | |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|2.1 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|2.15 |კატეგორია |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|2.17 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|2.31 |კატეგორია |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|3.1 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|3.15 |კატეგორია |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|3.17 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|3.31 |კატეგორია |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|4.1 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|4.15 |კატეგორია |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|4.17 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|4.31 |კატეგორია |
|5.1 |საანგარიშო პერიოდში ათვისების გეგმის მიხედვით მოსაპოვებელი მადნის მოცულობა |5.2 |საანგარიშო პერიოდში ათვისების გეგმის მიხედვით მოსაპოვებელი | |
| | | |მეტალის მოცულობა | |
| | |
|6.1 |მოპოვების დანაკარგი |6.2 |გადამუშავების დანაკარგი | |
| | | |
| | |
| |ნედლეული | | |
|7.1 |A |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|8.1 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|8.15 |კატეგორია |
| |მადანი (ტიპების მიხედვით) | |მეტალი |
|8.17 |A |მ3; კგ; ტ; გრ. |
|8.31 |კატეგორია |სახეობა |ზომის ერთეული |რაოდენობა |
| | | | | |
|10.1 | მადანი | | | | |
| |ტიპი |ზომის ერთეული |რაოდენობა | | |
| |მეტალი |ზომის ერთეული |რაოდენობა |
|11.1 | მადანი | | | | |
| |ტიპი |ზომის ერთეული |რაოდენობა | | |
| |მეტალი |ზომის ერთეული |რაოდენობა | | | |
| | შლამი და კუდსაცავი (დასახელება) |დაკავებული ფართობი სულ |მოცულობა | | |
| | | |(ნედლეულის | | |
| | | |მოცულობა) | | |
| | | | | | |
|13.1 |ჭაბურღილების გაყვანა: | | | | | | |
|13.2 |რაოდენობა/სიგრძე |ცალი/მ | | | | | |
|13.3 |გვირაბების გაყვანა: | | | | | | |
|13.4 |რაოდენობა/სიგრძე |ცალი/მ | | | | | |
|13.5 |თხრილები: | | | | | | |
|13.6 |რაოდენობა/სიგრძე |ცალი/მ | | | | | |
|13.7 |ღარული სინჯები: | | | | | | |
|13.8 |რაოდენობა/სიგრძე |ცალი/მ | | | | | |
|13.9 |ტექნოლოგიური სინჯები: | | | | | | |
|13.10 |რაოდენობა/წონა (მოცულობა) |ცალი/კგ.; ტ.; მ3 | | | | | |
|13.11 |საცდელი კარიერები: | | | | | | |
|13.12 |რაოდენობა |ცალი | | | | | |
|13.13 |ფართობი |ჰა | | | | | |
|13.14 |სამთო მასა |ტ.; მ3 | | | | | |
|13.15 |გადახსნითი სამუშაოების მდგომარეობა (ღია წესით | | | | | | |
| |დამუშავებისას) | | | | | | |
|13.15 |ფუჭი ქანის მოხსნა |ტ.; მ3 | | | | | |
|13.16 |მიმდინარე გადახსნის კოეფიციენტი |მ3/ტ | | | | | |
| | |მ3/მ3 | | | | | |
|13.17 |გამხსნელი და მოსამზადებელი გვირაბების გაყვანა | | | | | | |
| |(მიწისქვეშა წესით დამუშავებისას): | | | | | | |
|13.18 |რაოდენობა/სიგრძე | |ცალი/მ | | | |
|15 |ოქმის N | | | | | |
|17.1 |წიაღისეულით სარგებლობის | |
| |გადახდილი მოსაკრებლის | |
| |რაოდენობა | |
| | | |
|რესურსის სახეობა | | |
| | | |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) | | |
| | | |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება | | |
| | | |
|წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი | | |
| | | |
|საანგარიშო პერიოდი | | |
| | | |
|სამრეწველო ტიპი | | |
|მაჩვენებლის დასახელება |ზომის ერთეული |მაჩვენებელი |
|წიაღით სარგებლობისათვის მიწისა და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის მდგომარეობა ლიცენზიის გაცემის მომენტისათვის |
|ლიცენზიით გამოყოფილი მიწის და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის ფართობი |ჰა | |
|სამთო (გეოლოგიურ) მინაკუთვნში მოქცეული სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, სახეობების ჩამონათვალი (კატეგორიებით) ლიცენზიის მიხედვით: |მ3; ტ; კგ | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|სამთო (გეოლოგიურ) მინაკუთვნში მოქცეული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები (გეოლოგიური ან/და სამრეწველო) ლიცენზიის მიხედვით: |მ3; ტ; კგ | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|საანგარიშო პერიოდში ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების მოცულობა: |
| |
|ჭაბურღილის გაყვანა: | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|სიგრძე |მ | |
|გვირაბების გაყვანა: | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|სიგრძე |მ | |
|თხრილები: | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|სიგრძე |მ | |
|ღარული სინჯები: | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|სიგრძე |მ | |
|ტექნოლოგიური სინჯები: | | |
|რაოდენობა | | |
|წონა (მოცულობა) | | |
|საცდელი კარიერები: | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|ფართობი |ჰა | |
|სამთო მასა | | |
|გადახსნითი სამუშაოების მდგომარეობა (ღია წესით დამუშავებისას) | | |
|ფუჭი ქანის მოხსნა | | |
|მიმდინარე გადახსნის კოეფიციენტი | | |
|გამხსნელი და მოსამზადებელი გვირაბების გაყვანა (მიწისქვეშა წესით დამუშავებისას): | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|სიგრძე |მ | |
|სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება საანგარიშო პერიოდში |
| |
|სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის | | |
|ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის): | | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო | | |
|წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის): | | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის |მ3; ტ; კგ | |
|ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის): | | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი |მ3; ტ; კგ | |
|მოცემული ობიექტისათვის): | | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო |მ3; ტ; კგ | |
|წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის): | | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი |მ3; ტ; კგ | |
|მოცემული ობიექტისათვის): | | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|ნარჩენები და მათი გადამუშავება |
| |
|სანაყაროები: | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|დაკავებული ფართობები სულ |ჰა | |
|მათ შორის ცალკეული (ჩამოთვლით): |ჰა | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|დროებით გამოუყენებელი (სამთო და მიწის მინაკუთვნის ფარგლებში დასაწყობებული) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა სახეობების მიხედვით: |მ3; ტ; კგ | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|დროებით გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეული დაგროვილი სპეცსაწყობში, სახეობების მიხედვით: |მ3; ტ; კგ | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|შლამ და კუდსაცავები: | | |
|რაოდენობა |ცალი | |
|დაკავებული ფართობები სულ |ჰა | |
|მათ შორის ცალკეული (ჩამოთვლით): |ჰა | |
|A კატეგორია | | |
|B კატეგორია | | |
|C1 კატეგორია | | |
|C2 კატეგორია | | |
|A+B+C1+C2 | | |
|P (პროგნოზული კატეგორია) | | |
|სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება |
| |
|სანაყაროზე გადატანილის: | | |
|საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის | | |
|საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის | | |
|შლამ და კუდსაცავებში დაგროვილის: | | |
|საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის | | |
|საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის | | |
|სპეცსაწყობში დაგროვილის: | | |
|საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის | | |
|საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის | | |
|წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახადები |
| |
|გადახდილი წიაღით სარგებლობის გადასახადი |ლარი | |
|გადახდილი რეგულირების საფასური |ლარი | |
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01-ის ,,მონაცემები ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით (მყარი სასარგებლო წიაღისეული / საშენი მასალები) სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ“ შევსების მითითებები
ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიის ნომერი;
ნედლეული – ამ პუნქტში ივსება სასარგებლო წიაღისეულის სახეობა;
წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში იწერება სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების სფერო;
წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში იწერება წიღით სარგებლობის ობიექტის დასახელება;
წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი;
საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში იწერება საანგარიშო პერიოდი;
სამრეწველო ტიპი – ამ პუნქტში იწერება სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო ტიპი;
1.1) ლიცენზიით გამოყოფილი მიწის და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის ფართობი – ივსება ლიცენზირებული ობიექტის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი (ჰა/კვ.მ);
1.2) სამთო (გეოლოგიურ) მინაკუთვნში მოქცეული სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, სახეობების ჩამონათვალი (კატეგორიებით) ლიცენზიის მიხედვით – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიით განსაზღვრული ჯამური მარაგი (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები);
1.3) სამთო (გეოლოგიურ) მინაკუთვნში მოქცეული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები (გეოლოგიური ან/და სამრეწველო) ლიცენზიის მიხედვით – ამ პუნქტში ივსება თანმდევი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ოდენობა ლიცენზიის პირობის შესაბამისად, მარაგების ცალკეული კატეგორიების მიხედვით (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიები);
2) საანგარიშო პერიოდში ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების მოცულობა – ქვემოთ მოყვანილ პუნქტებში აისახება საანგარიშო პერიოდში ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების მოცულობები, რომელსაც განახორციელებენ წიაღით მოსარგებლეები მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების შესწავლისა და მისი შემდგომი მოპოვების პროცესში;
3.1) სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის) – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგები საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ მოყვანილი კატეგორიები);
3.2) საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის) – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტზე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ მოყვანილი კატეგორიები);
3.3) სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის) – ამ პუნქტში ივსება წიღით სარგებლობის ობიექტზე სასარგებლო წიაღისეულის დარჩენილი მარაგები (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ მოყვანილი კატეგორიები);
3.4) თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის) – ამ პუნქტში იწერება წიაღით სარგებლობის ობიექტზე თანმდევი სასასარგებლო წიაღისეულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის ასეთის არსებობის შემთხვევაში (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ მოყვანილი კატეგორიები);
3.5) საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) სახეობების მიხედვით (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის) – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტზე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული თანმდევი სასარგებლო წიაღისეული (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ მოყვენილი კატეგორიები);
3.6) თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა (კატეგორიებით) საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის (სასარგებლო წიაღისეულის ჩამონათვალი მოცემული ობიექტისათვის) – ამ პუნქტში ივსება წიღით სარგებლობის ობიექტზე თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის დარჩენილი მარაგები (სავალდებულოა მიეთითოს ქვემოთ მოყვანილი კატეგორიები);
4) ნარჩენები და მათი გადამუშავება – ქვემოთ მოყვანილი პუნქტები ივსება ლიცენზიანტების მიერ, რომელთა წიაღით სარგებლობა დაკავშირებულია სანაყაროების, სპეცსაწყობებისა და შლამ და კუდსაცავების არსებობასთან და ამ ობიექტებზე სასარგებლო წიაღისეულის დაგროვებასთან ან/და მათგან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებასთან. სტრიქონების შევსების წესი ანალოგიურია ზემოაღნიშნულისა;
5) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება – აღნიშნულ პუნქტში სავალდებულოა ჩაიწეროს სანაყაროზე გატანილი და სპეც.საწყობში დაგროვებული ნედლეულის რაოდენობა საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის და დასასრულისთვის;
6.1) გადახდილი წიაღით სარგებლობის გადასახადი – ამ პუნქტში ივსება მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადასახადი (მოსაკრებელი);
6.2) გადახდილი რეგულირების საფასური – ამ პუნქტში ივსება მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადასახადი (რეგულირების საფასურის გადამხდელთათვის).
დანართი №4
სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-02
მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა მდგომარეობისა და შესწავლის შესახებ
|ლიცენზიის ნომერი | | |
| | | |
|რესურსის ტიპი (წყლის ტიპი) | | |
| | | |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) | | |
| | | |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება | | |
| | | |
|წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი | | |
| | | |
|საანგარიშო პერიოდი | | |
|№ |მაჩვენებლის დასახელება |ზომის ერთეული |მაჩვენებელი |
|1 |წიაღით სარგებლობისათვის მიწისა და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის მდგომარეობა ლიცენზიის გაცემის | | |
| |მომენტისათვის | | |
|1.1 |ლიცენზიით გამოყოფილი მიწის და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის ფართობი |ჰა/კვ.მ | |
|1.2 |სიღრმე (ჭის ან ჭაბურღილის) |მ | |
|1.3 |სანიტარიული დაცვის ზონები | | |
|1.4 |დებიტი კატეგორიების მიხედვით: |განზ. ერთ. | |
|ა) |A | | |
|ბ) |B | | |
|გ) |C1 | | |
|დ) |C2 | | |
|ე) |A+B+C1 | | |
|ვ) |B+C1 | | |
|ზ) |P | | |
|2 |საბადოს სახეობა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში | | |
| | | | |
|2.1 |საბადოს სახეობა: | | |
|2.1.1. |ბუნებრივი წყაროები |ცალი | |
|2.1.2. |ჭები |ცალი | |
|2.1.3. |ჭაბურღილები |ცალი | |
| |საექსპლუატაციო | | |
| |სათვალთვალო | | |
| |სარეზერვო | | |
|2.2 |დებეტი გადაანგარიშების შემთხვევაში (კატეგორიების მიხედვით): |განზ. ერთ. | |
|ა) |A | | |
|ბ) |B | | |
|გ) |C1 | | |
|დ) |C2 | | |
|ე) |A+B+C1 | | |
|ვ) |P | | |
სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-02-ის „მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა მდგომარეობისა და შესწავლის შესახებ“ შევსების მითითებები
საერთო მითითებები:
ლიცენზიის ნომერი – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიის ნომერი;
რესურსის ტიპი (წყლის ტიპი) – ამ პუნქტში ივსება წყლის ტიპი;
წიაღით სარგებლობის ობიექტის დანიშნულება (გამოყენების მიხედვით) – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტის გამოყენების სფერო;
წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება;
წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი – ამ პუნქტში ივსება წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზიით გათვალისწინებული ექსპლუატაციის დაწყების თარიღი;
საანგარიშო პერიოდი – ამ პუნქტში იწერება საანგარიშო პერიოდი;
1.1) ლიცენზიით გამოყოფილი მიწის და სამთო (გეოლოგიური) მინაკუთვნის ფართობი – ივსება ლიცენზირებული ობიექტის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი (ჰა/კვ.მ);
1.2) სიღრმე (ჭის ან ჭაბურღილის) – ამ პუნქტში ივსება ლიცენზირებული ობიექტის (ჭის ან ჭაბურღილის) სიღრმე;
1.3) სანიტარიული დაცვის ზონები – დასამტკიცებელი ან დამტკიცებული სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ ინფორმაცია;
1.4) დებიტი კატეგორიების მიხედვით – ლიცენზიით განსაზღვრული დებიტი მარაგების სამრეწველო კატეგორიების ჩვენებით (აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიების მითითება);
2) საბადოს სახეობა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში - 2.1-2.1.3-ის ჩათვლით იწერება ობიექტის ჭაბურღილი/ჭა/ბუნებრივი წყარო რაოდენობა;
2.2) დებეტი გადაანგარიშების შემთხვევაში (კატეგორიების მიხედვით) – ექსპლუატაციაში მყოფი წყლითსარგებლობის ობიექტის ფაქტობრივი მარაგები სამრეწველო კატეგორიების ჩვენებით (აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი სამრეწველო კატეგორიების მითითება).
დანართი №5
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-03
მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არსაწვავი აირების რეჟიმული ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების, მოპოვებისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ
| |ჭაბურღილი, წყარო, ჭა | | |წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახადი|
| | | | |(ლარი) |
| |№ | | | |
|1 |2 | 3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |
|თვე |ათვისების გეგმის|რესურსის |მიწისქვეშა წყლის |მიწისქვეშა წყლის |საანგარიშო პერიოდში|საანგარიშო პერიოდში|ფაქტობრივი მოპოვებული | წიაღისეულით |გადახდილი |
| |მიხედვით |მოცულობა |ტემპერატურა გაზომვების მიხედვით|დონე მიწის |ჩამოსხმული წყლის |პროდუქციის ძირითად |წყლის რაოდენობა |სარგებლობისათვის |რეგულირების |
| |დადგენილი |გაზომვების | |ზედაპირიდან მ |მოცულობა |ნედლეულად |სამეწარმეო |გადახდილი თანხის |საფასურის რაოდენობა|
| |მოცულობა |მიხედვით | | | |გამოყენებული წყლის |დანიშნულებით |რაოდენობა | |
| | | | | | |მოცულობა | | | |
| |მ³/თვე ან ტ/თვე |მ³/თვე ან ტ/თვე|C⁰ | მ |მ³/დღ.ღ ან ტ. |მ³/დღ.ღ ან ტ. |მ³/თვე ან ტ/თვე |ლარი |ლარი |
|1 | | | | | | | | | |
|2 | | | | | | | | | |
|3 | | | | | | | | | |
|4 | | | | | | | | | |
|5 | | | | | | | | | |
|6 | | | | | | | | | |
|7 | | | | | | | | | |
|8 | | | | | | | | | |
|9 | | | | | | | | | |
|10 | | | | | | | | | |
|11 | | | | | | | | | |
|12 | | | | | | | | | |
|ჯამი | | | | | | | | | |
სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-03-ის „მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არსაწვავი აირების რეჟიმული ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების, მოპოვებისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ“ შევსების მითითებები
2) ათვისების გეგმის მიხედვით დადგენილი მოცულობა – ამ პუნქტში იწერება ათვისების გეგმის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა თვეების მიხედვით მ³/თვეში ან ტ/თვეში;
3) რესურსის მოცულობა გაზომვების მიხედვით – რესურსის მოცულობა გაზომვების მიხედვით;
4) მიწისქვეშა წყლის ტემპერატურა გაზომვების მიხედვით – ამ პუნქტში იწერება (ჭაბურღილის, წყაროს, ჭის) წყლის ტემპერატურა;
5) მიწისქვეშა წყლის დონე მიწის ზედაპირიდან მ – ამ პუნქტში იწერება (ჭაბურღილის, წყაროს, ჭის) წყლის დონე ზედაპირიდან;
6) საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის მოცულობა – ამ პუნქტში იწერება საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის მოცულობა;
7) საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა – ამ პუნქტში იწერება საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა;
8) ფაქტიურად მოპოვებული წყლის რაოდენობა სამეწარმეო დანიშნულებით – ამ პუნქტში იწერება საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული წყლის მოცულობა სამეწარმეო დანიშნულებით თვეების მიხედვით მ³/თვეში ან ტ/თვეში;
9) წიაღისეულით სარგებლობისათვის გადახდილი თანხის რაოდენობა – ამ პუნქტში იწერება მოპოვებული რესურსის გადახდილი წიაღით სარგებლობის გადასახადი;
10) გადახდილი რეგულირების საფასურის რაოდენობა – ამ პუნქტში იწერება რეგულირების საფასურით გათვალისწინებული გადახდილი გადასახადი (თუკი ლიცენზიანტი რეგულირების საფასურის გადამხდელია).
დანართი №6
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-04
მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ
|ლიცენზიის ნომერი | |
|წიაღით მოსარგებლე სუბიექტის სახელწოდება | |
|საიდენტიფიკაციო ნომერი | |
|მისამართი, ტელეფონი | |
|წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელება | |
|წიაღით სარგებლობის სახე | |
|წიაღით სარგებლობის დაწყების თარიღი | |
|საანგარიშო პერიოდი | |
| | |
| | |
| | |
|№ |მაჩვენებლის დასახელება |ზომის ერთეული |მაჩვენებელი |
|1 |2 |3 |4 |
|1 |სამთო მინაკუთვნი | | |
|1.1 |ფართობი/მოცულობა |ჰა/ მ3 | |
|2 |მიწის მინაკუთვნი |ჰა | |
|2.1 |ლიცენზიით გაცემული | | |
|2.2 |ფაქტობრივად დაკავებული მიწის ფართობი | | |
|3 |ობიექტის მშენებლობის ვადები |წელი, თვე, რიცხვი | |
|3.1 |დაწყება/დამთავრება | | |
|4 |ობიექტების ძირითადი პარამეტრები: |მ3 | |
|4.1 |სიგრძე |მ | |
|4.2 |სიგანე |მ | |
|4.3 |სიმაღლე |მ | |
|4.4 |კვეთი: | | |
|4.4.1 |წიაღში შექმნილი სიცარიელის |მ2 | |
|4.4.2 |სინათლეში |მ2 | |
|4.5 |დახრის კუთხე |გრადუსი | |
|5 |შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა: | | |
|5.1 |წიაღიდან ამოღებული სამთო მასა |მ3 | |
|5.2 |წიაღში განთავსებული ნაგებობა | | |
|5.3 |მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეები (მშენებლობით ათვისებული სივრცე) | | |
|6 |მშენებლობისას დარღვეული მიწის ფართობი |ჰა | |
|6.1 |მიწის ნაყოფიერი ფენის მოცულობა |მ3 | |
|6.2 |მოხსნილი | | |
|6.3 |დასაწყობებული | | |
|7 |ამოღებული სამთო მასის განთავსება | | |
| |სანაყაროს პარამეტრები: | | |
|7.1 |სიგრძე |მ | |
|7.2 |სიგანე |მ | |
|7.3 |სიმაღლე |მ | |
|7.4 |მოცულობა |მ3 | |
|7.5 |დაკავებული ფართობი |მ2 | |
|8 |ობიექტის ექსპლუატაციის ვადები |წელი, თვე, რიცხვი | |
|8.1 |დასაწყისის/დასასრულის | | |
|9 |ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის ჩატარების ვადები მათი სახეობების მიხედვით. საპროექტო/ფაქტობრივი. |წელი, თვე, რიცხვი | |
|10 |ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის შედეგები: | მ3 | |
| |შემოწმებული მოცულობა | | |
|10.1 |სიგრძე |მ | |
|10.2 |ფართობი |მ3 | |
|11 |ტექნიკურად მდგრადი უბნები | მ3 | |
|11.1 |ფარდობა მთლიანად მოცულობასთან |% | |
|12 |მცირედ დაზიანებული უბნები | მ3 | |
|12.1 |ფარდობა მთლიან მოცულობასთან |% | |
|13 |ავარიული უბნები | მ3 | |
|13.1 |ფარდობა მთლიან მოცულობასთან |% | |
|14 |ჩატარებული სარემონტო სამუშაოები |მ3 | |
|15 |წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელები |ლარი | |
სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-04-ის მონაცემები „მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაუკავშირებელი მიწისქვეშა ნაგებობების და სიცარიელეების მდგომარეობისა და წიაღით სარგებლობისათვის გადახდილი გადასახდელების შესახებ“ შევსების მითითებები
საერთო მითითებები:
ა) ფორმა №1-04-ს ადგენენ მიწისქვეშა სათანადო სახის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები და/ან ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული პარტინიორები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ წიაღით სარგებლობას;
ბ) ფორმა №1-04 ივსება ლიცენზიით განსაზღვრული და შესაბამისი წიაღით სარგებლობის განვითარების შედეგად მიღებული და სპეციალური სამთო-ტექნიკური, გეოლოგიურ-სამარკშეიდერო მომსახურების, აგრეთვე, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და გაანგარიშებების შესაბამისად;
გ) ფურცელზე ბოლოში კეთდება წიაღით მოსარგებლე სუბიექტის ხელმძღვანელის ბეჭედდასმული ხელმოწერა.